ბრწყინვალე 11 – მაურო ხერმან კამორანეზი
მაურო ხერმან კამორანეზი… რამდენი რამის მთქმელია ეს სახელ გვარი “იუვენტუსის” ტიფოზებისათვის. პირველ რიგში, გამარჯვების დაუშრეტელი წყურვილი და მისი ქარიზმატული თამაში გვახსენდება… მაურო შეუდარებელი იყო წლების განმავლობაში “ბიანკონერების” მარჯვენა ფლანგზე. გვახსოვს მისი თამაშის განსაკუთრებული მანერა და სამხრეთ ამერიკული ტემპერამენტი, რომელიც დაუღლელ დრიბლინგებში გამოიხატებოდა. კამორანეზი ქვეყანას 1976 წლის 4 ოქტომბერს, არგენტინაში, კერძოდ კი ქალაქ ტანდილში მოევლინა. იტალო-არგენტინელი დღემდე მოქმედი ფეხბურთელია. მსოფლიოს ჩემპიონი დღეს-დღეობით არგენტინის უმაღლესი დივიზიონის კლუბ “ლანუსში” ასპარეზობს.
საკლუბო კარიერა:
მცირე ასაკში ნახევარმცველი არგენტინული “რივერ პლეიტის” გულშემატკივარი იყო, თუმცა ფეხბურთის თამაში სულ სხვა კლუბში დაიწყო. სამშობლოში გატარებული წლების შემდეგ ის მექსიკაში გადავიდა და ფეხბურთის თამაში იქ განაგრძო. უფრო შორეული მოგზაურობა მაუროს შემდეგ წელს მოუწია. ის ურუგვაიში გაემგზავრა და იქაურ კლუბში ჩაირიცხა. კამორანეზიმ მართლაც ბრწყინვალე სეზონი ჩაატარა ურუგვაულ “ბანფილდის” რიგებში ითამაშა 38 მატჩი და 16 გოლიც გაიტანა. ფეხბურთელი კარიერულ წინსვლას განიცდიდა და ერთ ადგილას გაჩერებას არ აპირებდა, მან კლუბი ამჯერადაც გამოიცვალა და მექსიკაში დაბრუნდა. 1998 წელს მაურო კრუზ-აზულის ფეხბურთელი გახდა და იქ ორი სეზონი დაჰყო. ფეხბურთელმა გუნდში 60 მატჩი ჩაატარა და 20 გოლის გატანა შეძლო. კრუზ აზულის ფანებს არასდროს დაავიწყდებათ მატჩი, “კლუბ ამერიკას” წინააღმდეგ, როცა მაურომ წითელი ბარათი მიიღო და მოედანი აცრემლებულმა დატოვა. ძალიან მალე, ფეხბურთელს ევროპული გუნდების ყურადღებაც ხვდა წილად. 2000 წელს მაურო იტალიის სერია ა-ში კერძოდ კი ვერონაში გადავიდა და იქ ორი წელი დაჰყო. 2002 წელს მაურო ტურინის “იუვენტუსში” გადავიდა და ორი კლუბის თანამფლობელობაში აღმოჩნდა. პირველ წელს “იუვენტუსმა” მასში 4.8 მილიონი ევრო გადაიხადა, ხოლო მეორე სეზონში კი 5 მილიონი დაუმატა და არგენტინელიც “ბიანკონერის” სრულუფლებიანი წევრი აღმოჩნდა, ამავე წელს ტურინულმა გრანდა ზუსტად ასეთივე გარიგებით მარკო დი ვაიო და ენცო მარესკა შეიძინა. მაურომ სერია ა 2002-2003 წელს მოიგო, იმავე წელს მან მოახერხა გუნდთან ერთად იტალიის სუპერ თასის მოგებაც. მომდევნო ორი წლის განმავლობაშიც ტურინელები დაუმარცხებელნი იყვნენ იტალიაში, თუმცა კალჩოპოლის სკანდალის შედეგად მათ ორი სკუდეტო ჩამოერთვათ. მიუხედავად იმისა, რომ მისი აგენტი ფეხბურთელს უკავშირებდა ისეთ კლუბებს, როგორიცაა “ლიონი”, “ვალენსია” და “ლივერპული” მაურომ გუნდთან ერთად დარჩენა გადაწყვიტა: “მე არავის ვთხოვ, რომ ახალი გუნდი მომიძებნონ, მე ბედნიერი ვარ აქ…” ნახევარმცველის დარჩენა გუნდისთვის მართლაც ძალიან მომგებიანი აღმოჩნდა. ფეხბურთელმა ბრწყინვალე სეზონი ჩაატარა. განსაკუთრებულად დასამახსოვრებელი იყო მატჩი ლეჩეს წინააღმდეგ, როცა მაურომ ფლანგზე კრუიფის სტილში მოატყუა მცველები და საგოლე პასიც გააკეთა. ცოტა ხანში მან მესამე ტურინული გოლიც შეაგდო. საჯარიმოს მახლობლად მის ირგვლივ სამი მცველი იმყოფებდა კამორანეზი ცრუ მოძრაობით გაცდა მათ და მარცხენა ფეხით ბრწყინვალედ დაარტყა მეკარისგან შორეულ და მაღალ კუთხეში. სერია ა-ში დაბრუნების შემდეგ მაურო მიუხედავად ბევრი ტრავმებისა, მაინც ძირეული ფიგურა იყო “იუვეს” ნახევარდაცვაში. მაურომ იმ სეზონში თავისი ნომერი 16 გადაცვალა 8 ნომერზე, თუმცა შემდეგ სეზონში ისევ 16 ნომრიანი მაისურით მოგვევლინა. ამ სეზონში მაურომ ტიტული Guerin d’Oro მოიპოვა. 2008 წელს მაურომ ბრწყინვალე წინასასეზონო შედეგი აჩვენა და იმ წელს “იუვენტუსს” დიდი დახმარება გაუწია. მომავალ სეზონშიც იტალო-არგენტინელი უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელი იყო “ბიანკონერის” რიგებში. კრიზისულ სიტუაციებში თავისი თავდადებით, ფეხბურთელს გუნდი ხშირ შემთხვევაში საერთოდ მარტოს გაჰყავდა ფონს. ხშირად ულიდეროდ დარჩენილი “იუვე” კამორანეზის დიდი მადლიერი იყო, რადგან 8 წლის განმავლობაში მაურომ ერთგულად ემსახურა მას. 2010 წლის 31 აგვისტოს, ფეხბურთელმა გუნდი დატოვა და გერმანულ “შტუტგარტში” გადავიდა. მიუხედავად იმისა, რომ ტრანსფერი საკმაოდ კარგი ჩანდი, ფეხბურთელმა იმავე წლის 26 იანვარს კლუბი დატოვა. “მე ვერ შევძელი მოვრგებულიყავი გუნდს. მიუხედავად იმისა, რომ ქალაქიც და აქაური ხალხიც ძალიან შევიყვარე, თამაშის გაგრძელება სამშობლოში მსურს.” 2011 წლის 2 თებერვალს მაურო ხერმან კამორანეზი სამშობლოში დაბრუნდა და ლანუსში გააგრძელა ასპარეზობა, კონტრაქტი ერთ საინტერესო დეტალს შეიცავს. თუ ფეხბურთელი გადაწყვეტს, შეუძლია კარიერის დასრულების შემდეგ ახალგაზრდული გუნდის მწვრთნელად დაიწყოს მუშაობა.
სანაკრებო კარიერა:
როგორც სტატიაში ვახსენეთ, მაურო კამორანეზის ორმაგი მოქალაქეობა აქვს, ის იტალო-არგენტინელია. მას შეეძლო ორივე ქვეყნის ნაკრებში ეთამაშა, თუმცა ფეხბურთელის მიმართ ყურადღება პირველმა “აძურიმ” გამოიჩინა და მაურომაც იტალიის ნაკრების მაისური მოირგო. პირველად ეს ამხანაგურ მატჩში მოხდა პორტუგალიის ნაკრების წინააღმდეგ, ეს 2003 წლის 12 თებერვალს მოხდა, მაშინ გუნდს ჯოვანი ტრაპატონი წვრთნიდა. ის 2004 წლის ევროპის ჩემპიონატზე გაემგზავრა გუნდთან ერთად. 2006 წლის მუნდიალზე კამორანეზი ტრიუმფატორი ნაკრების ნაწილი იყო. ერთი საინტერესო ფაქტი იყო ის, რომ მაურო არასდროს იმეორებდა იტალიის ნაკრების ჰიმნის ტექსტს, როცა ჰიმნი გაისმოდა მატჩის დაწყების წინ. მაურომ განაცხადა, რომ სიტყვები არ იცოდა და ეს იყო მხოლოდ ამის მიზეზი. მაურო არ იყო პირველი არგენტინელი “იუვეს” რიგებში, ვინც იტალიის ნაკრებში ითამაშა. პირველი ასეთი ფეხბურთელი იყო ლეგენდარული ომარ სივორი. მსოფლიო ჩემპიონატის მოგების შემდეგ მაურომ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა: მე არგენტინელი ვარ, თუმცა წლების განმავლობაში ვიცავდი იტალიის ეროვნული ნაკრების ფერებს და კეთილშობილობის გრძნობით აღსავსე ვარ იტალიის მიმართ. ბოლოჯერ მაურომ “სკუადრა აძურას” მაისური 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მოირგო…
მიღწევები:
სერია ა 1-ხელ
იტალიის თასი 1-ხელ
იტალიის სუპერთასი 2-ჯერ
სერია ბ 1-ხელ
ჩემპიონთა ლიგის ფინალისტი 1-ხელ
მსოფლიოს ჩემპიონი 1-ხელ
პ.ს.
უკვე დასრულებული სახე მიიღო ბრწყინვალე 11-ის ნახევარდაცვისა და დაცვის ხაზმა. დარჩა მხოლოდ თავდასხმა, რომელსაც რამდენიმე დღეში შემოგთავაზებთ, მაგრამ მსურს თქვენი დახმარება, ჩემი თხოვნა იქნება მომაწოდოთ იდეები თავდამსხმელების შესახებ. თუ ვისი ხილვა გსურთ ბრწყინვალე 11-ის თავდასხმაში. ფეხბურთელი შემდეგ მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს: ის გუნდში უნდა იყოს ჩარიცხული 1990 წლის შემდეგ და დღეს აღარ უნდა ასპარეზობდეს “იუვენტუსსში”. იდეები მოგვაწოდეთ კომენტარებში… წინასწარ გიხდით მადლობას.
ბაჯო და ტრეზეგე ან თუნდაც ინძაგი :) რავი მე უფრო პირველი მეორე მინდაა, რომ იყოს :P
ოფ კარგით კაცო.. მერე რა მოხდა რო ზიდანი არ არის ამ სიაში.. სამაგიეროდ დანარჩენები ვინც არის ესენიც არანაკლებ იუვენტინოები არიან.. მერე რა მოხდა. მე მაგალითად სხვანაირ თერთმეტ კაცს დავაყენებდი, მაგრამ ეს იმას ხო არ ნიშნავს რო ეს შემადგენლობა გავაკრიტიკო
ისე ზიდანის არყოფნა ამ სიაში მგონი მაინც არ შეიძლება, თუნდაც ტაკინარდის ნაცვლად, ბოლობოლო ერთი საყრდენით ითამაშებდა ეს სიმბოლური იუვე, წინ დიდი არჩევანი გვაქვს, ნუ დელპიერო ალბათ არ შეიძლება, რადგან მოქმედი იუვენტინოა, ალბათ ბაჯო, ტრეზეგე, ვიალიდან უნდა ავარჩიოთ, მე უფრო პირველ ორს ვემხრობი
ზიდანი არ შეგყავთ ამ სიაში?ყოველშემთხვევაში თავდამსხმელი ნაღდად არ იყო :D ….. ისე თავდასხმაში არჩევანი ბევრია:ტრეზეგე,ვიალი,რავანელი,ინძაგი,ბაჯო….
ისე იუვეს რა სასტავი ეყოლება ხვალ
აზრზე არ ვარ 
ძალიან მხეცი ფეხბურთელი იყო იუვეში როცა იყო !
ისე ხანდახან შეფრენები კი ქონდა ხოლმე რამდენჯერ უაზროდ ყვითლრბი გაირტყა მაგრამ ეგ არაფერი
შევეცდებით მაქსიმალურად
მაგარი კაცია მაურო.
ხვალ დადებთ ლინკს სტადიონის გახსნის?
პლატინი ჩამოწეული უკან და წინ ტრეზე
gadaob dzma ra salasi :D salasi ara zamorano :D turami iyo ? ))
მე ვთქვი ალბათთკო

კი ტრეზეგე აუცილებლად….კიდე მარსელო სალასი შეილება ალბათ
მაურო ხერმან <3
1 100 % იანი ტრეზეგე უნდა იყოს
ცჰემი ზრით ტრეზეგე და ვიალი…
თავდასხმა ტრეზეგე რავანელი იქნება ალბათ :)
დელპიერო ვერ იქნება რადგან ის ისევ თამაშობს, ერთი ტრეზეგე და მეორე არ ვიცი :D
კაი ფეხბურთელი იყო მაურო მაგრამ მარჯვნივ ან ზიდანი ან კონტე უნდა დაგეყნებინათ ვიცი არცერთი არ იყო მარჯვენა ნახევარმცველი მაგრამ ზიდანი იუვეში მარჯვნიდან ან მარცხნიდან ასრულებდა თავის ფუნქციებს
ხოლო თავდასხმას რაც შეეხება ერთი ალე იქნება მეორე ტრეზეგე რადგან უცხო ქვეყნიდან საუკეთესო ბომბარდირი ტრეზეგეა
მესმის ბრატ მესმის და ზიდანი კამორანეზიზე უკეთესი იგროკია აშკარად, მაგრამ ძირითადად მაინც მარცხნიდან თამაშობდა თან კამორანეზიმ მთელი კარიერა იუვეს მიუძღვნა გუნდში 8 წელი ითამაშა და ყველაფერი საუკეთესო მას მისცა. ზიზუ კიდევ 5 წელი თამაშობდა იუვეში. თუმცა კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ იმას, რომ ზიზუ კამორანეზის ჯობდა და ეგ კი არა შეიძლება აქ ჩამოთვლილთაგან ყველას ჯობია.
კამორანეზიმ რო 8 წელი მიუძღვნა ყველამ იცის მაგრამ როგორ? სერია ბ ში რო გავარდით ძალით დატოვეს ინტერში უნდოდა გადასვლა და მთელი ზაფხცული ეჩალიჩებოდნენ დატოვებაზე და მე მაგის მერე აღარ ვთვლი სრულფასოვან იუვენტინოდ და ზიზუს რაც შეეეხება ზიზუ არ აპირებდა გადასვლას მაგრამ მოჯიმ გაყიდა და მაგ ფულად ნედვედი ტურამი ბუფონი იყიდა და ზიზუმ მოსვლით ხო დიდი სამსახური გაგვიწია და წასვლით ხო საერთოდ ერთი გუნდი გააკეთა კიდე
ერთი ტრეზეგე უნდა იყოს აუცილებლად : ))
მაურიტოოოო
რატო წახვედიი ?