ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ბრწყინვალე 11 – პაოლო მონტერო

პაოლო რონალდ მონტერო იგლესიასი ან უბრალოდ პაოლო მონტერო დაიბადა 1971 წლის 3 სექტემბერს, ურუგვაის დედაქალაქ მონტევიდეოში. ის ცენტრალური მცველის პოზიციას თამაშობდა და ცნობილი იყო, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად დისციპლინირებული ფეხბურთელი, რომელმაც მოხსნა რეკორდი აღებული  წითელი ბარათების. მასზე ბევრს წერდნენ და ლაპარაკობდენ, “ძალზედ ნიჭიერი და ინტელიგენტი ფეხბურთელი”, “ბურთის ოსტატი და აუღელვებელი ზეწოლისას” ამ და სხვა კომპლიმენტებს ჟურნალისტები მონტეროს მისამართით ნამდვილად არ იშურებდნენ. მისი დახასიათება სამი სიტყვითაც შეიძლება:  საშინელი, ურყევი, უგრძნობი…საკლუბო კარიერა: ს.კ. “პენაროლი”
პაოლო მონტერო დაიბადა ურუგვაიში, მონტევიდეოში, ფეხბურთელის ოჯახი. მისი მამა ხულიო მონტერო წარსულში ურუგვაის ნაკრების ფეხბურთელი იყო. ის პაოლოს აიძულებდა კარგი ნიშნები მიეღო სკოლაში, წინააღმდეგ შემთხვევაში უკრძალავდა ფეხბურთის თამაშს. პროფესიონალურ დონეზე მონტერომ ასპარეზობა “პენაროლში” დაიწყო 1990 წელს და  იქ 2 სეზონი დაჰყო. ჩაატარა 34 მატჩი და გაიტანა 1 გოლი, მისი თამაში არ დარჩენიათ შეუმჩნეველი ევროპაში და პაოლოც ბერგამოს “ატალანტაში” გაემგზავრა.
ატალანტა:
ბერგამოში გადაბარგების შემდეგ მონტერო ამ კლუბის დაცვის ბირთვად იქცა და სასტარტო შემადგენლობაშიც ადგილი მყარად დაიჭირა. სადებიუტო სეზონში მან 27 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 2 გოლის გატანაც მოახერხა. შემდეგი სეზონი ბერგამოელელთათვის წარუმატებელი აღმოჩნდა და ისინი სერია ბ-ში დაქვეითდნენ. ამ წელს მონტერომ 30 მატჩი დაიწყო სასტარტო შემადგენლობაში. იტალიის ქვედა დივიზიონში მან 34 მატჩი ჩაატარა და 2 გოლიც შეაგდო. თავისი გამორჩეული ასპარეზობით ის დაეხმარა “ატალანტას” სერია ა-ში დაბრუნებულიყო. უკვე მომდევნო წელს ატალანტა სერია ა-ში გამოდიოდა, ხოლო მონტეროს საქმეები არც თუ ისე წარმატებით მიდიოდა. მას განუწყვეტლივ ტრავმები აწუხებდა და 23 მატჩზე მეტის ჩატარებაც ვერ შეძლო. თუმცა ამ სეზონის ბოლო მისთვის ნამდვილად გამართლებით დასრულდა,  და ის ტურინის “იუვენტუსს” შეუერთდა. ეს 1995-1996 წლის მიწურული იყო, მონტეროს 4 წლიანი ბერგამული თავგადასავალი დასრულდა, იწყებოდა ახალი  ეპოქა…
იუვენტუსი:
ამ დიდი ტრანსფერი შემდეგ მონტერო მართლაც დიდებულად ასპარეზობდა. პირველივე სეზონში მან ტურინის “იუვენტუსთან ერთად ყველა ტურნირზე სულ 30 მატჩი ჩაატარა და შთამბეჭდავადაც გამოიყურებოდა. ის თანაგუნდელებიდან ყველაზე ახლოს იყოს ზინედინ ზიდანთან, რომელიც შემდეგ მადრიდის რეალში გადავიდა. ამ დროისათვის ტურინელებს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი დაცვის ხაზი ჩამოუყალიბდათ. ნებისმიერმა მეტოქემ იცოდა თუ რა რთული იყო ამ ხაზის გარღვევა და გოლის გატანა “იუვეს” კარში.  მაშინ შავ-თეთრი მაისური ემოსათ ისეთ ლეგენდარულ მცველებს როგორიცაა: ჩირო ფერარა, პაოლო მონტერო, მარკ იულიანო, ალესანდრო ბირინდელი, ლილიან ტურამი, იგორ ტუდორი , ჯანლუკა პესოტო და სხვა. მონტერომ “იუვენტუსის” რიგებში ითამაშა 200-მდე მატჩი და გაიტანა ერთი გოლი. ის 2004- 2005 წლის ტრიუმფის შემდეგ გუნდიდან წავიდა, ხოლო ჩირო ფერარამ კი კარიერა დაასრულა.
სან ლორენცო:
ტურინული ეპოპეის შემდეგ პაოლომ არგენტინულ სან ლორენცოს მიაშურა. თუმცა ამ ტრანსფერს “დიდი დღე არ ეწერა”. მონტერომ გაუთავებელი ტრავმების შემდეგ გუნდი დატოვა ისე, რომ მხოლოდ 14 მატჩის ჩატარება მოახერხა და ერთი გოლიც გაიტანა.  მცველმა გუნდის დატოვა გადაწყვიტა შემოთავაზებები მოდიოდა იტალიური “კატანიადან’, “ოლიმპიაკოსიდან” და სხვა რამდენიმე კლუბიდან, თუმცა მონტერომ თავისი მშობლიური კლუბი აირჩია, კლუბში, რომელშიც მან თავისი კარიერა დაიწყო…
კვლავ პენიაროლი…
2006-2007 წლები მონტერომ მშობლიურ პენიაროლში გაატარა, ეს იყო უკანასკნელი სეზონი ლეგენდარული მცველისა მწვანე მინდორზე. მან 26 ჯერ მოირგო მშობლიური კლუბის ფორმა და ერთხელ გულშემატკივარი გატანილი გოლითაც გაახარა. ამის შემდეგ მისი ბრწყინვალე საკლუბო კარიერა დასრულდა.
სანაკრებო კარიერა:
მონტეროს უკანასკნელი სანაკრებო მატჩი 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპს უკავშირდება. ურუგვაი ავსტრალიას უპირისპირდებოდა ფლეი-ოფში. ამ მატჩი მონტერომ ტრავმა მიიღო და იძულებული იყო მოედანი დაეტოვებინა. საბოლოო ჯამში ურუგვაი დამარცხდა. მარცხის შემდეგ მონტერო დაუყონებლივ წავიდა ნაკრებიდან. მისი ბოლო განცხადება ასე ჟღერდა: “ის რაც დღეს მოედანზე მოხდა იყო იმდენად გულდასაწყვეტი, რომ ყველა ურუგვაელი ფეხბურთელი იმსახურებს მსოფლიო ჩემპიონატზე ყოფნას.” მონტერო სანაკრებო მატჩების ჯამი 60 შეადგენს. ის ურუგვაის ნაკრებში 1991 წლიდან 2006 წლამდე გამოდიოდა.

პაოლო მონტეროს გამოსამშვიდობებელ მატჩზე მასთან ერთად კარიერა დაასრულა კიდევ ერთმა ყოფილმა “იუვენტინომ” მარსელო სალასმა.

მიღწევები:
სერია ა-ს ჩემპიონი 4-ჯერ
სერია ა-ს მე-2 ადგილი 2-ჯერ
იტალიის თასი
იტალიის თასის ფინალისტი 2-ჯერ
იტალიის სუპერთასის მფლობელი 3-ჯერ
იტალიის სუფერთასის ფინალისტი
ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული
ჩემპიონთა ლიგის ფინალისტი 3-ჯერ
უეფას სუპერ თასი
საერთაშორისო თასი
ინტერტოტოს თასი 1

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

5 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ma_x_ara
11 years ago

მართლა მაგრად მიყვარს ეს ადამაინი

vaxo turqadze
11 years ago

კი,ნამდვილად დიდი იუვენტინო იყო,გლადიატორი,მართალია ხშირად მოუშლია ჩემთვის ნერვები თავისი წითლების გამო,მაგრამ საბოლოო ჯამში თავისი წარუშლელი კვალი დატოვა იუვენტუსის ისტორიაში…..

BESO BARAMIA
11 years ago

უდაოდ დიდი იუვენტინო, უდრეკი ხასიათით, მებრძოლი ბოლომდე, უშიშარი ბუნებით და რაც მთავარია იუვეზე უზიმოდ შეყვარებული!!ხისტი მართლაც იყო, მაგრამ არსებობენ ხისტი ფეხბურთელები და ბინძური იგროკები, როგორიცაა პოლ სქოულზი, ალან სმიტი მაგალითისთვის-ენა არ მოუბრუნდება არავის შეადაროს პაოლო ამ ტიპის იგროკებს….!!
მარად და ყველგან ფორცა იუვეე!! :juvee: :juvee: :juvee: :juvee: :juvee: :juvee: :juvee: :juvee:

11 years ago

მონტერო მაგრად მევასებოდა.. ცოტა ხისტი ფეხბურთელი იყო, უხეშის თქმაც შეიძლება. მაგრამ პოზიციურად და ართმევაზე იმენა მგელი იყო. არავის არაფერს უთმობდა და ყოველთვის ბოლომდე იბრძოდა!!! :forza:

Dutch
ადმინისტრატორი
11 years ago

juventino4ever

მშვენიერია )) ისე ჩემი რჩევა იქნება დღეში ერთი სიახლე დადო ხოლმე ამ კუთხით , უფრო საინტერესო იქნება :up:

| Newsphere by AF themes.
5
0
Would love your thoughts, please comment.x