ბრწყინვალე 11 – ანჯელო პერუცი
პერუცი დაიბადა 1970 წლის 16 თებერვალს იტალიის ქალაქ ბლერაში. ანჟელო პერუცი სერია A-ს საუკეთესო მეკარის ტიტულის სამგზის მფლობელია და ასევე 2006 წლის მუნდიალის გამარჯვებული.
პერუცი პროფესიონალური ფეხბურთიდან წავიდა 2006-2007 საფეხბურთო სეზონის დასრულების შემდეგ და დღეს ჩირო ფერარას თანაშემწეა იტალიის U21 ნაკრებისა. ის ამ პოსტზე 2010 წლის ოქტომბერს დაინიშნა.
საკლუბო კარიერა:
ლეგენდარული კიპერი სერია ა-ში პირველად 1987 წელს გამოჩნდა და ის მაშინ დედაქალაქური “რომას” ღირსებას იცავდა. 1989 წელს ის არენდის წესით კლუბ “ჰელას ვერონა”-ში გადავიდა, თუმცა 1990 წელს დოპინგ ტესტის ჩაგდების გამო დისკვალიფიციკაცია მიიღო და ერთი წლის განმავლობაში უქმობდა. 1991 წელს ის “ბებერი სინიორას” რიგებში ჩაირიცხა. ტრანსფერმა იმდენად გაამართლა, რომ სულ მალე მან ჩაანაცვლა “იუვენტუსის” იმჯამინდელი პირველი ნომერი სტეფანო ტაკონი. პერუციმ მოიგო სამი სკუდეტო, უეფას თასი, და 1996 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში მან ლომის წვლილი შეიტანა ჰოლანდიური აიაქსის დამარცხებაში. ამის შემდეგ ის მილანის “ინტერში” გადავიდა სადაც ერთი სეზონი დაჰყო და დედაქალაქს მიაშურა. ის “ლაციოში” გადავიდა 17.9 მილიონ ევროდ და გუნდთან ერთად საერთო ჯამში 200-მდე მატჩი ჩაატარა.
მიუხედავად იმისა, რომ მას “ლაციალესთან” კონტრაქტი 2008 წლამდე ჰქონდა დადებული, მეკარემ 2007 წელს განაცხადა, რომ დიდი ფეხბურთიდან მიდიოდა: “მე მივდივარ ფეხბურთიდან ამ სეზონის ბოლოს, ვიცი, ჩემი გადაწყვეტილება გულშემატკივრებსა და კლუბის პრეზიდენტობას არ მოეწონებათ, მაგრამ, რომ არ ვიყო იძულებული ასე მოვიქცე, მე კიდევ 6-7 წელი დავრჩებოდი კლუბში”. 2007 წლის 27 აპრილს რომაული დერბის შემდეგ პერუციმ განაცხადა, რომ ის მისი ბოლო მატჩი იყო და აღარ შეეძლო ასპარეზობის გაგრძელება მუდმივი ტრავმების გამო. თუმცა ხელმძღვანელობის დაჟინებული თხოვნით ის მაინც დარჩა წლის ბოლომდე და სერია ა-ს უკანასკნელ ტურშიც დაიცვა “ლაციოს” კარი. ის მატჩი ფრედ დასრულდა და ერთგვარი გამოსამშვიდობებელი საღამოც აღმოჩნდა ბრწყინვალე იტალიელი კიპერისათვის. ანჯელო პერუცი 3 ჯერ დასახელდა სერია ა-ს საუკეთესო მეკარედ. ეს მიღწევა პერუცის გარდა ერთადერთ მეკარეს ეკუთვნის… და ეს არის ლეგენდარული ჯანლუიჯი ბუფონი.
სანაკრებო კარიერა:
თავისი 11 წლიანი კარიერის განმავლობაში ანჯელოს შეიძლება ითქვას ნაკრებში ნაკლებად უმართლებდა. მან მხოლოდ 31 მატჩის ჩატარება მოასწრო. 1992 წელს მან იტალიის ნაკრებთან ერთად მოიგო საზაფხულო ოლიმპიადა ბარსელონაში. და ასევე 1996 წელს ევროპის ჩემპიონატზე იცავდა ნაკრების კარებს. 1998 წელს ის მსოფლიო ჩემპიონატზე ნომერ პირველ მეკარედ იყო დასახელებული თუმცა მოულოდნელმა ტრავმამ გეგმები შეცვალა და ანჯელო ჩაანაცვლა ჯანლუკა პალიუკამ. 1999 წელს ნორვეგიასთან გამართული მატჩის შემდეგ მან გადაწყვიტა ნაკრებიდან წასვლა. თუმცა მომდევნო წელს ისევ დაბრუნდა, იმ იმედით, რომ “ევრო 2000”-ზე დაიცავდა “სკუადრა აძურას” ღირსებას თუმცა, კვლავ ტრავმა და კვლავ ჩანაცვლება… ამჯერად უკვე ფრანჩესკო ტოლდო გაემგზავრა ევროპის ჩემპიონატზე. 2002 წელს ტრაპატონის სურდა პერუცის ნაკრებში გამოძახება მესამე მეკარედ, თუმცა პერუციმ უარი განაცხადა: 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის თილისმა უკვე შერჩეულია”.
2004 წლის ევროპის ჩემპიონატზე პერუცი წავიდა მესამე მეკარედ, თუმცა არცერთ მატჩში არ მიიღო მონაწილეობა. 2006 წელს პერუცი კვლავ რეზერვში იმყოფებოდა და მსოფლიო ჩემპიონის ტიტულიც მიიღო. მან სანაკრებო კარიერას საბოლოო წერტილი დაუსვა მუნდიალის დასრულებისთანავე.
საკლუბო მიღწევები:
სერია ა 3-ჯერ
იტალიის თასი 1994/1995
იტალიის სუოერთასი 2-ჯერ
უეფას თასი
ჩემპიონთა ლიგა
უეფას სუპერ თასი
საერთაშორისო თასი
Guerin d’Oro 1997
სერია ა-ს წლის საუკეთესო მეკარე 3-ჯერ
იტალიის თასი 2003-2004
სანაკრებო მიღწევები:
მსოფლიოს ჩემპიონი 2006 წ
გთავაზობთ მცირე ინტერვიუს, რომელიც 2006 წლის მუნდიალამდეა ჩაწერილი, პერუცი ნაკრებზე, იუვენტუსსა და მასთან დაკავშირებულ მოგონებებზე საუბრობს.
-რა გრძნობაა, როცა 36 წლის ასაკში ნაკრებში ბრუნდები?
-ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. დიდი ხანია აღარ ვარ ნაკრებთან ერთად, თუმცა ლაციოში ძალიან ბევრს ვშრომობდი და ჩემი მონდომება დამიფასდა.
-ბევრ წარმატებას მიაღწიე კარიერის განმავლობაში მაგრამ ეს მორიგი შანსია…
–მინდა აღვნიშნო, რომ ნაკრებთან ერთად არასდროს მიმართლებდა. 1996 წელს ჩვენ ვერ გავედით ჯგუფიდან, არ გამიმართლა არც 1998 წელს, შემდეგ მესამე მეკარე ვიყავი, ამჯერად კი მე მზად ვარ ყველაფრისათვის.
-კლუბში კი ნამდვილად უფრო გიმართლებდათ…
-მართლაც. იმ წლებში, როცა “იუვენტუსში” გამოვდიოდი ყველაფერი მოვიგე. სკუდეტო, იტალიის თასი, სუპერ თასი, უეფას თასი, ჩემპიონთა ლიგა და ასე შემდეგ.
-და მაინც რომელი იყო მათ შორის ყველაზე დასამახსოვრებელი?
–ყოველ გამარჯვებას მოაქვს განსაკუთრებული ემოცია და ყველა თავისებურად მშვენიერია, თუმცა მე გამოვყოფდი 19996 წლის ჩემპიონთა ლიგის გათამაშებას. ჩვენ ფინალში პენალტების სერიით დავამარცხეთ ამსტერდამის აიაქსი და მე ორი თერთმეტრიანის მოგერიება შევძელი. თამაში რომში გაიმართა, ქალაქში, რომელშიც მე გავიზარდე და ფეხბურთელად ჩამოვყილაბდი, ეს ენით აღუწერელი გრძნობაა…
-გმადლობთ
–გისურვებთ წარმატებებს .სულ ეს იყო, რაც მინდოდა დამეწერა ბრწყინვალე იტალიელ მეკარეზე ანჯელო პერუციზე, დამეთანხმებით თავისი ქარიზმატულობით, აზარტულობით და თამაშის მუდმივი წყურვილით, ეს ფეხბურთელი ნამდვილად ღირსია “იუვენტუსის” ბრწყინვალე 11-ის წევრი იყოს.
კარგია და თან ვიდეო რომ ჩაამატოთ უკეთესეი იქნება : )))
კაი წამოწყება მივესალმები :)
გაიხარე,კარგი სტატიაა,მადლობა ავტორს…..მე 1995 წლიდან ვარ იუვეს გულშემატკივარი და მახსოვს პერუცი,არასოდეს დამავიწყდება მისი ბრწყინვალე რეაქცია კლუივერტის თავურზე,რითაც ფაქტობრივად ლიგის თასი მოუტანა იუვენტუსს,აღარაფერს ვამბობ პენალტების სერიაზე,სადაც ასევე ბრწყინვალედ გაისარჯა,მართლაც დიდი მეკარე იყო ანჯელო,იტალიური სამეკარეო სკოლის ერთ-ერთი ღირსეული წარმომადგენელი…..
შრომატევადი ნაშრომია, კარგი მონახაზით, მაგრამ თუ საუბარი აქცენტირებას იღებს 11 ბრწყინვალე იუვენტინოზე, ვფიქრობ პერუცით დწყება ცოტა არ იყოს გადაჭარბებულია, ვინაიდან ბიანკონერის ახსოვს ძალიან ბევრი გამორჩეული იუვენტინო, ვინც უნდა მოხვდეს ბრწყინვალეთა შორის-პერუციმ კი კარიერის მოკლე ნაწილი დაუთმო ბებერ სინიორას და ეს რათქმა ინდა დასაფასებელია,მაგრამ არსებობენ ლეენდები, დიდი ლეგენდები, რომელთა გახსენებაც ალალია და მეტად იმსახურებენ ბრწყინვალების სარავანდედს……. მოდი გავიხსენოთ: დურანტე, მაცცია,ჯაკიონე, ბარბერისი,ვარეტტი,ჯანფარდონი, ვიოლა,პასტორე, გამბინო,კომბი, როზეტა,ჩეზარინი, ფერარი,რავა, ტომაზი, ბელინი,ბონიპერტი, ვივოლო,კოლომბო,მუჩინელი, სივორი,მაცცია, მორა, სტაკინი,სალვატორე, ლეონარდი,კასტანო,ანასტაზი,ძოფი, ჯენტილე, შირეა,ტარდელი, ბენეტი, ბეტეგა,კაბრინი, ბრიო,როსსი,პლატინი, ბონეკი,კონტე, ვიალი, კაზირაგი,რობერტო ბაჯო,მონტერო, იულიანო, ბირინდელი,დავიდსი, პესოტო, ტიურამი, ნედვედი,ამორუზო,ტრეზეგე,ტუდორი,კამორანეზი და ბოლოს ლეგენდარული დელ პიერო-და კიდევ რამდენი ლეგენდა, რომელიც გამომრჩა…. ამით იმის თქმა მინდა, რომ… Read more »
ბონეკი
ყველაზე დიდი პოლონელი
კარგი სტატიაა.. პერუცის კი თავისი დამსახურებული ადგილი უკავია იუვენტუსის ლეგენდებს შორის!!!
საღოლ ავტორს. მე 1994 წლიდან იუვეს ვბალეშიკობ და პერუცის თამაში კარგადაც მახსოვს კარგი მეკარე იყო ძალიან.ორჯერ როგამართლებოდათ დღეს 4 ლიგა გვექნებოდა მოგებული : ))
ეს როგორც მახსოვს დაბალი იყო ხო მეკარისთვის?
juventino4ever
მშვენიერია, ყოჩაღ! : )
კარგად გამოგდის
საღოლ ავტორ კაი სტატიაა
საღოლ ავტორ ;) პერუცის თამაში კარგად არ მახსოვს, მაგრამ ვიცი რომ უდიდესი მეკარეა..ჩემთვის კუმირი მაინც ჯიჯია
პერუცი მართლა მაგარი იყო მეც ცოტას მოვუსწარი მაგრამ მაინც გამორჩეული იყო
მეც რა ეგრე, ლაციოში თამაშობდა მე რომ მოვუსწარი ნაკრებში ჯიჯის დუბლიორი მახსოვს )) მსოფლიოზეც იყო მეორე კიპერად..
კი ნამდვილად კარგი კიპერი იყო ანჯელო პერუცი
ხო ანჯელო ერქვა ამას?
ვიკიპედია ნახე ძმა საღოლ ავტორ წარმატებები ამ საიტზე
sagol avtor,ese gaagrdzele.vinmem tu icit milanis da juves urtiertshexvedrebis statistika dawere tda dzmurad.yvela turnirze