ბუკმეიკერები ვიტსელის “იუვენტუსში” ტრანსფერის შანსებს ზრდიან
ტუტოსპორტი აქსელ ვიტსელის თაობაზე საინტერესო ცნობებს ავრცელებს..
იტალიური გამოცემის თანახმად, ბელგიელ ნახევარმცველს ტურინის “იუვენტუსში” სურს ასპარეზობა და “ევერტონის” შემოთავაზებას უარით ისტუმრებს.მიუხედავად იმისა, რომ ბრიტანელები მზად არიან 30 მილიონი ევრო გადაიხადონ ფეხბურთელის სანაცვლოდ, ვიტსელის მხრიდან თანხმობა ტრანსფერში “ზენიტს” არ მიუღია და შესაბამისად, გადაწყვეტილი არაფერია.გუშინ, გვიან ღამით ბუკმეიკერები აქსელის ბიანკონერებში გადასვლას 8,50 კოეფიციენტით აფასებდნენ, დღეს კი ეს რიცხვი 2,80 – მდე დაეცა, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ჯუზეპე მაროტამ იგუაინის ტრანსფერის მოგვარების შემდეგ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა დაიწყო.რაც შეეხება ფავორიტს, ყველაზე დაბალი კოეფიციენტი რა თქმა უნდა “ევერტონს” აქვს, რომელიც ინფორმაციების გავრცელების პარალელურად 1,45-1,80 მერყეობს.
Witceli kargi iqneba mivesalmebi
ხოო ეს საინტერესოა! თუ შეგიძლიათ ეგეთი ინფოს მოძიება პოგბაზე რამდენი აქვს მანჩესტერში გადასვლაზე. აი რატო იწელება ფსონებს იღებენ ჯიგრები :D ალბათ იგრუზება პოგბას მანიუში გადასვლა მაგრამ არ გადავა :D ტრანსფერებზეც რო გეთამაშებიან რა :დ თხოვნაა თუ ნახავთ პოგბას კოეფიციენტებს საინტერესოა :) მადლობა წინასწარ
4.7 აქვს
სქაიზე სადაც თუ ხუთამდე ავიდა მაშინ გაოფიციალურდება ანუ ძალიან ახლოსაა გადასვლასთან
Madloba gaixare. Gushin raiolam samedicino shemowmeba chashalao imedia samudamod
დროებითაა…ფასში იყო შეუთანხმებლიბა და სავარაუდოდ მაგასაც მოაგვარებენ…რაიოლამ თავისი ფული უნდა მიიღოს და მაგიტომაა რო ჩაშალა ეს შემოწმება
ვიცელიც ჩვენია 95 პროცენტი