ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ბუფონი:”რას ნიშნავს “იუვენტუსის” კაპიტნობა?”

ჯიჯი ბუფონი 2018 წლამდე აპირებს კარიერის გაგრძელებას და მხოლოდ ამის შემდეგ ჩამოჰკიდებს თავის მაგიურ ხელთათმანებს კედელზე. მან ინტერვიუში სამომავლო გეგმებზე ისაუბრა:

“წინ აქტიური ორი წელი მაქვს, რომელიც უდიდეს კონცენტრაციას მოითხოვს, რადგან ყოველწლიურად გამარჯვება უფრო და უფრო ძნელდება, რადგან კონკურენტები ძლიერდებიან. ბუფონს ბევრი მიზანი აქვს პირად ცხოვრებაშიც და სპორტშიც. სპორტის თვალსაზრისით, მინდა 2018 წლის მუნდიალზე ვითამაშო და გამოვადგე ნაკრებს და იუვენტუსს.

რას ნიშნავს “იუვენტუსის” კაპიტნობა? ეს ნიშნავს წარმოადგენდე სტილს, ატმოსფეროს და გუნდს. ეს ნიშნავს მაგალითის მიცემას ყოველდღიურად, ნიშნავს წარმოაჩინო და დაიცვა შენი მაისურის ღირსება; ეს იმასაც ნიშნავს, რომ უკვე კარგა ხანი გასულა. მე მაშინ ვარ ბედნიერი, თუ ამ გუნდისთვის მნნიშვნელოვან ფიგურას წარმოადგენ და ძალიან მიხარია, რომ ჩვენს ფანებს სურთ ამ გუნდში ჩემი ხილვა.

იტალიის ნაკრები? აქაც იგივე პრინციპია. იუვენტუსი ერთერთი საუკეთესო კლუბია მსოფლიოში და ყველაზე პოპულარული იტალიაში. ეროვნული ნაკრები სხვა განზომილებაა. წარმოადგენდე საკუთარ ქვეყანას და იცავდე მის ფერებს – ეს უზარმაზარი პრივილეგიაა. მივიჩნევ თუ არა თავს სიმბოლოდ? მინდა გავმიჯნო პირადი გრძნობები და სპორტი. მე თავს ვთვლი ჩვეულებრივ პიროვნებად, რომელსაც სიძლიერეები და სისუსტეები აქვს, როგორც ნებისმიერ ინდივიდუალს. თუმცა სპორტულ სარბიელზე ნამდვილად მაქვს არაჩვეულებრივი მიღწევები, პროფესიონალიზმის გამო, რითაც ამაყი ვარ.

ჩემი კარიერის სიმაღლეეები და დაცემა? შეცდომა საქმის ნაწილია. მე პირადად, ბაიერნთან გათანაბრება და ჩემი რეაქცია მომდის თავში. მაშინ ძალიან პესიმისტურად ვიყავი განწყობილი. ვეცდები, მომავალში უფრო გაწონასწორებული ვიყო და უკეთ გავართვა თავი მსგავს დელიკატურ მომენტებს.

ჩემი საუკეთესო მოგერიება? საბედნიეროდ, ასეთი ბევრი იყო, თუმცა მე სამს ვიხსენებ დიდი სიამაყით: იტალია – პარაგვაი, პარმაში, როდესაც 19 წლის ვიყავი; 2000 წელს რეკობას დარტყმის შემდეგ პარმა – ინტერის შეხვედრის დროს და 2006 წლის მუნდიალზე ზიდანის დარტყმის შემდეგ”.

 

0 0 შეფასება
შეფასება

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
Subscribe
Notify of
guest
4 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
rmzjuve
rmzjuve
4 years ago

ყველაზე მაგარი და ძლიერი :forza: :juvee:

BESO BARAMIA
4 years ago

შენ ხარ ნომერ პირველი და ვიღაცა დილეტანტს თუ სხვა მოსაზრება აქვს იმასთან, რომ ჯიჯი მეორე და ან მესამეა-სულ არ მაინტერესებს……

ფორცაა იუვეე!! :juvee: :juvee:

ანონიმური
ანონიმური
4 years ago

msoplios yveladrois pirveli nomerixar jiji :forza:

ანონიმური
ანონიმური
4 years ago

:forza: :forza:

| Newsphere by AF themes.

გათიშვა

4
0
Would love your thoughts, please comment.x
()
x

<