ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ბუფონი : “იუვენტუსს ჩემი არაფერი მართებს”

კონტრაქტის 2017 წლამდე გახანგრძლივების შემდეგ ტურინის “იუვენტუსის” კაპიტანი,  ჯანლუიჯი ბუფონი პრესას გაესაუბრა და საინტერესო განცხადებაც გააკეთა.პრეზიდენტმა ანდრეა ანიელიმ კი ჯიჯისა და ჯორჯო კიელინის კალჩიოპოლის სკანდალის შემდეგ სერია B – ში გუნდთან ერთად ასპარეზობისთვის მადლობა გადაუხადა და შრომა დაუფასა.

მეკარის თქმით, ბიანკონერებს მისი არაფერი მართებთ :

“როგორც ვხედავ, ჩემი და ტურინული გრანდის ისტორია გრძელდება, ალბათ, ეს ჩემი ბოლო კონტრაქტია, ან იქნებ, ბოლოს წინაც.ახლა მთავარ მიზნად ვარჯიში და შრომა მიმაჩნია, მაღალ დონეზე ასპარეზობა რომ მოვახერხო, გუნდის მნიშვნელოვანი ფიგურა ვიყო როგორც მოედანზე, ისე გასახდელში.

ამ კონტრაქტის ბოლოს გაირკვევა, ვიქნები თუ არა კვლავ ფორმაში, თუ კარიერის დასრულება მომიწევს, პრობლემა არც ეს იქნება.იყვნენ გუნდები, რომლებიც ხელფასის სახით გაცილებით მეტს მთავაზობდნენ, მაგრამ ეს ჩემთვის მთავარი არ არის, მთავარი შავ-თეთრი მაისური და “იუვენტუსია”, კლუბი, რომელმაც ყველაფერი მომცა, ბიანკონერებს ჩემი არაფერი მართებთ.

რაზე მწყდება გული ? – “ნაპოლისთან” წაგებულ იტალიის თასის ფინალზე, მიუხედავად იმისა, რომ ნეაპოლელებს შესანიშნავი გუნდი ჰყავთ, ძალიან მინდოდა, იმ სეზონში დუბლი შეგვესრულებინა.არც ევროპის ლიგის 1/2 ფინალიდან გამოვარდნა დამვიწყებია, საკუთარი გულშემატკივრების წინაშე ფინალში ვერ ვიასპარეზეთ, სამწუხაროა.რა თქმა უნდა, მაქვს მიზნები, ოცნებები, თუმცა არა პირადი, არამედ გუნდური, ფეხბურთი გუნდური სპორტია და ნებისმიერი სიხარული თანაგუნდელებთან ერთად უნდა გაიზიარო, ეს არის ჩემთვის უმთავრესი მოწოდებაც.ბევრი რამის გაღება შემიძლია ერთი ბედნიერების სანაცვლოდ, ფიქრობ ყველა ხვდება, რაზეც ვსაუბრობ, “იუვემ” იცის, რომ ოცნება შეიძლება რეალობად იქცეს, თუმცა წინ დიდი გზაა გასავლელი.”
წყარო : Football Italia

0 0 შეფასება
შეფასება

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
Subscribe
Notify of
guest
2 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
giorgi nefaridz
6 years ago

jijiiiiiiiiii :forza: :forza: :forza:

Tornike Iosava
6 years ago

მოაგებინეთ ამ კაცს ჩემპ ლიგაა ანიელი შე უბედუროო დაუფასეე ხალხს შრომაა და ერთგულება და მოუყვანე ნორმალური ხალხი

| Newsphere by AF themes.

გათიშვა

2
0
Would love your thoughts, please comment.x
()
x

<