ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ბუფონი : “უმაღლეს დონეზე თამაში კიდევ 4 წელი შემიძლია”

ტურინის “იუვენტუსის” მეკარემ, ჯანლუიჯი ბუფონმა Goal.com – თან მიცემულ ინტერვიუში საკმაოდ საინტერესო თემებზე ისაუბრა.

“ხუთი წლის წინ, როცა იუვენტუსის ისტორია საბოლოოდ შეიცვალა, მე მივიღე გადაწყვეტილება დავრჩენილიყავი გუნდში და ახალი პროექტის შენებაში მიმეღო მონაწილეობა.ჩვენ დავისახეთ გეგმა, რომელიც დამაკმაყოფილებელი რეზულტატისკენ მიდიოდა, მაგრამ სამწუხაროდ, მოლოდინი ვერგავამართლეთ.ახლა ყველაფრის გამოსწორება გვსურს, იუვენტუსი საკუთარ პოზიციებს უნდა დაუბრუნდეს.”

“ჩემპიონთა ლიგის მიღმა დარჩენა ნებისმიერი ფეხბურთელის ფსიქოლოგიაზე უარყოფითად მოქმედებს, მაგრამ ისეთ ფეხბურთელებს, როგორიც მე და ალესანდრო დელ პიერო ვართ, ყველა ტურნირზე უმაღლესი დონის მატჩებში მიგვიღია მონაწილეობა.შემდეგ სეზონში ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ევროსარბიელს დავუბრუნდეთ.არ დაგვავიწყდეს, რომ შემდეგ წელს იტალიას ევროპაში მხოლოდ 3 გუნდი წარადგენს.”

“გასულ წელს ვერცერთმა იტალიურმა გუნდმა ევრო ტურნირების ნახევარფინალებს ვერ მიაღწია.ამის მიზეზი ისაა, რომ იტალიური გუნდების ბიუჯეტი ჩვენი კონკურენტი ქვეყნების ბიუჯეტთან შედარებით გაცილებით მცირეა, შესაბამისად ცუდია შედეგიც.”

“სამწუხაროდ, ბებერი ქალბატონი უკვე არ არის ისეთი მიმზიდველი ფეხბურთელებისთვის.საუკეთესო ფეხბურთელებს ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობა სურთ, ამიტომ იუვეში ტრანსფერზე უარს აცხადებენ.კარგი ანაზღაურების შემთხვევაში, რიგი მოთამაშეები ტურინში გადმობარგებაზე მზად არიან, მაგრამ გუნდი მზად არაა ამაზე წავიდეს.”

“იუვენტუსიდან წასვლას არ ვაპირებ, ამის მიზეზი არ არსებობს.ყველაფერი ჩემზეა დამოკიდებული, მე კი კლუბის ინტერესებს გვერდს ვერ ავუვლი.მინდა ტურინში დავრჩე და მონაწილეობა მივიღო იმ პროექტში, რომელიოც ხელმძღვანელობამ წარადგინა და იგი ამბიციური გუნდის შექმნას გულისხმობს.”

“ვფიქრობ, რომ უმაღლეს დონეზე თამაში კიდევ 4 წელი შემიძლია.ამის შემდეგ, სხვა გუნდში შეიძლება მშვიდად გადავიდე.სიამოვნებით მოვსინჯავდი ძალებს საზღვარგარეთ, მაგრამ არცერთი იტალიური გუნდიდან შემოთავაზებას არ მივიღებ, რა თქმა უნდა იუვეს გარდა.”

წყარო : Goal.com

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

13 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
d a v i d
11 years ago

:forza: :forza: :forza:

nika gergedava
11 years ago

ამ ბუფონს კასილასს ვაბშე ნუ ადარებთ, ვერც მოესუნება ბუფონის დონემდე! :juvee:

giorgi barsegiani
11 years ago

:juvee: :juvee: :juvee: :juvee: :juvee: :juvee: ჟილკა აქვს ძმაო ამ კაცს 4 წლის შემდეგ კიდე ვიპოვით სხვა მეკარესაც

NEDVEDA11..
11 years ago

:juvee: :juvee: :juvee:

Gurami Tkebuchava
11 years ago

ეს კაცი არის ლეგენდა უძლიერესი… და რავიცი რა ვთქვა, ყველა ბავშვია ამ კაცთან! კასილასიც,ჩეხიც და ყველა… :juventus:

BESO BARAMIA
11 years ago

4 წელი გარანტირებული გვაქვს კარების უსაფრთხოება უმაღლეს დონეზე და მერე კიდევ გამოჩნდება მეორე ბუფონი!! :juvee: :juvee:

Gurami Tkebuchava
11 years ago
Reply to  BESO BARAMIA

მე მინდა, რომ ლორისი მოიყვანონ… მაგრად მევასება :)

11 years ago

ეგ რათქმაუნდა მაგრამ წლის მეკარედ ბუფონი 2006 ის მერე არ დასახელებულა

irakli kobeshavidze
11 years ago

ბუფონი 100 % იანია ყველაფერში…… რაც შეეხება კასილიიიას რომელ კასილიასეე ბაზრობთ დირკების მეფე როაა ? იგერს დარწმუნებული ვარ დელპიერო კოშმარში ესიზმრება იმნაირი ბურთები გაუტანა :D

11 years ago

შარშან 5ს იძახდა :D სტაბილურია რას ერჩით :D

11 years ago

რათქმაუნდა ითამაშებ კასილიასი აბლატავდა ნამეტანი და მოაჯინო უნდა მის ადგილზე

11 years ago
Reply to 

ვინ კასილასი თუ ძმა ხარ, ვისი ბიჭია ეგ ვაბშე :D

7uP
7uP
11 years ago
Reply to 

გელას ბიჭია :givi:

| Newsphere by AF themes.
13
0
Would love your thoughts, please comment.x