ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

#ForzaAzzurri ბუფონი : “შეუძლებელია, გამარჯვებაზე არ ვიფიქროთ”

ანტონიო კონტესთან ერთად ჟურნალისტების წინაშე ჯანლუიჯი ბუფონიც წარსდგა.გთავაზობთ იტალიის ეროვნული ნაკრების კაპიტნის ინტერვიუს : “ბევრჯერ მითქვამს, რომ ნოიერი ჩემზე უკეთესია, გერმენელებს უმაღლესი დონის მეკარე ჰყავთ.პირადად ჩემთვის, უმთავრესია მომავალი ორი წლის მაღალ დონეზე ჩატარება, მანუელს მთელი კარიერა წინ აქვს.ვფიქრობ, არც ისე სწორია 38 წლის მოთამაშის ნოიერთან შედარება, მხოლოდ მისი შექება შემიძლია, შეუდარებელია.ევრო 2016 ? – იტალიამ ყველა თამაში მაღალ დონეზე ჩაატარა, ბოლომდე ვიბრძოლეთ და მოვიპოვეთ კიდევ გამარჯვებები, მაგრამ მომატება ისევ საჭიროა, ოცნებას ვაგრძელებთ.ხვალ ველი ფიზიკურად რთულ, დაძაბულ და ტაქტიკურად მაღალი დონის შეხვედრას, ჩვენ მზად ვართ.გომესი ? – გერმანელთა წინახაზი ისეთივე მრისხანეა, როგორც ზლატან იბრაჰიმოვიჩი და ალვარო მორატა, დაცვაში დიდი ყურადღება გვმართებს.”

ჯიჯიმ გერმანელები 2006 წელს მსოფლიო და 2012 წელს ევროპის ჩემპიონატზე დაამარცხა, 2016 წელს კი მორიგი პრინციპული დაპირისპირების ჯერი დადგა : “ორივე მატჩი ერთმანეთისგან განსხვავებული იყო, მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში შეხვდე ტურნირის მასპინძლებს, როდესაც მთელი სტადიონი შენს წინააღმდეგაა და დაამარცხო მეტოქე, შეუძლებელია არ იამაყო ამით.2012 წელს ჩვენგან წარმატებას არავინ ელოდა, არაფრად ჩავაგდეთ ფურცელზე მეტოქეთა უპირატესობები და ფინალში უძლიერეს ესპანეთთან დავმარცხდით.როცა ტურნირის მანძილზე დამარცხებული გყავს ბელგია, შვედეთი და ესპანეთი, ვალდებული ხარ შემდეგ მატჩშიც გამარჯვებაზე იფიქრო.”

წყარო : Football Italia

0 0 შეფასება
შეფასება

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
Subscribe
Notify of
guest
1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
პლატინო პოგბა დიბალა
პლატინო პოგბა დიბალა
4 years ago

რაჯამ რა ტენა ჩემი კაი როგორ მინდა ეს იუვეში იმენა მხეცია როჟა :lool: კაია რა ბელგია მინდა ფინალში იმსახურებს

| Newsphere by AF themes.

გათიშვა

1
0
Would love your thoughts, please comment.x
()
x

<