ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

გამარჯვება , ეს არის ერთადერთი რასაც მნიშვნელობა აქვს – ეს ” იუვენტუსია ”

ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალურ სტადიზე ჩვენი საყვარელი კლუბი უკვე წლებია არ გასულა . ბოლოს ეს შორეულ 2005/06 სეზონში იყო როდესაც ფაბიო კაპელოს მართლაც , რომ ვარსკლავური ” იუვენტუსი ” ძალზედ ადვილად დამარცხდა და თითქმის უბრძოლველად ” არსენალთან ” . დროის და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით დღევანდელ დღეს ყოველი იუვენტინო მოუთმენლად ელოდა . კლუბი კვლავინდებურად იბრძვის უმაღლესი მწვერვალისთვის …

ისტორია რომელიც ანტონიო კონტეს მოსვლის შემდეგ დაიწყო გრძელდება . ოცნება … როგორც ამას ანტონიო უწოდებს პირველივე დღიდან , როდესაც კონტრაქტი გააფორმა საკუთარ კლუბთან … მართლა საკუთართან რადგან კონტე ხომ სულით ხორცამდე იუვენტინოა . ქარიზმატული და მუდამ გამარჯვებისკენ ორიენტირებული ადამიანი , რომელმაც საკუთარ შეგირდებს ის სული შთაბერა რასაც ” იუვენტუსი ” ჰქვია … გაიხსენეთ ის პერიოდი , როდესაც სერია ა სულ რაღაც რამდენიმე ტურის დაწყებული იყო . ბიანკონერის თამაში ყველაში დიდ სიმპატიას იწვევდა . დიახ თვალშისაცემი იყო გარკვეული ნაკლები , მაგრამ კონტე გუნდს პროდუქტიულად წვრთნიდა და თამაშიდან თამაშამდე უფრო და უფრო მეტ პატივისცემას იმსახურებდა . მაგრამ მათ თავი არასოდეს დაუკარგავთ და კითხვაზე იბრძვის თუ არა ბიანკონერი სკუდეტოსთვის , ყველა ერთხმად პასუხობდა : ” სკუდეტო ? ეს არის ოცნება , რომლისკენაც მივიხვწვით “ . მაისის ბოლოს კი კონტემ და კომპანიამ ოცნება რეალობად აქციეს . ახალი სეზონი , ახალი იმედები , ახალი ტრანსფერები … გუნდი კვლავინდებურად პირველია ჩემპიონატში და ჯერ ჯერობით დაუმარცხებლად მიიწევს ევროპაში წინ და წინ . იცით რა არის საერთო ამ ორ სეზონს შორის ? კითხვაზე ჩემპიონთა ლიგის თასი , ტურინელები კვლავინდებურად ერთხმად პასუხობენ : ” ოცნება გრძელდება “ … იოლი ცხოვრებაში არაფერია და ოცნების ასასრულებლად იტალიის მოქმედ ჩემპიონს ” ბაიერნის ” დამარცხება მოუწევს . რაოდენ ადვილია ამისი დაწერა , იმდენად რთულია მოედანზე განხორციელება . ჩვენს წინააღმდეგ ევროპული ფეხბურთის ისეთივე გრანდი წარსდგება , როგორც თავად ” იუვენტუსია ” . იგი ისეთივე მრისხანე და დაუნდობელია . გერმანული მანქანა , რომელსაც არავის და არაფრის არ ეშინია , იგი მიზან მიმართულად და ცივ სისხლიანად მოქმედებს და მის წინააღმდეგ ასპარეზობა ყოველთვის რთულია . რა ფორმაშიც არ უნდა იყვნენ გერმანელები ისინი ერთ სანტიმეტრსაც კი არ დაგითმობენ უბრძოლველად … ქება დიდებას იმსახურებს ჩვენი მეტოქე , რომელიც დღეისათვის ფანტასტიურ ფორმაში იმყოფება . საკმაირისია გადავხედოთ სტატისტიკას და ისინი ყველაფერს ჩემი სიტყვების გარეშედაც კი გვეტყვიან . ყველაზე დასაფასებელი კი მათში სწორედ ის სულისკვეთება და ჟინია , რაც ასე ძალიან გვიყვარს ჩვენს კლუბში . სწორედ ამიტომ ავლევებენ ამ ორ გუნდს შორის პარალელებს და სწორედ ამიტომ იქნება ეს დაპირისპირება ყველაზე გამორჩეული სანახაობა ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალურ სტადიაზე . მიუხედავად ზემოთჩამოთვლილი დადებითი ასპექტებისა გერმანული გუნდის , ” იუვენტუსი ” ყოველთვის მაღლა აწეული თავით გამოდის მოედანზე , არც მას აშინებს მეტოქე და ფეხბურთელები რომლებიც შავ თეთრი მაისურით გამოდიან , მსაჯის საფინალო სასტვენამდე იცავენ საკუთარი გუნდის და სრულიად იტალიის ღირსებას . ანტონიო კონტე … დღევანდელი გუნდის ნამდვილი სიმბოლო . ალბათ უმეტესობა თქვენთაგანი კითხვაზე თუ ვის შეადარებდით დღევანდელი ხასიათით ” იუვენტუსს ” , სწორედ მთავარ მწვრთნელს დაასახელებდით . მოტივატორი , ფსიქოლოგი , ტაქტიკოსი … საკუთარი საქმის ნამდვილი პროფესიონალი , მაგრამ მე ყველაზე მთავარი არ მითქვამს … ის იუვენტინოა და მან იცის იმ შავ თეთრი მაისურის ფასი , რომელიც მოედანზე თითოეული მილიმეტრისთვის იბრძვის და მან იცის რა ოფლის ფასად უნდა დაუჯდეს თითოეულს უფლება , რომ იგი ჩაიცვას . ამიტომ დარწმუნებულნი უნდა იყოთ იმაში , რომ როდესაც მოედანზე 11 იუვენტინოა კონტეს მიერ გამოყვანილი , ისინი იბრძვიან ღირსებისთვის … ისინი იბრძვიან ჩვენთვის , რადგან სიხარული მოგვანიჭონ გამარჯვებით !!! გამარჯვება , ეს ერთადერთია რისთვისაც ” იუვენტუსი ” შეიქმნა , ჩვენ მოედანზე ფეხბურთელებთან ერთად მხოლოდ ამ მიზნით გავდივართ ! ოცნება გრძელდება !!!

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
Subscribe
Notify of
guest
30 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
chabukaa1
8 years ago

იუვეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეე :forza: :forza: :forza: :forza: :love: :love: :love: :love:

ცოტნე სამსონაშვილი

საღოლ ავტტორ უძლიერესი სტატიაა :love: :love: :love: :love: :love: :love: :euf: :euf: ბაიერნს მალე მეეკითხება :yeah: :yeah: :yeah: :yeah:

ბენიამინ

ბიჭებო, ლინკი თუ გაქვთ 2:1 რო მოვუგეთ ტრეზეს გოლით იქნებ მომცეთ. :forza:

zaza kvashilava
8 years ago

იოლად გემრანელები არ დაგვითმობენ ნახევარ ფინალს ბიჭებო, ჩვენ აქ ფავორიტები არ ვართ და ეს კარგია ერთის მხრიივ ზეწოლის გარეშე იტამაშებენ და ამით თუ მოუგებთ მაგათ რაა

irakli matua
8 years ago

ბაიერნს ადვილად გავცდებით დამიჯერეთ. ტუ ასე არ მოხდა გვარდიოლას დაერხევა და ეგ არ აწყობთ მაგათ. მერე მართლა რატო უნდა შეცვალონ ეს მწვრტნელი :lool:

zviadi basilaia
8 years ago

ყველაზე ნაკლები ბურთი აქვს მიღებული იუვეს იუვენტუსი 28 19 5 4 55-18 62 ნაპოლი 28 15 8 5 47-24 53 მილანი 28 15 6 7 50-32 51 ფიორენტინა 28 14 6 8 50-33 48 ინტერი 28 14 5 9 44-37 47 ლაციო 28 14 5 9 37-34 47 რომა 28 13 5 10 58-49 44 კატანია 28 12 6 10 36-35 42 უდინეზე 28 10 11 7 37-35 41 ბოლონია 28 10 5 13 39-36 35 სამპდორია 28 10 6 12 35-33 35 პარმა 28 9 8 11 36-37 35 კალიარი 28 9 7 12 35-48 34 ატალანტა 28 10… Read more »

zviadi basilaia
8 years ago

თ მ ფ წ ბ ქ იუვენტუსი 28 19 5 4 55-18 62 ნაპოლი 28 15 8 5 47-24 53 მილანი 28 15 6 7 50-32 51 ფიორენტინა 28 14 6 8 50-33 48 ინტერი 28 14 5 9 44-37 47 ლაციო 28 14 5 9 37-34 47 რომა 28 13 5 10 58-49 44 კატანია 28 12 6 10 36-35 42 უდინეზე 28 10 11 7 37-35 41 ბოლონია 28 10 5 13 39-36 35 სამპდორია 28 10 6 12 35-33 35 პარმა 28 9 8 11 36-37 35 კალიარი 28 9 7 12 35-48 34 ატალანტა 28 10… Read more »

zviadi basilaia
8 years ago

დაამატეთ კომენტარის წაშლის ფუნქცია რა :/
ნერვები მეშლება :boli:

MAXSIMUS
8 years ago

ამ ომს ჩვენ ვიგებთ!!!!! :forza:

zviadi basilaia
8 years ago

ამ საიტის რეიტინგმა აიწია რაც მახარებს : ))

ახალ-ახალმა სტატიებმა და ბაიერნმა იმოქმედა :givi:

zaza kvashilava
8 years ago

ნელ -ნელა შევალთ ფორმაში :D მარა ერთი შეკრება გვინდა აუცილებლაად და რაღაც მოვახერხოთ ერთად ყველამ

zaza kvashilava
8 years ago

შენ კაი დროს ყოფილხარ :D მერე შემოვიდნენ მარა .. :D ეხლა გამოსწორდა ცოტათი და ვწერთ მარა მაინც არ ტყდებიაან :D

zaza kvashilava
8 years ago

მეც მასე ვიყავი საღამოსკენ მაგარი ობიექტურად წერდნენ მაგრამ მერე ისე აურიეს, გამოვედი მაგრამ ისევ შევედი ეხლა და ვწერ ჩვენს კოლეგებს :D :D

Samtrediel90
8 years ago

xo kai ფანები ყოლით…
მეთქი დაიწყებენ ეხლა რა იუვე,ამოხვედით სერია ბ-დან უკვე და ეგეთებს მეთქი მარა არა :chuvak:

Samtrediel90
8 years ago

დღეს ბავარიის საიტზე დავრეგისტრირდი,გავესაუბრე ცოტა და მე რო მეგონა დამიწყებდნენ არიქა გადაგივლით გადმოგივლითო არა,პირიქით ზაან სერიოზულად გვიდგებიან და დასაფასებელია ნამდვილად,არ ველოდი,respect :givi:
მარა ზოგიერთი ბავშვური კომენტარი მაინც გამოურიეს :givi: :givi: :givi:

Samtrediel90
8 years ago

:forza: :forza: :forza: :forza: :forza:

Samtrediel90
8 years ago

დავაი ფორცა იუვეეე
ყველაფერი უნდა დადოთ მოედანზე,გული სული ფეხი ხელი და ბოლომდე ვიბრძოლოთ

George Khubulava
8 years ago

საღოლ, ავტორ, მარა “ლივერპული” არა, “არსენალი”. : )

zaza kvashilava
8 years ago
Reply to  Dutch

და ლივერპულთან როდის წავაგეთ აბაა? იქ 2-0 წავაგეთ და სახში 1-0 მოვიგეთ, ეგ თამაში იკო დათკა მგონიი

zaza kvashilava
8 years ago

AC_MILAN_26 says გაიხარე, კი მინდოდა ბარსას შევდვედროდით და რევანში აგვეღო მაგრამ ჯერ ეს ნემცები და მერე ნახევარფინალში ბარსა. საღამოსკენ ბაიერნის საიტზე ვიყავი და იქ თავიდან ისე წერდნენ ბიჭები რომ გამიკვირდა საღოლ მართლა ზოგიერთებს, მარა ისეთები შემოვიდნენ მერე იქ შესვლა ისეთი უაზრობაა რომ შეიძლება ფეხბურთის ყურებაზე ხელი აგაღებინონ, მარტო ბავარიის მეტი არავინ მიაჩნიათ, და იუვეს გადახსნაზე საუბრობენ… მარა რა იციან იუვეს კლანჭები ეგრე იფიქროონ

zaza kvashilava
8 years ago

ხო ეგრე იყო მაგრამ იმ წელს იყო მგონი ანუ 2006-ში

AC_MILAN_26
8 years ago

დავაი ჯუვე გულით და სულით გბალელშიკობთ ლიგაზე. ფინალში უნდა გახვიდეთ!!!

აკაკი მეტრეველი
მოდერატორი
Reply to  AC_MILAN_26

გაიხარე ძმაო :kiss:

zaza kvashilava
8 years ago

საღოლ ავტორ, ესე გააგრძელე :achuu:

ma_x_ara
8 years ago

grande amore !

valeri tokhadze
8 years ago

ჩვენ გამარჯვებას ვითხოვთ იმიტომ რომ იუვენტუსი ვართ

marchisio 8
8 years ago

სახო მართლა ძაან მაგარია თავიდან ბოლომდე წავიკითხე და ბრავოოო :forza: :forza: :forza: :forza: :juvee: :juvee: :juvee:

ცოტნე სამსონაშვილი

საღოლ მაგარია ;) :kenwvla: :kenwvla: :kenwvla: :kenwvla:

| Newsphere by AF themes.
30
0
Would love your thoughts, please comment.x
()
x