ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

განახლებული ინფორმაცია ჯეკოსთან და სკამაკასთან დაკავშირებით

ჯანლუკა სკამაკა

დღეისათვის იუვენტუსის სატრანსფერო ჰორიზონტზე ყველაზე მეტად ორი გვარი ფიგურირებს.

ორივე მათგანი ცენტრ ფორვარდია – ედინ ჯეკო და ჯანლუკა სკამაკა.

ბოსნიელთან დაკავშირებით, რამდენიმე საათის წინ გავრცელდა ცნობა, რომელიც Il Tempo -ს ეკუთვნის.

ტანმაღალი ფორვარდი მზად არის დატოვოს რომა მხოლოდ უკეთესი კლუბისთვის. დედაქალაქში ის და თავის ოჯახი თავს ძალზედ კომფორტულად გრძნობენ, თუმცა კარიერული თვალსაზრისით მზადყოფნას გამოთქვამს ამ ყველაფერზე უარი განაცხადოს.

იუვენტუსმა თავის მხრივ დაიწყო კონტაქტები და პირველ ეტაპზე ჯალოროსის 1986 წელს დაბადებული შემტევის სანაცვლოდ ფედერიკო ბერნარდესკი შეთავაზა.

ჯერჯერობით დედაქალაქელთა პასუხი უცნობია.. კულუარული ცნობებით რომას არ სურს მისი დათმობა, რადგან ბაზარზე არსებული სიტუაციიდან გამომდინარე გაუჭირდება მისი სრულფასოვანი შემცვლელის პოვნა.

რაც შეეხება ჯანლუკას..

მისთვის ბოლონიაც იბრძვის, მაგრამ საერთო მოსაზრებით იუვენტუსი უკეთეს სიტუაციაში იმყოფება.

რომ არა ჯეკოს სიტუაცია წესით ფაბიო პარატიჩი სკამაკას უკვე გაიფორმებდა, მაგრამ ახლა ბიანკონერის სპორტული დირექტორი უკანასკნელ წამამდე დაიცდის და მაქსიმალურად ეცდება ანდრეა პირლოს თხოვნის შესრულებას, რომელსაც ედინის ხილვა დიდი ხანია სურს.

3 2 შეფასება
შეფასება

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
Subscribe
Notify of
guest
9 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
PENTE
PENTE
3 months ago

ჯეკოს მოყვანას სკამაკას დადება ჯოია მაგრამ ფაჯიოლის ხარჯზე არა.

lasha naxucrishvili
LASHAJUVENTINO
3 months ago

უი ეგ სულ არ მახსოვდა ინტერს ვხდებით თუ გავცდით სპალს. სიფათი უნდა ავახიოთ ინტერს.

maradona73
maradona73
3 months ago

Juventus (probable): Buffon; Di Pardo, Demiral, De Ligt, Frabotta; Bernardeschi, Fagioli, Rabiot, Ramsey; Kulusevski, Morata
SPAL (probable): Berisha; Okoli, Vicari, Ranieri; Dickmann, Mora, Murgia, Sala; Brignola; Floccari, Seck

maradona73
maradona73
3 months ago
Reply to  maradona73

სპალთან გვქონია თამაში, სპეცია რამ გამხსენა ))

maradona73
maradona73
3 months ago

იმედია დღეს სპეციას გაცდებიან თასზე და ნახევრფინალში ინტერთან 2 მატჩიან დაპირისპირებას ვიხილავთ დამატებით.

4 დღე ჩამძვრალი ვიყავი სასმელში ქინქლასავით, ძლივსღა დავილაპარაკე )))

batumski
batumski
3 months ago

სკამაკა მოიცდის,მოკლევადიან პერსპექტივაში ჯეკო იდეალური ვარიანტია,გადატვირთული გრაფიკის გათვალისწინებით პირლოს საშუალება ექნება როტაციის სადაც ნამდვილად არ მოაკლდება ბოსნიელს სათამაშო დრო..

lasha naxucrishvili
LASHAJUVENTINO
3 months ago
Reply to  batumski

შეიძლება ასეც იყოს.რონალდოც პრობლემაა იმ მხრივ რო ზამენას არ კადრულობს და სხვები ზამენას ხეხავენ.ახალგაზრდაც რო იყოს შანსი არაა ერთ დონეზე ითამაშოს ყოველ 3 4 დღეში მარა ვინ გაუბედავს შეცვლას.

lasha naxucrishvili
LASHAJUVENTINO
3 months ago

ამათი ყიდვის აუცილებლობას უბრალოდ ვერ ვხედავ .რა უნდა შეცვალოს გინდ ერთმა გინდმ მეორემ იუვეში? ერთი 34 წლისაა მეორე საერთოდ ჯენოას დონის.დიბალა ვერ მომხვდარა სასტავში ეხლა ესენიღა გვაკლდნენ.რა დრო გამახსენდა პადოინი ანელკა პელუზო ლუკა ტონი და ბენტნერები რო მოყავდათ.

batumski
batumski
3 months ago

ჯეკო კარგია,ყოველთვის მომწონდა ბოსნიელი,წესით უნდა გამოვიდეს ტრანსფერი რამეთუ ჯეკოსა და ფონსეკას შორის უკიდურესი დაძაბულობაა..

| Newsphere by AF themes.

გათიშვა

9
0
Would love your thoughts, please comment.x
()
x

<