ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

განახლებული ინფორმაცია მოთამაშეებზე კონტინასას ბაზიდან

ტურინელებმა ფაქტიურად ყველა ფეხბურთელი დაიბრუნეს თავის განკარგულებაში.

პანდემიის გამო რამდენიმე მათგანმა ტურინი მალევე დატოვა და ისინი ყურადღებით აკვირდებოდნენ მოვლენების განვითარებას.

კონტინასაზე საწვრთნელი სესიაც დაიწყო, მას შემდეგ რაც ფეხბურთელებმა COVID-19 -ის ტესტები გაიარეს.

ფეხბურთელები მოედანზე მცირე და საშუალო სიმძიმის ათლეტურ სამუშაოებს ასრულებენ.. თუმცა, ინარჩუნებელ სოციალური დისტანცირების მოთხოვნებს. 

რაც შეეხება მათ, ვინც ტურინს ცოტახნისწინ ეწვია, ამ მოთამაშეებს 14 დღიანი სავალდებული თვითიზოლაციის გავლა მოუწევთ. 

შეგახსენებთ, რომ ტურინს მიმდინარე კვირას შემდეგი მოთამაშეები დაუბრუნდნენ:

ბლეზ მატუიდი, კრიშტიანო რონალდუ, სამი ხედირა, ვოიცეხ შესნი, მატეის დე ლიხტი, დანილო, ალექს სანდრო და დუგლას კოშტა.

ჯერჯერობით ადრიენ რაბიო და გონსალო იგუაინი კვლავინდებურად იტალიის ფარგლებს გარეთ რჩებიან.

პიპიტასთან დაკავშირებით საერთოდ, საკმაოდ უცნაური სიტუაცია სუფევს..

გარკვეული ხმების თანახმად, არგენტინელს საერთოდ არ სურს დაბრუნება და მზად არის კონტრაქტის დაუყონებლივ გაწყვეტაზე..

მისმა მამამ რამდენიმე დღის წინ სხვაგვარი ინფორმაცია გაავრცელა, მაგრამ ფაქტია იგუაინი ისევ არგენტინაშია დედის გვერდით..

“რივერ პლეიტი კარგი შესაძლებლობაა, მაგრამ ევროპულ ფეხბურთთან ჩვენი ჯერჯერობით მნიშვნელოვანი საფეხურით არის ქვემოთ.. 

გონსალო პატივსცემს კონტრაქტს და იუვედან წასვლას არ განიხილავს..”

 

0 0 შეფასება
შეფასება

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
Subscribe
Notify of
guest
0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.

გათიშვა

0
Would love your thoughts, please comment.x
()
x

<