ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

განახლებული ცნობები იუვენტუსი – ნაპოლის მატჩთან დაკავშირებით

კორონა ვირუსი

ტურინში მოქმედმა ჯანდაცვის უწყებამ იუვენტუსი – ნაპოლის მატჩთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნა:

“იუვენტუსი და ტორინო იტალიის ფეხბურთის ფედერაციის მიერ დადგენილ პროტოკოლს მიუყვებიან. აქედან გამომდინარე, ჩვენ არასდროს გვიფიქრია რომ ამ პროცესში რაიმე კუთხით ჩავრეულიყავით.

მაშინ როდესაც ფეხბურთელს ტესტზე დადებითი პასუხი დაუფიქსირდება, კლუბის მთავარი ექიმი ინფორმაციას თითოეულ უწყებას უზიარებს.

ფეხბურთელების შემთხვევაში, ვღებულობთ საბოლოო ანალიზს, რომ მათ შეძლეს ვირუსის დამარცხება.

ერთადერთი ის შემიძლია განვაცხადო, რომ ნაპოლურმა ჯანდაცვის უწყებამ გუნდს ქალაქის დატოვება რიგი მიზეზებიდან გამომდინარე არ მისცა. დიდი ალბათობით ისინი არ ითვალისწინებდნენ წინასწარ გაწერილ სამედიცინო პროტოკოლს.

ჩვენ რომ 20 ინფიცირებული ფეხბურთელი გვეპოვა, ბუნებრივია კითხვებს დასმას დავიწყებდით, რადგან პროტოკოლი უხეშად იქნებოდა დარღვეული.”

თავდაპირველად იყო რეალური მოლოდინი, რომ ნაპოლის ტექნიკური წაგება ჩაეთვლებოდა, მაგრამ სადისციპლინო კომიტეტმა უარი განაცხადა ასეთი სახის ვერდიქტზე.

ახლა საქმე სასამართლომდე მივა, რომელიც გადაწყვეტს კიდევაც აღნიშნული დაპირისპირების ბედს.

3 2 შეფასება
შეფასება

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
Subscribe
Notify of
guest
1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ბაქარი
ბაქარი
7 months ago

ასეც ვიცოდი რო მოხდებოდა

| Newsphere by AF themes.

გათიშვა

1
0
Would love your thoughts, please comment.x
()
x

<