ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

განახლებული ცნობები მაურო იკარდის ტრანსფერზე

მაურო იკარდი

კორიერე მაურო იკარდისთან დაკავშირებით განახლებულ ცნობებს აქვეყნებს.

როგორც ირკვევა პსჟ არ აპირებს მის გამოსყიდვას და იუვენტუსიც აღარ აქტიურობს საქმეში ჩართვაზე.

შესაძლოა ეს გამოწვეულია იმ ფაქტით, რომ ბიანკონერის მისი შეძენა 70-75 მილიონად სურდა, ხოლო პსჟ თუ გამოისყიდა ინტერისგან არგენტინელს, დაახლოებით 10-15 მილიონს დაუმატებდა, რაზეც შავ-თეთრებმა უარი განაცხადეს.

თუმცა, არგენტინელის იტალიაში დაბრუნება ჯერ კიდევ შეიძლება და თან მილანში.. ოღონდ ამჯერად ბარიკადის მეორე მხარეს – როსონერიში..

მილანელები არენდაზე არიან თანახმანი, რადგან პირდაპირ ინვესტიციას სიტუაციიდან გამომდინარე ვერ განახორციელებენ..

ინტერისთვის ეს ვარიანტია, თუმცა არა თანხობრივად.. ყოველი ასეთი ჩაგდებული სეზონის შემდეგ, მაუროს ფასი მნიშვნელოვან კლებას განიცდის, რის გამოც ინტერი კაპიტალს კარგავს..

თავად მაუროს უპირატესობა იუვეა მაგრამ აღნიშნული ციფრებით, ტურინელები საქმეში ჩართვას აღარ გეგმავენ, რადგან ახლა მათი პრიორიტეტი პოლ პოგბაა

0 0 შეფასება
შეფასება

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
Subscribe
Notify of
guest
0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.

გათიშვა

0
Would love your thoughts, please comment.x
()
x

<