ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

განახლებული ცნობები რონალდუსთან დაკავშირებით

კრიშტიანო რონალდუ

იტალიური მედია კრიშტიანო რონალდუსთან დაკავშირებით.

პორტუგალიელი თავს კარგად გრძნობს და საერთოდაც, მედიაში გავრცელებული ცნობები თითქოს იგი კორონავირუსის საშიშროებიდან გამომდინარე კარანტინში იყო ფარსი აღმოჩნდა.

თუმცა, ტურინში დაბრუნებას როგორც ჩანს კიბორგი ჯერ არ ჩქარობს, მიუხედავად იმისა რომ იტალიური მხარე ნებას რთავდა სპეც რეისით გამოფრენილიყო. 

გამომდინარე იმ ფაქტიდან, რომ უეფამ ლიონთან მატჩი გადადო, ხოლო კლუბმა გარკვეული პროცედურები აამუშავა მას შემდეგ რაც დანიელე რუგანის ვირუსი დაუდასტურდა, იგი მადეირაზე დედის და ოჯახის გარემოცვაში რჩება. 

რონალდუ სიტუაციას დეტალურად აკვირდება და თუ ამის საჭიროება გახდა, რაც ახლო პერიოდში ნაკლებად მოსალოდნელია, ფეხბურთელი ტურინში უმალვე დაბრუნდება.

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

Leave a Reply

avatar
  Subscribe  
Notify of