ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

განსხვავებული სიახლეები პაულო დიბალასთან მიმართებაში

პაულო დიბალა

წამყვანი იტალიური გამომცემლობები განაგრძობენ პაულო დიბალას თემაზე საუბარს.

საქმე იმაშია, რომ ისინი განსხვავებულ ცნობებს აქვეყნებენ..

მაგალითად, Gazzetta -ს მტკიცებით ტურინელები იმ შემთხვევაში განიხილავენ მის თაობაზე წინადადებას, თუ რომელიმე კლუბი 90 მილიონიანი შეთავაზებით მიმართავს.

Tuttosport -ი უფრო შორს წავიდა.. მაშინ როცა ყველა ელოდა მასთან კონტრაქტის 2025 წლამდე გახანგრძლივებას, სიტუაცია ახლა რადიკალურად არის შეცვლილი..

არგენტინელმა წლიური გასამრჯელოს სახით 15 მილიონი მოითხოვა, მაშინ როდესაც იუვეს მხოლოდ 8 მილიონი + ბონუსების შეთავაზება შეუძლია.

COVID-19 -მა შავ-თეთრების ფინანსურ მდგომარეობაზე ნეგატიურად იმოქმედა და აქედან გამომდინარე, კლუბი მსხვილ გაყიდვაზე დაფიქრდა.. დიბალა კი უდაოდ არის იმ ტიპის მოთამაშე, რომლის სანაცვლოდაც მსუყე თანხის აღება შესაძლებელია.

პარალელურად ფაბრიციო რომანოს თუ დავუჯერებთ, დიბალას გასხვისება ნაკლებ მოსალოდნელია, რადგან ლა ჯოია ანდრეა პირლოსგან ყოველთვის სარგებლობდა საჭირო სიმპატიით..

5 1 შეფასება
შეფასება

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
Subscribe
Notify of
guest
0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.

გათიშვა

0
Would love your thoughts, please comment.x
()
x

<