ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

გაძეტა:”ფინანსური პრობლემები და გამოსავლის ძიება”

კრიშტიანო რონალდუ

მსოფლიო განაგრძობს პანდემიასთან ბრძოლას, ხოლო იტალია სიტუაციიდან გამომდინარე ფაქტიურად ფრონტის ხაზზე რჩება.. 

ქვეყანა უკვე ახლა ითვლის უმძიმეს ფინანსურ დარტყმას და ბუნებრივია, არც ფეხბურთი რჩება ნაკლები წნეხის ქვეშ..

გაძეტას მტკიცებით, კლუბებს ფაქტიურად ჯამში 1 მილიარდის ზარალი ელით და აქედან გამომდინარე, სახელისუფლებო უწყებებს უკვე მიმართეს გარკვეული ბიოროკრატიული შემსუბუქების თხოვნით..

დავალიანება, რომელიც ლეგა -ს სატელევიზიო თუ სხვა კომერციული ხელშეკრულებებით ელის საკმაოდ დიდია.. 

მართალია კლუბები ხელისუფლებისგან თანხების გამოყოფას არ ითხოვენ, თუმცა რეგულაციების გადახედვა ამ შექმნილ მდგომარეობაში სავსებით ნორმალური რამ არის. 

აქვე, ვრცელდება ინფორმაცია რომ თავად კლუბების მესვეურები შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, რათა თავიდან იქნას აცელილი მთელი რიგი ფინანსური დარტყმები, სხვადასხვა ვარიანტებზე მუშაობენ.

ერთ-ერთი კი გახლავთ ფეხბურთელებისთვის ანაზღაურების შემცირება.. ფაქტიურად, იგივე რაც საფრანგეთში მოხდა, როდესაც მოთამაშეებს 70%-ით შეუმცირეს ხელფასები. 

ეს ჯერჯერობით მოსაზრების დონეზეა და არც ის არის ცნობილი, თავად ფეხბურთელებს რა განწყობა აქვთ.. თუმცა, არსებული ვითარება ყველა მხრიდან გარკვეულ დათმობაზე წასვლას აიძულებს, რადგან მსოფლიო დიდი ფინანსური პრობლემების ქვეშ არის და მას ვერცერთი სფერო ვერ დაემალება.

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

Leave a Reply

avatar
  Subscribe  
Notify of