გახსნით მატჩში იუვენტუსის მეტოქე შერჩეულია
108 წლის განმავლობაში არსებობს კავშირი ორ ისტორიულ კლუბს, “იუვენტუსსა” და “ნოთს ქაუნთს”, შორის. ყველაფერი 1903 წელს დაიწყო. “იუვენტუსმა”, რომელმაც ვარდისფერი მაისურები შეუკვეთა, ინგლისიდან შავ–თეთრი მაისურები მიიღო.
განსაკუთრებული ყურადღების ღირსია ის ფაქტი, რომ სწორედ “ნოთს ქაუნთი” არის პლანეტის უძველესი პროფესიონალური საფეხბურთო კლუბი, რომელმაც თავისი საფეხბურთო ისტორია 1862 წელს დაიწყო.
149 წლის განმავლობაში, ინგლისურ გუნდს როგორც ჩავარდნის, ისე აღმავლობის პერიოდები ჰქონდა. 1994 წელს კლუბმა ინგლისის თასი მოიგო.
რამდენიმე ათწლეულია “კაჭკაჭები” პრემიერლიგაში აღარ გამოჩენილან. უკანასკნელად ეს 1991/92 წლების სეზონში მოხდა.
გუნდის მფლობელები ყველაფერს აკეთებენ კლუბის პრემიერლიგაში დასაბრუნებლად. მათ სვენ გორან ერიქსონიც კი დანიშნეს მთავარი მწვრთნელის პოსტზე, რომელიც გუნდს 2010 წლამდე თავკაცობდა.
2010 წელს, ” კაჭკაჭებმა” დამაჯერებლად მოიგეს მეორე ლიგა. ამჟამად ისინი პირველ ლიგაში ასპარეზობენ და პრემიერლიგაში დასაბრუნებლად იბრძვიან.
ორი ისტორიული კლუბის ბედი კიდევ ერთხელ გადაკვეთა, რადგან სწორედ “ნოტს კაუნთი” შეირჩა “ბიანკონერის” მეტოქედ, ახალი სტადიონის გახსნით მატჩში.
წყარო: juventus.com
რა უბედურებაა ინგლისის მეორე ეშელონის გუნდს ეთამაშო.. დაგვებედება ბანძ მაგრამ ,,ისტორიულ” გუნდებთან თამაში. წელს ევროპა ლიგაზე თუ მოვხვდით დინამოს შევხვდებით, მომავალ წელს ნოტინგემ ფორესტს, მერე ქუინზპარკ რეინჯერსს და ფინალში კარლ ცაისს დავახევთ ბურთს თავზე.. იუვეს ფანების მეტი არავინ არ უნდა უყუროს გახსნით მატჩს?
მანჩესთან ჭორი არ იყო უბრალოდ 10ში თამაში აქვთ გასვლაზე და მაგიტომ აღარ ჩამოდიან….
მეც მაგრად მცხელა ეტყობა:)))
kachkachebi ra ubedurebaa? bolodan meore abzacSi?
კლუბის მეტსახელია, მაისურის ფერებიდან გამომდინარე
ეეეეეეეეეეე მანჩეეეეეე

მანჩესტერზე ეტყობა ჭორი იყო.. არაუშავს დიდი ამბავი ; )