ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

გთავაზობთ La Stampa-ს შეფასებებს

იუვენტუსი

ტრადიციულად, გთავაზობთ La Stampa -ს მიერ გამოქვეყნებულ ფეხბურთელების შეფასებებს:

შესნი – 6 – გოლამდე თავს მშვიდად გრძნობდა და სიტუაციას კარგად აკონტროლებდა. გაშვებულ ბურთში მისი დადანაშაულება ზედმეტია.

დანილო – 6 – წინა შეხვედრისგან განსხვავებით, დაცვაში გაცილებით ყურადღებით მოქმედებს, მაგრამ წინ აშკარად მეტი შეეძლო.

დემირალი – 6 – რომ არა გოლი მისი შეფასება უფრო მეტი იქნებოდა.. 94 წუთამდე ძალიან ყურადღებით და კარგად მოქმედებდა, თუმცა შემდეგ კორეას მსხვერპლი გახდა.

ბონუჩი – 6 – აკონტროლებდა ყველას.. თურქის მსგავსად, პრობლემა ბოლო წამებზე შეექმნა და გაუშვა მეტოქე ყურადღების არეალიდან.

კუადრადო – 7 – აკეთებს საგოლე გადაცემას.. აკონტროლებს ფლანგს და აშკარად ერთ-ერთი საუკეთესოა დღევანდელ ფორმაციაში.

კულუსევსკი – 5.5 – დეიანმა კარგად დაიწყო, შემდეგ სადღაც გაქრა.. მეორე ტაიმსაც აქტიურად იწყებს და შემდეგ ისევ ქრება, თითქოს სხვა საქმეებზე ფიქრობდა და თამაშზე კონცენტრირებას ვერ ახდენდა.

მაკინი – 77 წუთიდან – 6 – ამერიკელი კარგად ჩაერთო, მნიშვნელოვანი ჩაჭრები მოაგროვა და ნახევარდაცვაში საიმედოდ დადგა.

რაბიო – 6.5 – ძალზედ ნაყოფიერია.. დაიბრუნა სრულად თავისი თავი და იუვენტუსს შუახაზში დიდ დახმარებას უწევს. გოლის გატანასთანაც კი იყო ახლოს.

ბენტანკური – 6 – ბევრი იბრძოლა.. მეორე ნახევარში დაღლა დაეტყო და აძლევს კორეას ყველაფრის საშუალებას..

ფრაბოტა – 6 – კარგად დაიწყო.. შეტევაში რონალდუს და მორატას ნაყოფიერად ეხმარებოდა. მეორე ტაიმში ხშირად აგებს ორთაბრძოლებს..

რონალდუ – 7.5 – პირველ 45 წუთში ყველაფერი გააკეთა. გაიტანა გოლი, შექმნა მომენტები და ძელსაც კი გაარტყა ბურთი. მეორე ტაიმში უფრო მეტად გუნდზე თამაშობდა, ხოლო ტრავმის და მოედნიდან გასვლის შემდეგ იუვენტუსი ერთიანად იშლება.

დიბალა 78 წუთიდან  – 5 – ვერ იტანს გოლს და ბურთს იგერიებს უხეიროდ საჯარიმოს სიახლოვეს, რასაც მეტოქის წამოწყებული შეტევა და გოლი მოყვა.

მორატა – 6 – ამ შეხვედრაში ალვარო გუნდზე თამაშობდა.. ბევრი იშრომა, რათა იუვენტუს გამარჯვება მოეპოვებინა.. მოქმედებდა საჯარიმოშიც და ასევე რამდენიმე მნიშვნელოვანი ბურთი მოუპოვა პარტნიორებს.

4.5 2 შეფასება
შეფასება

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
Subscribe
Notify of
guest
8 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
lasha naxucrishvili
LASHAJUVENTINO
5 months ago

რონალდო როგორც ჩანს გადარჩა ითამაშებს ნაკრებშიც წავიკითხე. დიბალა მართლა გაბრაზებული ჩანს ან როგორც გინდათ ისე თქვით.ეს ხასიათი უნდა მოიშოროს იმიტომ ვერ თამაშობს ხანდახან.ძალიან დიდი ძალაა მაგი იუვესთვის.გახსოვთ წინა წელსაც ასე ვაკრიტიკებდით და როგორ აიკრიფა ადვილად იბუტება და ეგ ღუპავს რა.

ბაქარი
ბაქარი
5 months ago
Reply to  LASHAJUVENTINO

ვერ იზრდება ისევ ბავშვი გონია მისი თავი რა დროს გაბუტების დროა ახლა

lasha naxucrishvili
LASHAJUVENTINO
5 months ago

არადა რა ძალაა ტიპი იუვესთვის მარა სხვაგან დაფრინავს :(

Last edited 5 months ago by LASHAJUVENTINO
ბაქარი
ბაქარი
5 months ago
Reply to  LASHAJUVENTINO

მართალი ხარ მეგობარო რას იზამ იმედია მოვა აზრზე ცოტა

juventino
juventino
5 months ago

დიბალასი ეგ არ მომწონს ყველაზე მეტად!იბუტება პატარა ბავშვივით და ისე თამაშობს რაღაცნაირად გაბრაზებული!რონალდომ ეს ეგოისტობა მაინც ვერ მოიშალა და მაინც უჭირს პასის მიცემა როცა საჭიროა.მოსაგები თამაში იყო თორე ლაციოსთან გასვლაზე ფრე არაა საგანგაშო ამბავი,მითუმეტეს ეხლანდელი გუნდით.ფლანგზე ამდენ კაცში რატო გაძვრა ასე თავისუფლად ვერ ვხვდები.ვისაც არ უნდა ვეთამაშებოდეთ ყოველ შეტევისას მაკანკალებს უკვე.სტაბილურობა დავკარგეთ დაცვაში დ ეს უაზრო ბურთის ამოტანა პასებით კიდევ ბევრჯერ დაგვღუპავს.როცა გაპრესინგებენ ამოცხე მაგ დედა …..

ბაქარი
ბაქარი
5 months ago
Reply to  juventino

მართალი ხარ მეგობარო ლაციოსთან ფრე გასვლაზე საკმაოდ დადებითი შედეგია მარა როცა ფრეს ძალით თამაშობ ეს უკვე ნამეტარია დიბალა ბავშვია აბა რაა რონალდუ კი არ იქცევა ნამდვილად კარგად

juventino
juventino
5 months ago

ფერენცვაროშთან დაამუღამე რა პასი არ მიცა რონალდომ მორატას?თამაშის განხილვაზე იმედია შერცხვა საკუთარი საქციელის.მესის და რონალდოს შედარება როცა მიდის პირველი რაც გამოარჩევს მესის ეს პასის კულტურაა.რონალდოს ოღონდ პასი არ გააკეთებინო.რა მიმართულებით უნდა გაბრაზდე კაცი აღარ ვიცი უკვე.კამპ ნოუზე ჩასვლა ასეთი თამაშით……..

ბაქარი
ბაქარი
5 months ago

მაღალია ზოგიეერთებზე მაინც

| Newsphere by AF themes.

გათიშვა

8
0
Would love your thoughts, please comment.x
()
x

<