ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

გრავინა:”სერია ა მითითებულ გრაფიკში ჯერ ვერ განახლდება”

გაბრიელ გრავინა

იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გაბრიელ გრავინა სერია ა-ს განახლებას არ ჩქარობს:

“ჩემთვის პირადი მარცხი იქნება თუ სეზონი ჩაიშლება და გპირდებით, მაქსიმუმს მოვიმოქმედებ რომ ეს ასე არ მოხდეს, რადგან აღნიშნული ნაბიჯი იტალიურ ფეხბურთს კიდევ უფრო დიდ დარტყმას მიაყენებს.

სახელისუფლებო ორგანოებისგან ხვალ კონკრეტული მითითებები იქნება გაჟღერებული და იმედი მაქვს, ეს სპორტსაც და კონკრეტულად ფეხბურთსაც შეეხება.

საქმე იმაშია, რომ ჩვენ მათგან ფინანსურ სახსრებს არ ვითხოვთ, უბრალოდ საუბარი გარკვეულ ბიოროკრატიულ საკითხებზეა რაზეც მათი გვერდში დგომა ახლა ძალიან გვჭირდება.

შემდგომ უკვე ჩვენ შევიკრიბებით და სიტუაციას დეტალურად განვიხილავთ.

თუმცა, ამ მოცემულობით ჩემპიონატის მაისში განახლება ვერ წარმომიდგენია.. უეფამ კარგი ნაბიჯი გადადგა როდესაც ზაფხულის ფანჯარა გაანთავისუფლა, რითიც მაქსიმალურად შეგვიძლია სარგებლობა.

პროგნოზის დონეზე ვიტყვი, რომ სერია ა შესაძლოა ივლისში ან აგვისტოში განახლდეს.. ეს უფრო მიზანშეწონილად მიმაჩნია მთელი რიგი გარემოებებიდან..”

0 0 შეფასება
შეფასება

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
Subscribe
Notify of
guest
0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.

გათიშვა

0
Would love your thoughts, please comment.x
()
x

<