ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

გრავინა:”სპორტი გვაძლევს იმედს, რომ ყველაფერს გადავლახავთ”

გაბრიელ გრავინა

იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გაბრიელ გრავინა უეფასთან ვიდეო კონფერენციის შემდეგ სერია ა-ს სამომავლო გეგმებზე საუბრობს:

“დიახ, ჩვენ შემუშავებული გვაქვს კალენდარი და თუ ქვეყანაში არსებულმა ვითარებამ მოგვცა საშუალება, მაშინ ჩემპიონატი მაისში განახლდება.

ყველას კარგად გვესმის, რომ წინ მძიმე ფინანსური პერიოდის გადალახვა მოგვიწევს, მაგრამ სპორტს შეუძლია ადამიანების გაერთიანება და იმედის მიცემა.. ამიტომაც არის მნიშვნელოვანი ასეთი აქტივობების განახლება.

თუმცა, ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ყველანაირი სცენარისთვის.. არც იმას გამოვრიცხავ, რომ ამ თარიღების მეტად კორექტირებაც გახდეს საჭირო და ჩემპიონატი პირობითად 30 ივლისსაც დასრულდეს..

უეფა ამ ყველაფრის საქმის კურსშია.. ყველაფერთად ერთად სანაკრებო ფანჯარა ივნისში არის გამოყოფილი, რაც დამატებით დროს მოითხოვს..

ბევრი ვარიანტი ვრცელდებოდა ჩემპიონატის შესაძლო დასრულებაზე.. მაგრამ იმავე პოზიციით რაც ახლა არის, ამას არ დავუშვებდი რადგან ეს გულშემატკივრების მიმართ დიდი უპატივცემლობა იქნებოდა.

იტალიის თასი ასევე არის კალენდარში გათვალისწინებული.. ეს არის მნიშვნელოვანი ტურნირი და გარკვეულ გუნდებს შანსიც კი აქვთ წარმატების შემთხვევაში ევროზონის ადგილი მოიპოვონ..”

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

Leave a Reply

avatar
  Subscribe  
Notify of