ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

გუარინი თუ კასერესი ? – შესაძლებელია მხოლოდ ერთ-ერთის ტრანსფერი

სატრანსფერო ფანჯრის დასრულებამდე 13 დღე რჩება და ჯუზეპე მაროტა ამ ხნის განმავლობაში მინიმუმ 2 ფეხბურთელის დამატებას გეგმავს.ამ მომენტისთვის ტურინის “იუვენტუსის” მთავარ სამიზნეებად “პორტოს” ნახევარმცველი ფრედი გუარინი და კაზანის “რუბინის” მცველი, სალვატორე ბოკეტი ითვლებიან.იყო ჭორები იმის შესახებაც, რომ ბიანკონერებს რაჯა ნაინგოლანის და მარტინ კასერესის შეძენა სურდათ, მაგრამ როგორც სჩანს გუარინი&ბოკეტის დუეტი ანტონიო კონტეს მეტად ესიმპათიურება.სამწუხაროდ, მარტინ კასერესის და ფრედი გუარინის ერთდროულად დამატება ბებერი ქალბატონისთვის შეუძლებელია, საუბარია FiGC – ის კანონზე, რომელიც იტალიურ გუნდებს ერთდროულად ორი არაევროკავშირელის დამატებას უკრძალავს.

ფრედერიკ სორენსენის “ბოლონიაში” გადაბარგების შემდეგ ბიანკონერებს სათადარიგოთა სკამზე ფაქტიურად მცველი აღარ დარჩათ.მარკო მოტა და ფაბიო გროსო გუნდის განაცხადშიც კი არ ხვდებიან, მარჯვენა მცველი სავარაუდოდ ესპანეთს მიაშურებს, 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონი კი “ლეჩეში” განაგრძობს კარიერას.ასე გამოდის, გუნდის ერთადერთი დუბლიორი მცველი პაოლო დე ჩელიეა, რომელსაც მხოლოდ მარცხენა ფლანგზე შეუძლია ასპარეზობა.მცველის გაფორმება “იუვენტუსს” აუცილებლად სჭირდება, მიუხედავად იმისა რომ ანტონიო კონტეს აპენინებზე საუკეთესო უკანახაზი ჰყავს, მხოლოდ 12 გაშვებული გოლი 18 შეხვედრაში, სერია A – ში საუკეთესო მაჩვენებელია.

დაცვასთან შედარებით, ნახევარდაცვა მეტად დალაგებულია.მთავარი მწვრთნელის განკარგულებაში ლუკა მარონე და მიკელე პაციენცა არიან, რომლებსაც შეუძლიათ დისკვალიფიცირებული, ტრავმირებული ან დაღლილი ფეხბურთელების ჩანაცვლება.გარდა ამისა, მოედნის ცენტრალურ ნაწილში თამაში შეუძლიათ ემანუელე ჯაკერინისა და სიმონე პეპეს, მიუხედავათ იმისა, რომ ისინი უფრო შემტევ ფეხბურთელებად მოიაზრებიან.ბოლო შეხვედრებში კარგად გამოჩნდა, ბურთი ნახევარდაცვამდე მიდის, მაგრამ შემდეგ შეტევის გაგრძელება ბიანკონერებს უჭირთ, სწორედ ამან გამოიწვია ჯუზეპე მაროტას ინტერესი გუარინისა და რაჯა ნაინგოლანის მიმართ.

ახლა გადავიდეთ სატრანსფერო სამიზნეების დეტალურ განხილვებზე :

ფრედი გუარინი – “პორტოს” 25 წლის ნახევარმცველი, რომელსაც ნახევარდაცვის ნებისმიერ პოზიციაზე შეუძლია ასპარეზობა, როგორც საყრდენ, ისე შემტევ შუახაზელად.ბოლო წლებში, პორტუგალიური გუნდის წარმატებულ ასპარეზობაში ჰალკთან და ფალკაოსთან ერთად გუარინმაც დიდი წვლილი შეიტანა, შეგახსენებთ, რომ 2008 წლიდან მოყოლებული კოლუმბიელმა “პორტოს” შემადგენლობაში 80 – მდე მატჩი ჩაატარა, გაიტანა 12 გოლი და გააკეთა საკმაოდ ბევრი შედეგიანი გადაცემა.ფრედი საკმაოდ ტექნიკური ფეხბურთელია, ფიზიკურად ძლიერი, ზუსტი დარტყმითა და პასის საოცარი ალღოთი დაჯილდოვებული.25 წლის ნახევარმცველის გუნდში მოსვლა ანტონიო კონტეს ნახევარდაცვას დამატებით ენერგიას, ფანტაზიასა და სიახლეს შესძენს.აღსანიშნავია ისიც, რომ ბიანკონერებში კარიერის გაგრძელება თავად ფეხბურთელსაც სურს : “თუ პორტოს დავტოვებ, კარიერას აუცილებლად “იუვენტუსში” გავაგრძელებ.ბებერი ქალბატონი – ჩემი ერთადერთი არჩევანია.”


მარტინ კასერესი – 24 წლის მცველი უნივერსალი, ასპარეზობს როგორც დაცვის ცენტრში, ისე ფლანგებზე.2009/10 სეზონი ურუგვაელმა სწორედ ბიანკონერებში გაატარა, ასე რომ სერია A – ს იგი ასე თუ ისე იცნობს.იმ სეზონში მარტინმა მარჯვენა ფლანგზე იასპარეზა და უნდა აღინიშნოს, რომ საკმაოდ წარმატებულადაც.წლის ბოლოს ბებერი ქალბატონის ახალმა ხელმძღვანელობამ მისი გამოსყიდვა მაღალი სატრანსფერო ფასის გამო არ მოისურვა, საუბარია დაახლოებით 11 მილიონ ევროზე.კასერესი ბარსელონაში დაბრუნდა, თუმცა რამდენიმე თვის შემდეგ ისევ არენდის წესით “სევილიას” მიაშურა, 1 მილიონად.გასული სეზონის დასასრულს ანდალუსიელებმა იგი 3 მილიონად შეისყიდეს და ახლა იგი სწორედ ესპანურ გუნდში გამოდის.

2011 წელს კოპა ამერიკის მოგებაში კასერესმა საკმაოდ დიდი წვლილი შეიტანა, მიუხედავათ იმისა, რომ “სევილიაში” იგი ცენტრალურ მცველად თამაშობს, ურუგვაის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მისი გამოყენება მარჯვენა ფლანგზე გადაწყვიტა.ფეხბურთელი საოცარი სისწრაფით, ზუსტი დარტყმითა და ტექნიკით გამოირჩევა.ბოლო წლებში კასერესი განვითარდა როგორც პროფესიონალი ფეხბურთელი, ახლა მისი შეტევაში ჩართვა და დაცვაში თამაში მეტად თავდაჯერებულია.აღსანიშნავია, რომ კონტეს სქემას მარტინი იდეალურად მოერგება.ფრედი გუარინის მსგავსად, ტურინში თამაშის სურვილი ურუგვაელსაც აქვს : “სევილიაში თავს კარგად ვგრძნობ, მაგრამ “იუვენტუსში” დაბრუნება ჩემი ოცნებაა.ბედნიერი ვიქნები, თუ ბიანკონერები კიდევ ერთ შანსს მომცემენ.”

მოკლედ ასეა, მარტინ კასერესის მოსვლა თავისმხრივ ხელს უშლის ფრედი გუარინის ტრანსფერს, და პირიქით.აქედან გამომდინარე, კასერესთან ან გუარინთან ერთად ბიანკონერებს რაჯა ნაინგოლანი ან სალვატორე ბოკეტი შეუერთდება.

არაოფიციალური წყაროების ცნობით, ტურინელებმა გუარინთან ერთად ბოკეტის დამატება გადაწყვიტეს.გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იტალიელი ფეხბურთელის აგენტი თურქეთში გაემგზავრა, რათა რუსულ კლუბთან კონტრაქტის დეტალები განიხილოს, აქვე ავღნიშნავ, რომ მცირე აზიის ნ.კ – ზე “რუბინი” შეკრებას მართავს.25 წლის მცველი მზადაა, ტურინელებს უახლოეს მომავალში შეუერთდეს.ანდრეა დ’ამიკო აცხადებს : “სალვატორე იტალიის ახალგაზრდულ ნაკრებში გამოდიოდა და მონაწილეობას იღებდა მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატზე.რუსეთის ჩემპიონატსა და ჩემპიონთა ლიგაზე ბოკეტის მუდმივი სათამაშო პრაქტიკა აქვს.ფეხბურთელი 4.5 ენას ფლობს.ახალგაზრდა ფეხბურთელი მზადაა, ნებისმიერ სიტუაციაში სწრაფად გაიაროს ადაპტაცია.ის იმსახურებს დიდ გუნდში თამაშს, სწორედ ისეთში, როგორიც “იუვენტუსია”.

სალვატორე ბოკეტი – 25 წლის ცენტალური მცველი, კაზანის “რუბინს” 2010 წლის ზაფხულში, “ჯენოადან” შეუერთდა.იტალიელი უკანახაზელი რუსული კლუბის ერთ-ერთი ლიდერია, მას მუდმივად იძახებენ სკუადრა აძურაში, თუმცა ძირითად შემადგენლობაში იშვიათად ხვდება.ტურინის “იუვენტუსის” სპორტული დირექტორი, ჯუზეპე მაროტა მზადაა ბოკეტის არენდის სანაცვლოდ 1-2 მილიონი გადიახადოს, გამოსყიდვას კი 7 მილიონი დაახარჯოს.გუარინის არენდა ბიანკონერებს 2 მილიონ ევროდ სურთ, გამოსყიდვა 9 მილიონად.რუსული და კოლუმბიური კლუბები კონტრაქტის ამგვარ დეტალებზე თანახმანი არ არიან, მაგრამ ფეხბურთელების სურვილი მსგავს სიტუაციებში გადამწყვეტ როლს თამაშობს.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest
56 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
tsotne tsertsvadze
10 years ago

მე გუარინს ვირჩევ !!!!!! ბოლო ევროპის ლიგის საუკეთესო ასისტია !!!

irakli getia
10 years ago

ორივე მაგრები არიან მარა გუარინი გადმოვა ალბათ !

ika_2488
10 years ago

ara guarini 100% gvinda ra

NEDVEDA11..
10 years ago

მცველი უფრო გვინდა ამ შემთხვევაში , ბოკეტი არა!

კასერესი იუვეში!

გუარანი ზაფხულსი :forza:

G M
G M
10 years ago
Reply to  Gio Darja

:up: დაბოღმილია ძალიან.

vaxo turqadze
10 years ago

აუ,პეპე იმენა ადამიანის ახალი ჯიშია რა,რა თქმა უნდა რეალელზე ვამბობ,ეგეთი რომ გვყავდეს გუნდში,ცოტა ხანი თავს დავანებებ იუვეს გულშემატკივრობას…პროსტა როგორი ბოღმიანები არიან გავგიჟდი რა,როგორ იჩეხებიან სპეციალურად,არადა ნაკრებში ერთად თამაშობენ,არც ერთი იტალიელი არ გაუკეთებს ერთმანეთს ეგეთ უმსგავსობებს რასაც რეალის ფეხბურთელები სჩადიან,პეპე,კარვალიო და ალონსო უეჭველი გასაგდებები იყვნენ,უბრალოდ მსაჯმა ხშირად დახუჭა თვალი,ასევე რამდენი არასწორი თამაშგარე დაუფიქსირა ბარსას,ერთადერთი ნახევრადმომენტი შექმნეს მაგ საცოდავებმა და ისიც მეკარის კვერცხობით გოლი გამოვიდა….შეიძლება აქ არ უნდა ვწერდე ამ ყველაფერს,მაგრამ მაურინიო და მისი რეალი ადამიანისმაგვარი ცხოველებით ფეხბურთს მაზიზღებენ,ჩეხვა და ცელვა იტალიაში არ მიკვირს,მაგრამ ასე იავნად და სპეციალურად?თან ყოველ თამაშში ბარსასთან,არა ძმაო,ღმერთმა დამიფაროს ეგეთი იუვესგან….აბა ჰე,ტკბილად იუვენტინოებო….

d a v i d
10 years ago

მოკლედ ბარსას ჩვენ თუ ვატვინიერებთ თორე სხვები ცხრები არიან რააა!!! :lool: :lool: :lool:

d a v i d
10 years ago

რეალი დარჩება რეალად აღარაფერი ეშველება მაგათ :lool: :lool: არადა როგორ მეგონა მოიგებდნენ მეთქი და მეორე ტაიმში საერთოდ კარშI არ დაურტყმიათ :lool: :lool: :lool: ფუუუუუუუ :lool:

lasha naxucrishvili
10 years ago

რეალ რეალ ლოოოოოოოლ რა :lool: ფუუ

lasha naxucrishvili
10 years ago

ვულვზი ბირმინგემის X2 მილანის ნაკლებობა პაოკი აეკის 1 დავსვი რეალის 1 დამრჩა :forza:

10 years ago

რონი

lasha naxucrishvili
10 years ago

auuu ra gatena ronaldooooooooo!!!!!!!

lasha naxucrishvili
10 years ago

მიდი რეალ რა ეხლა მაინც მოიგეთ ტო 1 ვხიე :chuvak:

d a v i d
10 years ago

მეც ერთიანს ვფიქრობ :chuvak:

bacho kochlashvili
10 years ago
Reply to  SaBa DaNNeL

:lool: :lool: :lool:

d a v i d
10 years ago

ლეგენდაა რაა :up:

SaBa DaNNeL
10 years ago
Reply to  d a v i d

kaci legenda , kaci ubraloeba forza aleeeee :juvee: :juvee: :juvee:

marchisio8
10 years ago
Reply to  SaBa DaNNeL

:lool: მეც ეხლა ვუყურე ამ ვიდეოს :D

d a v i d
10 years ago

მოტა რომელ ესპანურ კლუბში მიდის ხომ არ იცით?

d a v i d
10 years ago

ვითომ კასარესი თუ დავიტრიეთ მეორე მონტერო გახდება? რავა ფიქრობთ? მოომწონს მაგალითად ეგ ბიჭი მადარია მადარიიი!!1 :juvee:

giorgi nadiradze
10 years ago

ჩემი აზრით, გუარინის ყიდვა პრიორიტეტულია რადგან პირლო იმდენად საიმედო არაა რომ მომავალში ასე გააგრძელოს. მარკიზიო ვიდალი გუარინი მშვნიერი ნახევარდაცვაა. კიდევ რამოდენიმე პლიუსი აქვს გუარინს მას შეუძლია შეცვალოს ყველა ნახევარმცველი. კასერესი ძალიან კარგი მცველია ბოკეტის 100 ჯერ ჯობია, აუცილებლად უნდა ვიყიდოთ თუმცა ჯობია ეს მოხდეს ზაფხულში, ესპანელებიც აჭიანურებენ ყველაფერს და ახლა უფრო გართულდება ყველაფერი. გარდა ამისა კასერესი შტეფანს ვერ ამოაგდებს ვერანაირად ად არც მინდა რომ ამოაგდოს, მარცხნივ კი ისე კარგად ვერ დადგება როგორც სხვა მარცხენა მცველები. ჩემი აზრით, გუარინი კოლაროვი რომ დავიმატოთ ზამთრის სატრანსფეროს დახურვამდე იუვენტუსი მნიშვნელოვნად გაძლიერდება

marchisio8
10 years ago
| Newsphere by AF themes.
56
0
Would love your thoughts, please comment.x
()
x