ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

გუნდმა რომელმაც გუნდურობა დაკარგა | დათკას ბლოგი #2

გარკვეული ხანი გავიდა მას შემდეგ რაც ბლოგის წერას შევუდექი.. პირველს ალბათ წაიკითხავდით და ახლა დროა დღევანდელ ვითარებაზე ვისაუბროთ, რომელიც საგანგაშოც არის, იმედიც მომცემიც და ალბათ მაინც უფრო დამაფიქრებელი თუ რა მიმართულებით მივყავართ ბედის ბორბალს..

რთულია დღეს იმის განსაზღვრა იუვენტუსს წლევანდელ სეზონში რა ბედი ელის.. შეძლებს მაქსი სიტუაციის შემოტრიალებას და ფეხბურთელებისთვის საჭირო თავდაჯერებულობის შემატებას?

ფაქტია, რომ პრობლემა ფსიქოლოგიური ხასიათის არის და ამას სამწუხაროდ ვერ გავექცევით.. სხვა ახნა არა აქვს იმას, რაც სპეციასთან და სამპდორიასთან მოხდა.. ან უფრო ადრე ნაპოლისთან.. ასე წინ გასული იუვენტუსი ნაპოლის კი არა, სრულად რომ შეგვეერთებინა სერია ა-ს საუკეთესო 11-ეული იმ პერიოდისთვის, ისინიც კი ვერაფერს გახდებოდნენ..

რატომ? საქმე მარტო იმაში არ არის რომ უკან ბონუჩი, კიელინი ან ბარძალი იდგა.. ამაშიც არის, მაგრამ მთავარი მაინც ფსიქოლოგიური ასპექტი იყო.. ფეხბურთელებს სწამდათ იმის, რომ დაუმარცხებლები იყვნენ! ვერც ვერავინ ბედავდა მათთვის თვალების გასწორებას.. ალბათ სწორედ ამ ფაქტორმა იმოქმედა გარკვეულ ჯგუფზე ნეგატიურად..

რომელ ჯგუფზეო იკითხავთ და გეტყვით – ხელმძღვანელობაზე, რომელმაც  მაროტას და ალეგრის გარეშე გადაწყვიტა საქმის გაგრძელება.. ჯერ ჯუზეპე მოიშორეს თითქოს პენსიონერი ყოფილიყოს და ახალგაზრდებს განვითარებაში ხელს უშლიდეს, ხოლო შემდგომ მწვრთნელიც მიაყოლეს, რომელმაც ბოლო შეხვედრაზე პროექტის სიჯანსაღე ეჭვის ქვეშ დააყენა და “კოროზიებზე” მიუთითა..

ახლა კი მოხდა ის რაც მოხდა.. მაროტას დაბრუნებაც გვინდოდა და ალეგრისიც.. ჯერ მაქსი დავაბრუნეთ, რომელიც ფეხბურთელებისთვის იმის დაბრუნებას ცდილობს, რაც ქონდათ.. მაგრამ ეს ასე იოლი არ იქნება.. მაშინ ამინდს ხედირა, მანჯუკიჩი, ბუფონი, ბარძალი, ბონუჩი (წასვლამდე), კიელინი და დანარჩენი გვარდიის წევრები ქმნიდნენ..

ახლა რადიკალურად სხვა მდგომარეობა სუფევს.. ვიღაცეები წავიდნენ, ვიღაცეები მობერდნენ, ვიღაცეებს კი თავიდან უწევთ რაღაცეების დამტკიცება და ასეთ დღეშია გუნდი, სადაც ბევრი ახალგაზრდა და გამოუცდელი ფეხბურთელია..

სწორედ ასეთ აჯაფსანდალში ყოფნის გამოა, ის არასტაბილურობა რაც ახლაა.. ჩატარებულ მატჩებს, რომ გადავხედოთ უდინეზესთან, ემპოლისთან და ნაპოლისთან, სადაც ბიანკონერიმ სასურველ შედეგს ვერ მიაღწია, გარკვეულწილად სინანულის შეგრძნებაც დაგვიტოვა.. ამ დაპირისპირებებში გაცილებით მეტი გოლის გატანაც შეგვეძლო და ქულებზე საუბარიც არ არის..

მაგრამ რითი მიიღწევა ეს? საქმისადმი პროფესიონალური მიდგომით.. გუნდისთვის მაქსიმუმის გაკეთება და ერთმანეთისთვის დახმარების ხელის გაწვდენა.. სწორედ ამაშია პრობლემა.. გუნდურობა არა გვაქვს, რაც მინდორზე პირდაპირ ისახება – დღევანდელი იუვენტუსი ნიჭიერი ახალგაზრდების კრებულია, რომლებსაც გამოცდილება აკლიათ..

ოღონდ ეს შაბლონურ შეფასებაში არ მიიღოთ.. რეალურად ასეა.. მათ სწრაფად მოუწევთ გამოცდილების დაგროვება და მე რასაც ვუყურებ, წესით სწორ გზაზე დგანან.. სპეცია და სამპდორია რაიმეს საზომად არ გამოდგებიან, მაგრამ ის კრიტიკა რაც ჩემპიონატის სტარტზე იგემეს ვფიქრობ სათანადოთ ეყოფათ, რათა სწორი დასკვნები გამოიტანონ..

თან ალეგრის ფაქტორიც არ დაგვავიწყდეს.. თუ ანდრეა პირლო რაღაცეებს “უტარებდა” და ისიც იმიტომ რომ თავადაც არ ქონდა სამწვრთნელო გამოცდილება, შეშლილი აბსოლუტურად განსხვავებულია.. იგი არ მოითმენს და არ მოუთმენს არავის მის წინააღმდეგ წასვლას – რატომ? იმიტომ არა რომ ყველაფერში ყოველთვის მართალია.. უბრალოდ აქ საქმე პროცესების წარმართვასთან გვაქვს, რომელიც გუნდს კრიზისიდან გამოიყვანს და ამის მიღწევა, სწორედ ერთიან მექანიზმად ჩამოყალიბების შემთხვევაშია შესაძლებელი..

აქ ახლა საქმე არც ტაქტიკაში და არც ზონებს შორის კავშირზეა პრობლემა.. შესაძლოა მასშიც არის, მაგრამ უფრო მეტად თითოეული ფეხბურთელის დამოკიდებულებაში.. უნდა გაიაზრონ რამხელა პასუხისმგებლობა აკისრიათ. არ დავიწყებ ემოციურ გამოსვლებს და იუვენტუსის ისტორიის მოყოლას.. მასში ნამდვილად არ არის საქმე.. ეს შესაძლოა ადრე იყო, მაგრამ ახლა სასწორზე ბევრი რამ დევს..

შენ ხარ პროფესიონალი ფეხბურთელი – უამრავთაგან ერთ-ერთი რომელსაც წილად გხვდა ბედნიერება თამაშობდე ძალიან კომფორტულ გარემოში, სადაც ანაზღაურება გაქვს სხვებზე გაცილებით მეტი, გემსახურება უმაღლესი დონის პერსონალი, ხარ მსოფლიო დონეზე ცნობადი ფიგურა და გქომაგობს უამრავი ადამიანი..

ნუთუ ეს ყველაფერი არ არის საკმარისი იმისათვის, რომ მოედანზე გასვლისას დადო ის რაც შენ შეგიძლია და თან არ შეგიძლია.. გამოხვიდე მოედნიდან თავაწეული.. გამოხვიდე ამაყი!

ვეცადე რაც შეიძლება რბილად ამეხსნა, რაშიც ვხედავ დღევანდელი გუნდის პრობლემას.. პირამიდა რომ დავხაზო იქნება რაღაც ასე:

  1. ხელმძღვანელობა – ავანტიურისტული გადაწყვეტილებებით და არასწორი მენეჯმენტური სვლებით
  2. უაზრო სატრანსფერო პოლიტიკით – ამაში ვგულისხმობ ისეთ ფეხბურთელებთან დამშვიდობებას, რომლებიც იუვენტუსის ფილოსოფიას გასახდელში იდეალურად ატარებდნენ და სათანადო გარემოს ქმნიდნენ.
  3. ფეხბურთელები – მენეჯმენტში, ადმინისტრაციაში და მარკეტინგში ვინც რა არ უნდა ვაკეთოთ საბოლოო ჯამში ბურთი მოედანზე გორავს და მას შესაბამისი ადამიანთა წრე ყავს, რომლებსაც ამოცანების შესრულება მართებთ.

მე არც წმინდა გრაალს ვეძებ და არც მის პოვნაში დახმარებას გთხოვთ.. უბრალოდ ყოველთვის მინდოდა ის აგრესია რაც ფეხბურთის ქომაგს აქვს, ყოფილიყო არგუმენტირებული და სწორად მიმართული. შესაბამისად, კიდევ ერთხელ ღიად დავაფიქსირებ, რომ დღევანდელი პრობლემა ნამდვილად არ არის მწვრთნელში.. ეს არც შარშან ყოფილა და არც იმის წინ..

სარის შესაბამისი კონტიგენტი ჭირდებოდა.. პირლოს რა ჭირდებოდა კაცმა არ იცის.. ეს მერე გამოჩნდება.. აი ალეგრის ძალა რაშიც არის ყველამ ვიცით.. ორგანიზებულობა, დისციპლინა და საჭირო დროს სიჩქარის მომატებაც, დაკლებაც და თუ დაჭირდა გადაკეტვაც – პულსის ხელში დაჭერა..

იგი ფეხბურთელებისგან ცივსისხლიანობას და სიმშვიდეს ითხოვს.. სხვაგვარად ხომ ვერ გავაკეთებთ არა საქმეს? წარმოიდგინეთ რომ გაყიდვების მენეჯერი ხართ და ეს ყველაფერი არ გაგაჩნიათ, როგორ გგონიათ საქმეს კარგად გაუძღვებით? ასეა ფეხბურთშიც, მშენებლობაშიც და ყველა სხვა დარგში.

სამწუხაროა დიბალას და მორატას ტრავმები, ზედ ჩემპიონთა ლიგის წინ.. მითუმეტეს მოქმედ ჩემპიონთან.. მაგრამ სირთულეები გარკვეულწილად კრავს ფეხბურთელთა ჯგუფს.. ვნახოთ, ეს ყველასათვის გამოცდა იქნება..

იმედი მაქვს მომდევნო ბლოგს, რომელიც ტორინოს მერე დაიდება უფრო პოზიტიურ ჭრილში იქნება წარმართული.

3.8 4 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
Subscribe
Notify of
guest
1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
Buffon
Buffon
19 days ago

ალეგრი იმას მაგონებს მასტერშეფში ნარჩენებისგან რომ იდეალური კერძის გაკეთებას თხოვენ მზარეულებს . ყოველთვის ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა რომ სატრანსფერო ბაზრის პერიოდში მევრთნელის ფილოაოფიას მორგებული ფეხბურთელი არ მოყავდათ , ამიტომ ვხედავდით გუბდში ისეთ ფეხბურთელებს რომელთა მოსვლაც ფინანსურად სასარგებლოც იყო და ხარისხსაც ბოლომდე ვერ დაუწუნებდი

| Newsphere by AF themes.
1
0
Would love your thoughts, please comment.x
()
x