ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

დათკას ბლოგი:”სამი შეხვედრა და სტაბილურობის იმედი”

სანაკრებო პაუზა დასასრულს მიუახლოვდა და შესაბამისად ახლა უკვე ჩვეულ სტილში შეგვიძლია გააქტიურება.

მითუმეტეს ტურინულ დერბიში მიღწეული გამარჯვების შემდეგ, რომელიც იოლი ნამდვილად არ ყოფილა, რაღაცნაირად გაგვიჩინა იმის იმედი, რომ მაქსმა იპოვა ის ელემენტები რისი დახმარებითაც იუვე სტაბილურობას შეიძენდა.

ძირითადად რომ დავუფიქრდეთ სწორედ ამ უმნიშვნელოვანესმა ფაქტორმა დაგვაკარგვინა ბალანსი, რის გამოც ვერ ვახერხებდით გრძელ დისტანციაზე გადაბმულად წარმატების მიღწევას.. აქედან მოდიოდა წარუმატებელი შედეგიც და მიზნებთან აცდენაც.

ახლა ძალიან ადრეა ოცნების კოშკების აგება, მაგრამ ალეგრი საკმაოდ პრაგმატულად მიუდგა საქმეს. ნახა სად იყო ყველაზე დიდი პრობლემა და ვნებათაღელვა.. შესაბამისად, აქცენტი 0-ზე თამაშზე გაკეთდა.. შეუძლებელია შენ დიდ გამარჯვებებს ელოდო მაშინ როდესაც თითქმის ყოველ მატჩში უშვებ ბურთებს და თან ვინ? იუვენტუსი.. არა მეგობრებო ასე გაგრძელება აღარ შეიძლებოდა.

პირველ რიგში შენ თავდაჯერებულობა უნდა შემატო თითოეულ წევრს.. უნდა ირწმუნონ რომ შეუძლიათ კარის მშრალად შენახვა.. აქედან მოდის გამბედაობაც, რისკზე წასვლაც და ბევრი სხვა დადებითი ასპექტი, რაც საბოლოო შედეგზე უეჭველად იქონიებს კარგ ზეგავლენას.

ასე მოხდა გასულ მატჩებშიც, სადაც ბიანკონერიმ არაფერი განსაკუთრებული არ აჩვენა, გარდა პრაგმატიზმისა თუმცა ტაბლოზე სამი ზედიზედ მოპოვებული გამარჯვებაა.. აქედან ერთ-ერთი ჩემპიონთა ლიგაზე მოქმედ ჩემპიონთან და თან ისე, რომ კარის ჩარჩოში ხეირიანად არც კი დაარტყმევინა.

ახლა საჭიროა იმის გაგება, ეს სანაკრებო პაუზა რა შედეგს იქონიებდა.. ორი ტესტ მატჩი უკვე გავმართეთ.. ერთ-ერთი გუშინ რომელიც კონტინასაზე შედგა და მეტოქე 7 ბურთით დავასაჩუქრეთ.. თუმცა, ალეგრი მოახლოებულ ბატალიებს დიდი ალბათობით დიბალას და მორატას გარეშე შეხვდება..

არგენტინელის მდგომარეობა უკეთესია, მაგრამ ტურინელებს არ უყვართ რისკზე წასვლა.. მორატა თავიდანვე იყო ცნობილი რომ ლაზარეთში უფრო მეტ დროს გაატარებდა.

სასიამოვნო სიახლეა არტურ მელოს დაბრუნება.. წესით მაქსი შეძლებს მის გამოყენებას, რადგან ბურთის კონტროლის თვალსაზრისით მისი პროფილის მოთამაშე თავკაცისთვის დამატებითი იარაღი გახდება. ახლა უალტერნატივოდ შუახაზელებიდან მხოლოდ ლოკატელი სახელდება.. ამიტომ თითოეულის ჯანმრთელ კონდიციებში ყოფნა უაღრესად საჭიროა.

რამდენ ხანს გასტანს ეს უფერული ფეხბურთი? ვისთვის უფერული ვისთვის ჭადრაკის დაფაზე მიმდინარე პროცესები.. ჩემთვის ეს უფრო მეორეა, რადგან ალეგრი იმ ტიპის სპეციალისტებში შედის, რომლებიც არსებული კონტიგენტით ცდილობენ ფონს გასვლას.. იგი არც გუარდიოლაა და არც კლოპი რომლებიც სატრანსფერო ბაზარზე დიდ თანხებს ხარჯავენ..

კლუბის გადაწყვეტილება და გეზი ნათელია. მწვრთნელის სისტემაც პრინციპში ნათელია.. იცვლება ტაქტიკური სქემები და ფუნქციები, მაგრამ სისტემა ერთია – გამარჯვება ნებისმიერ ფასად. კონტროლი – როდესაც საჭიროა, დაცვა როდესაც სიტუაცია მოითხოვს უკან ჩასვლას და მეტოქისთვის სივრცეების შეზღუდვას – შეტევაში 2-3 გადაცემით გადასვლა.

ეს მაქსის იუვენტუსია ნათელი სისტემით – რაც მალე გაუგებენ ფეხბურთელები, მით უფრო სტაბილურად მივაღწევთ ყოველ მომდევნო შეხვედრაში გამარჯვებას და მეტოქეებს კვლავინდებურად გაუჩნდებათ შიში.. შიში იმ იუვენტუსის მიმართ რომელიც მოედანზე უკვე 1-0 -ით გამოდის.

ამ მატჩებმა ეს იმედი დამიბრუნა.. წინ მოურინიოს რომა გველოდება..


შეიტანე წვლილი შენი ფავორიტი საიტის მუშაობაში ✊🥰

ანგარიშის ნომრები:

BOG: GE75BG0000000101336912

TBC: GE46TB7405945063600014

Paypal: paypal.me/davitjishkariani1

5 1 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest
0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x
()
x