ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

დამიანო ტომაზი:”სეზონი შესაძლოა ამ მოცემულობით დასრულდეს”

Alianz Stadium

მოთამაშეთა ასოციაციის პრეზიდენტი დამიანო ტომაზი არ გამორიცხავს, რომ სწორედ დღეს სერია ა-ს საბოლოო შეჩერებაზე შედგეს შეთანხმება:

“პრემიერ მინისტრის რამდენიმე დღის წინ გაკეთებულმა განცხადებამ, ბუნებრივია მკაფიო შეტყობინება გააგზავნა საფეხბურთო სამყაროსთვის, რომ სეზონი შესაძლოა ამ მოცემულობით დასრულდეს.

ქვეყანაში ახლა მძიმე სიტუაციაა და სპორტული ან სხვა სახის გასართობი ღონისძიებების განხილვის დრო ნამდვილად არ გვაქვს. 

სერია ა-ს კლუბები დღეს სატელეფონო კონფერენციას გამართავენ, სადაც შესაძლოა საბოლოო შეთანხმებას მიაღწიონ.

საქმე ფორმალობებს ეხება, რომელიც უდაოდ საჭიროებს კონსულტაციებს და ერთიან აზრამდე მისვლას.

რაც შეეხება ხელფასების შემცირებას, სიმართლე ითქვას აქაც ერთიანი სქემის მიღწევისთვის ვიბრძვით.. აბსულუტურად გვესმის რა რეალობაც გვაქვს, მაგრამ მხარეებმა ყველა დეტალი უნდა გაიარონ.

იუვენტუსი უფრო შორს წავიდა, მაგრამ ამ საკითხის შესახებ თავიდანვე ვიყავით ინფორმირებულები..

არ მიმაჩნია, რომ ისინი დამოუკიდებლად მოქმედებენ.. მითუმეტეს ჯორჯო კიელინი ჩვენი ორგანიზაციის ელჩია.

იმ შემთხვევაში თუ კლუბი თავად ფეხბურთელთან ყველაფერს შეათანხმებს და მხარეებს ერთმანეთის მიმართ, არანაირი პრეტენზია არა აქვთ, მაშინ ჩვენთვის ეს მისაღებია.”

0 0 შეფასება
შეფასება

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
Subscribe
Notify of
guest
0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.

გათიშვა

0
Would love your thoughts, please comment.x
()
x

<