ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

დანიელე რუგანი:”ჩვენ ამ ეპიდემიას მალე დავამარცხებთ”

დანიელე რუგანი

დანიელე რუგანი თავს კარგად გრძნობს..

დღეს, მას იუვენტუსის სატელევიზიო არხი დაუკავშირდა და მოთამაშესთან, რომელიც J Hotel -ში კარატინში იმყოფება ინტერვიუ ჩაწერა:

“პირველ რიგში მსურს ყოველ თქვენთაგანს დიდი მადლობა გადავუხადო.. მედიამ სხვადასხვა პლატფორმაზე დიდი აფეთქება და ქაოსი მოახდინა.. 

ადამიანები შეშინებულები მირეკავდნენ.. თუმცა, პირველსავე დღიდან თავს ჩვეულებრივად ვგრძნობდი და არანაირი გართულება არ დაფიქსირებულა.

დამერწმუნეთ ჩვენ შევძლებთ ამ შავი დღეების გადატანას და ეპიდემიის დამარცხებას.. ეს ძალიან მალე მოხდება!

მთავარია თითოეულმა ზედმიწევნით კარგად შევასრულოთ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ გაცემული რეკომენდაციები. 

თავად კარანტინი მოსაბეზრებელია, რადგან J Hotel -ს ნომერში აბსოლუტურად მარტო ვარ, რაც დროს უაზროდ წელავს, თუმცა ყველა ასეა და სხვა გზა არც გვაქვს.

Netflix -ზე ფაქტიურად ყველაფერს ვუყურე.. რეკომენდაციას გაგიწევთ უჩინარ სტუმარზე, რომელიც საშინელებათა ჟანრს განეკუთვნება..

კინო-ფილმი არცთუ ისე გრძელია, მაგრამ უსაზღვროდ ჩამთრევი და საინტერესოა. 

კუმირი? მხოლოდ ნახევარმცველად და მცველად მაქვს ნათამაშები, მაგრამ ალესანდრო დელ პიერო ჩემთვის ყველაფერი იყო.. ყოველთვის მის მაისურს ვყიდულობდი.

ტრადიცია გვქონდა.. ახალ ფეხსაცმელთან ერთად მამა დელ პიეროს ახალ ფორმას მჩუქნიდა..

სიმართლე გითხრათ ახლა ყველაზე მეტად საყვარელი ადამიანების ჩახუტება მაკლია.”

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

Leave a Reply

avatar
  Subscribe  
Notify of