ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

დაუვიწყარი მატჩები: იუვენტუსი 3:1 რეალი

როდესაც უკან იხედები ყოველთვის ცდილობ გაიხსენო ყველაზე ნათელი, ყველაზე შთამბეჭდავი, ყველაზე ემოციური ეპიზოდები ცხოვრებიდან, რომლებიც არასოდეს მიეცემა დავიწყებას. მოვლენები რომლებიც სამუდამოდ რჩება ადამიანების გონებაში და გულებში. 2003 წლის 14 მაისი არის დღე რომელიც არასოდეს დაავიწყდება ტურინს და მის ლეგენდარულ სტადიონს ”დელე ალპის”.

უეფას ჩემპიონთა ლიგა, ეს ის ტურნირია რომელმაც ბევრი საოცარი მატჩი აჩუქა საფეხბურთო სამყაროს. ”იუვენტუსის” გულშემატკივრებისთვის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მატჩი 2003 წლის 14 მაის გაიმართა. როდესაც ტურინს მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული გუნდი მადრიდის ”რეალი” ეწვია. პირველი მატჩი რომელიც მადრიდში გაიმართა მასპინძელთა გამარჯვებით 2:1 დასრულდა. ასე რომ ”იუვენტუსს” ერთი ბურთი გასაქვითი ქონდა. არადა გადახედავ მადრიდელების შემადგენლობას და ტანში ჟრუანტელი გცრის: რონალდო, ზიდანი, რაული, ფიგუ, გუტი, კარლოსი.. ”ამ გუნდის დამარცხება შეუძლებელია! – ამბობენ ერთნი. ”იუვენტუსს შანსები მიზერული აქვს! – ამბობენ მეორენი. მაგრამ გულშემატკივრის ის ნაწილი რომელთა გულები იმ დროს შავ-თეთრად ფეთქავენ, ამბობდნენ.. ”ჯერ არაფერია გარკვეული.. ჩვენ ხომ დელ პიერო გვყავს, თან ნედვედი რა მაგარ ფორმაშია, იქნებ ტრეზეგემაც თავის სტილში, გვაჩუქოს ნახევრად მომენტიდან ერთი გოლი, ასევე დავიდსიც ხომ ბოლომდე იბრძოლებს, არ შევრცხვებით.. როგორმე გადავიტანთ მათ იერიშებს , ჩვენ ხომ კარში ჯიჯი გვყავს.

მაშ ასე, გადაჭედილ ”დელე ალპიზე” ერთმანეთის წინააღმდეგ წარსდგნენ გუნდები. ალბათ არავის ახსოვს ამდენი ვარსკვლავი ერთად, ერთ მატჩში. დაიწყო მატჩი და იფეთქა ემოციებმა. პირველად ტრიბუნები 12 წუთზე აფეთქდა, როდესაც ნედვედის და დელ პიეროს ორ სვლიან კომბინაციას ტრეზეგემ ბრწყინვალე გაგრძელება უპოვა და ანგარიში გახსნა. მაგრამ ეს ჯერ კიდევ ყველაფერი არ იყო, მადრიდის რეალს კიდევ ერთი ქარბორბალა 43 წუთზე დაატყდა თავს, როდესაც ალესანდრო დელ პიერომ ბურთი მიიღო საჯარიმოს სიახლოვეს, ბევრი დღესაც იხსენებს იმ ეპიზოდს: ”ბიჭოს გახსოვს რა უქნა დელ პიერომ იეროს და სალგადოს?! როგორ დააჩოქა ორივე?!

კიდევ ბევრი საინტერესო რამ მოხდა მეორე ტაიმში. იმ დღეს ”იუვენტუსის” ყველა ფეხბურთელი თავის საუკეთესო თამაშს თამაშობდა. ჯიჯიმ ფიგუს აუღო თერთმეტმეტრიანი. ყველა აჩვენებდა საუცხოო თამაშს მაგრამ იუვენტუსის შემადგენლობაში იყო ერთი ფეხბურთელი რომელსაც თავისი სიტყვა უნდა ეთქვა ამ ”სპეკტაკლში”, უნდა გაებრწყინა.. ის ხომ მთელი სეზონი მოწოდების სიმაღლეზე იდგა. კულუარებში ლაპარაკობენ რომ სწორედ ნედვედი მოიგებს ”ოქროს ბურთს”. ჩეხი ხომ საუკეთესო იყო იმ წელს მთელს ევროპაში. მისი ძლიერი დარტყმები შიშის ზარს სცემდა ყველა მეკარეს. სწორედ მან ააფეთქა 73 წუთზე სტადიონის ტრიბუნები და ანგარიში 3-0 გახადა. საბოლოო ანგარიში კი იუვენტუსის გულშემატკივრებისთვის ნაცნობმა და საყვარელმა ფეხბურთელმა, ყოფილმა ტურინელმა ზინედინ ზიდანმა დასვა.

ეს იყო ერთ-ერთი უდიდესი დღე ტურინის ”იუვენტუსის” არსებობის მანძილზე. მე მხვდა ბედნიერება საკუთარი თვალით მენახა ეს თამაში და მას არასოდეს დავივიწყებ. გავა დრო და გავიხსენებთ ნედვედს, დავიდსს, დელ პიეროს, ტრეზეგეს და სხვებს, და გავიხსენებთ ამ დიდებულ თამაშსაც. რომელმაც აალაპარაკა მთელი მსოფლიო.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

25 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
shot10
11 years ago

forza juuuuuuuuuuuuuuuveeeeeeeeeeeeeeee!!!!!!!!!!!!!!!

ROBE BAGGIO
11 years ago

umagresi tamashi iyo dzaan magrat maxsovs! yvelaperi iyo rac pexburts uxdeba orive gundis mxridan nuu ra tqma unda juves mxridan upro))) mara itogshi eseti didi gundebis tamashebi rcheba istoriashi raa)

ROBE BAGGIO
11 years ago
Reply to  ROBE BAGGIO
Juve10
11 years ago

uuuuuuuuubednieresi wutebi !!!!!!

DIDI ALEXA
11 years ago

რამდენჯერ მაქ ეს თამაში ნანახი აღარ მახსოვს, მთელი თამაში ვკანკალებდი, ალექსა ხო დიდია, ნედვედიც, ჯიჯიც მაგრამ რატომღა ცყველას ავიწყდება ტაკინარდი!!! მაგ სეზონის დეპორტივო-ბარსა-რეალი მაგ კაცის დადებულია რეალურად, ძაან მაგარი იყო, როგორ მიყვარდა.

11 years ago
Reply to  DIDI ALEXA

გეთანხმები!! რა უნამუსო უნდა ვიყო რომ ტაკინარდიზე არ დაგეთანხმო :chuk: მართლა მაგრად თამშობდა ჩუვაკი მაგ სეზონში, ისევე როგორც სხვები )))

zura chkheidze
11 years ago

სასწაული თამაში იყო, ტოტალიზატორში ვუყურე, გადავსებული იყო და ორი კაცი ვგულშემატკივრობდით იუვეს ჩუმად, (მაშინ ყველა ფეხბურთის არმცოდნე ხალხი რეალის ფანი იყო, დღეს დაახლოებით იგივე ხალხს ბარსაზე აბოდებს, პარადოქსია რა…) მერე ნელნელა ავიმაღლეთ ხმა, მასეთი ემოცია გერმანია–იტალიის თამაშზე მქონდა მარტო, ისიც მახსოვს, ვიღაცამ მითხრა, პენალტი რომ დაინიშნა, აქ დაგერხათო და მე ვუპასუხე, პენალტს გატანა უნდა მეთქი, ცოტა ხანში მოვიხედე და გვერდით აღარ მედგა… :yeah: , მოკლედ უდიდესი გუნდი გვყავდა

kaxa togonidze
11 years ago

ამაზე მაგარი სასტავი იუვენტუს ცხოვრებაში არ ეყოლება :)

Del Piero 10+
11 years ago

ძველის გახსენებით არაფერი შეიცვლება … რეალობა უნდა შეხედო იმას რო ძალიან ფარჩაკი გუნდი გვყავს …

11 years ago
Reply to  Del Piero 10+

ვერ დაგეთანხმები!!! ნამდვილად არ გვყავს ფარცაკი გუნდი. შარშან გუნდს ძალიან ბევრი მინუსი ქონდა!! მაგრამ წელს კონტემ მართლა ძლიერი კოლექტივი შეკრა )))

ლაშა ცხვარაძე

ვიდეოც რო დაგედოთ უფრო მაგარი იქნებოდა :juvee: :juvee:

Z u R a noniashvili
11 years ago

ძალიან მაგარია :forza: კარგათ მახსოვს ეს თამაში .ასევა არასდროს დამავიწყდება კომენტარორის ხმა “ნედვედი “გაასწრებს იეროს და გოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოლ!!!!!!აუ მაგარი იყო რა !ერთადერთი ნედვედზე მწყდება გული ყვითელი რომ მიიღო:(ვინ იცის რომ არა ის საბედისწერო შეცდომა ლიგა ჩვენი იქნებოდა.

araxoza
11 years ago

არავითარი ჩაწყობილი ეგ არ იყო! უბრალოდ იუვე ახევდა და დაახევს რეალს ბურთზე თავზე ყოველთვის! ხოლო რაც შეეხება კონკტერტულად ჩემ ემოციებს მაგ თამაშზე, მაგას უბრალოდ ვერ აღვწერ. ზეადამიანურად გახარებული და ამაყი ვიყავი მაგ დღეს. პირველ რიგში იმით, რომ იუვემ მასტერ კლასი აჩვენა და კიდე იმიტო რო რეალი ყოველთვის მეზიზღებოდა. მოკლედ, საოცარი საღამო იყო. :juvee:

Dutch
ადმინისტრატორი
11 years ago

ცხოვრებაში პირველად გავიგე იუვენტუსის და არა მარტო იუვენტუსის ტიფოზისგან რომ რეალთან ეგ თამაში იყო ჩაწყობილი ) თუ ეგრე ფიქრობ რაღას გულშემატკივრობ საერთოდ ) ტიპებს თავზე დავახიეთ ბურთი , რა ჩაწყობაზეა საუბარი ) ლიგის ფინალში გასვლაზე მეტი რეალს რა ფული აწყობდა ?

კარგით რა , ყველაფერზე ასეთი მიდგომა ნუ უკვე სასაცილოც არ არის

ითამაშა იმიტომ რომ იუვენტუსმა შეუსრულა )) გენიალურმა მაესტრომ თავისი გენიალური ფეხბურთელებით !

irakli kobeshavidze
11 years ago

სულ არ იყო ნაყიდი :D :forza: :forza: :forza: ეჭვი მაქ როგორც ასეთI მარა არ ვიცი მაშIნ ლიგაში თU იყო ჩაწყობები რეალმა რაღაც სხვანაირად ითამაშა მაგ დროს და მიტო

Gio Darja
11 years ago

რა თამაში იყო ეჰ :love:

lasha naxucrishvili
11 years ago

ეს იყო ძააან მაგარი თამაში და ძალიან გახარებული ვიყავი! :forza:

11 years ago

SeuZlebelia es Tამაში არ გავიხსენო და ერთი ჩემებურად გემრიელად არ ვიბღვრიალო.. პროსტა ნედვედზერა გული მწყდება იმ ყვითელზე ტოო… რა იყო რა უძლიერესი იყო ეგეთი მსოფლიოს არ ეყოლება… ლიდერის განსახიერება იყო სუფთა და დიდი ადამიანიც… 2003 წლის თამაშში სწორედ იმათმა გაიბრწყინეს ვინც მაშინ და მის შემდეგაც იუვეს ქაჩავდნენ ნედვედმა,ბუფონმა,ტრეზეგემ და დელპიმ… ამ ხალხის სახელები არასოდეს დამავიწყდება ეგეთები მსოფლიოს ვეღარ ეყოლება თუ იუვემ არ შექმნა…. ყოველთვის ვამბობდი იუვე ჯერ ყველაზე მაგარ ადამიანად გაყალიბებს და მერე ყველაზე მაგარ ფეხბურთელად… ეს საღამო იმ ყველა საღამოზე მაგარი იყო რაც კი ფეხხბურთის ყურებისას შეიძლებოდა ყოფილიყო დაჟე ეს დღე იმაზე დიდი სიხარული იყო ვიდრე 2006 წლის ფინალი….

BIANCO
11 years ago

sagol Dzma marTla magari statia dagiweria……. samwuxarod me eg tamashi tavis droze ar minaxavs mara roca chnaweri vnaxe kidev erTxel mivxvdi rom DIDI GUNDIS gulshenatkivari var………… :forza: :forza: :forza:

11 years ago
Reply to  BIANCO

გაიხარე ძმა!!! ნამდვილად დიდი გუნდს ვგულშემატკივრობთ მეც და შენც!!! :davliot:

giorgi sidiani
11 years ago

gaixare avtor,mag tamashis yvela momenti gavixsene exla.im dges martlac ubednieresi adamiani viyavi

11 years ago
Reply to  giorgi sidiani

:kiss:

11 years ago

რა პატარა ვიყავი და სალში რა დიდი ამბავი დავატრიალე ტრეზეგეს გოლზე. ოთახში რაც იდგა ყველაფერზე ფეხებით გავირბინე, მაგიდაზეც კი :lool: :lool: :lool: 3:0 ვუყურებდი და ვერ ვიჯერებდი

BIANCO
11 years ago
Reply to 

ეხლა რამდენის ხარ?

11 years ago
Reply to  BIANCO

21

| Newsphere by AF themes.
25
0
Would love your thoughts, please comment.x