დაუვიწყარი, მონატრებული, დავიწყებული – ჯიჯი ბუფონი
ნამდვილად ვერ გეტყვით, ღამის 2:24 საათზე რამ გადამაწყვეტინა ამ სტატიის დაწერა, ალბათ ჯანლუიჯი ბუფონისადმი თითქოს მონატრებულმა საოცარმა გრძნობამ, გრძნობამ – რომელსაც ადამიანური სიყვარული ჰქვია…
სპორტულ ოჯახში დაბადებული, ძალიან ზარმაცი და ცელქი ჯანლუიჯი ალბათ ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ მისი სიზარმაცით მსოფლიოს საუკეთესო მეკარე გახდებოდა და დედამიწაზე ფეხბურთში გარკვეულ თუ გაურკვეველ ადამიანს ეცოდინებოდა მისი გვარი – ბუფონი…ოჯახის წევრები სულ ფეხბურთელები ჰყავდა, ამიტომაც გასაკვირი არ იყო ბურთისა და მწვანე მინდვრის მიმართ სიყვარული, პატარა ჯიჯი მეგობრებთან ერთად საფეხბურთო სკოლის გუნდში ნახევარმცველი იყო, შემდეგ აქეთ-იქით სირბილი მობეზრდა და კარში ჩადგომა ამჯობინა.სიზარმაცემ ჯანლუიჯი მსოფლიოში საუკეთესოდ აქცია..
საფეხბურთო კარიერა ჯიჯიმ ძალიან ადრე დაიწყო, 17 წლის ასაკში “პარმას” შემადგენლობაში დებიუტი ჰქონდა, 6 წლის შემდეგ კი, 23 წლის ფეხბურთელში ბებერმა ქალბატონმა 33 მილიონი გირვანქა გადაიხადა.ეს რეკორდული თანხა იყო, რაც კი ოდესმე კარის დარაჯში გადაუხდიათ.ამ ფასად შეძენილი მეკარე კრიტიკოსების ყბაში ხშირად ხვდებოდა, იუვენტუსმა 33 მილიონი წყალს გაატანაო, ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ მოხვედრილმა ბუფონმა საკუთარი თავი მალე იპოვა, გუნდის პირველი მეკარე გახდა, ზედიზედ ორჯერ მოიგო სკუდეტო და 2002/03 სეზონში მეტოქეებს კარის დალაშქვრის საშუალება არც მეტი არც ნაკლები, 26-ჯერ მისცა.
ბუფონის ბიოგრაფიასა და კარიერის აღწერას ვცდილობ, მაგრამ ვხვდები, რომ აზრი არ აქვს.ჯიჯის საფეხბურთო ცხოვრების შესახებ ნებისმიერმა ბიანკონერომ ჩემზე უკეთ იცის.მთავარი ჩემთვის ამ მეკარის ადამიანური თვისებებია.ადამიანი, რომლის მიმართაც ცუდი დამოკიდებულება არავის აქვს, 8 წელია “იუვენტუსს” ვგულშემატკივრობ და წყობიდან გამოსული ბუფონი მხოლოდ ერთხელ ვნახე, როცა საშინელ მდგომარეობაში მყოფი ბებერი ქალბატონი მოსისხლე მტერს, “ინტერს” ამარცხებდა, იტალიელს კი კონფლიქტი ტიაგო მოტასთან მოუვიდა.
წითელი ბარათებიც მიუღია, მწარე მარცხებიც უწვნია, მაგრამ გულშემატკივრებისა და შავ-თეთრი მაისურის პატივისცემა არასოდეს დაუკარგავს, აი რას ვაფასებ ყველაზე მეტად ჯანლუიჯი ბუფონში.
2006 წელს, იტალიაში აგორებული სკანდალის შემდეგ, მსოფლიოს საუკეთესო მეკარემ (!), მიუხედავათ უამრავი შემოთავაზებისა, სერია B – ში თამაში არ ითაკილა და საკუთარ ტიტულებს მეორე დივიზიონის ოქროს მედალიც დაუმატა.საოცრებები დაატრიალა ჯიჯიმ გერმანიაში, 2006 წელს, მუნდიალზე იტალიის ნაკრების კარში მხოლოდ 2 გოლი გავიდა, ერთი ძაკარდომ გაიტანა საკუთარ კარში, მეორე კი ზინედინ ზიდანმა, თერთმეტრიანი დარტყმით.
მიუხედავად მოედანზე მოწესრიგებულობისა, პირად ცხოვრებაში ბუფონი საშინლად არაპუნქტუალური და დისციპლინის დამრღვევია.ხშირად შეუმჩნევიათ ჯიჯი სიგარეტით ხელში, უნახავთ დისკოტეკებზე და ღამის სეანსებზე, საინტერესოა, როგორ ინარჩუნებს საფეხბურთო ფორმას 33 წლის კიპერი.
ახალგაზრდობაში გოგონების ფუფუნებაში არასოდეს მოხვედრილა, მაგრამ პოპულარობასთან ერთად Girlfriend – ების რაოდენობამაც იმატა.სერიოზული ურთიერთობა ჯიჯის არავისთან ჰქონია, 2011 წელს კი ჩეხ ფოტომოდელზე, ალიონა სერედოვაზე დაქორწინდა.ჰყავს მეუღელე და ერთი შვილი.
2007 წლიდან, როცა ბუფონმა უდიდესი წვლილი შეიტანა “იუვენტუსის” სერია A – ში დაბრუნებაში, იტალიური თუ მსოფლიო პრესა განუწყვეტლივ უკავშირებდა ჯიჯის სახელს სხვადასხვა ევროპულ გრანდებს, გუნდები მასში დიდ თანხას იხდიდნენ, მაგრამ წლები გადიოდა, კიპერი კი ბებერ ქალბატონს არ ღალატობდა.ახლა, როცა ბუფონის წასვლა-დარჩენის შესახებ ჭორებს საბოლოოდ მოეღო ბოლო, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, გვიყვარხარ, კაპიტანო !
დღეს, როცა ბუფონმა გუნდის ახალი მაისურის პრეზენტაციაში თავად მიიღო მონაწილეობა, გულები იმედით აგვევსო, რადგან მსოფლიოს საუკეთესო კიპერი, საშინლად არაპუნქტუალური და მუდამ გაწონასწორებული კიპერი, კვლავ ჩვენთანაა…
სტატია ეძღვნება იუვეს ყველა ფანს, თითქოს მონატრებული ბუფონის შესახებ…
კალჩიოპოლის მსგავსი სკანდალი ხო არ აგეგორებინა და ვიდეო ჩანაწერები დაგედო როგორ ღალატობს ამაურისთან, იაკინტასთან და სორენსენთან ალიონა სერედვა :lol: :shock:
სიგარეტით ხელში რუსთავში მყავს ნანახი ახალგაზრდულს რომ ვეთამაშეთ და 2-0 რომ მოვუგეთ:)))))))))))
სიგარეტიც ხო არ მოგცა ?
:) არა იტალიური არ ვიცოდი რომ მეთხოვა…1997ში იყო ეგ თუ არ ვცდები
რო დაქორწინდა კაი ჩიტიც დაიჭირა .. ხან ამაურისთანაა,ხან სორენსენთან, ხან იაკინტასთან ის ქალი :
ვაფშე დარწმუნებულაი ჯიჯი რო ეგ მაგის შვილია ? ?
კაი სტატია საღოლ ავტორს
საგოლ ძმა
kargi statiaa darja sg.. imedia vixilavt isev im jijis romelic sakmaod cota gols ushvebda magram amashi ratqmaunda dacvis daxmarebacaa sachiro da vnaxot ra iqneba momaval wels
მშვენიალური სტატიაა, გაიხარე : )
მაგარი სტატიააა

ეხლა ვნახე ეს პოსტი და გაიხარე დარჯა! ჯიჯი როგორც ფეხბურთელი და როგორც ადამიანი ჩემპიონია!
გაიხარეთ იუვენტინებო 
საღოლ დარჯა, კაია… ეს ყველაფერი ვიცოდი მარა ისე გიწერია თითქოს პირველად წამეკიტხოს და ახალი გამეგოს რამე ;) ;-)
საღოლ! :) :) ცხრილი მომეწონა!
ეგრეც უნდა იყოს!
მე აქ ვარ! თუნდაც “2:29_ზე” ;) ისე შემოვიხედე…………..
გამიკვირდა სტატია რომ დავინახე, საკმაოდ გიშრომია.
” ჯ ი ჯ ი ” ისეთი უნდა გადვიბრუნდეს როგორიც ყველას გვახსოვს!
რასაც ვხედავ (თქვენი დახმარებით) ყველაფერი (ასე თუ ისე) კარგად მიდის, finish_თან ვნახოთ რა იქნება.
ახალ სტადიონზე “დელპოს” ხელში დაჭერილი ” S c u d e t t o ” !!!