ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

დეიან კულუსევსკი:”მოუთმენლად ველი დიბალასთან ერთად თამაშს”

დეიან კულუსევსკი

დეიან კულუსევსკი მოუთმენლად ელის ტურინში გადასვლას:

“დღითი დღე უფრო და უფრო კარგად ვგრძნობ თავს.. ვფიქრობ, მზად ვარ იუვენტუსს წარმატების მიღწევაში დავეხმარო..

დიდი ენთუზიაზმით ველი პაულო დიბალასთან ერთად თამაშს.. მას საოცარი თვისებები აქვს და ამასთანავე ჯადოსნური მარცხენა ფეხი.

პარმაში მიმდინარე სეზონში სხვადასხვა როლი მოვირგე, რაც ტურინში ადაპტაციის თვალსაზრისით დიდ დახმარებას გამიწევს. 

საკუთარი ადგილის მოსაპოვებლად ბევრს ვიშრომებ და იოლად არაფერს დავთმობ..

მინდა გუნდს მაქსიმალურად დავეხმარო მიზნების ასრულებაში და რაც მთავარია, შევძლოთ ჩემპიონთა ლიგის მოგება!

როდესაც იუვეს შევხვდით, მოედანზე გამოსვლის წინ კრიშტიანო რონალდუ მომესალმა და მომიკითხა.. ჯანლუიჯი ბუფონი და ჯორჯო კიელინი ასევე თბილად დამხვდნენ..

წარმოგიდგენიათ ახალგაზრდა ბიჭისთვის ასეთი ჩემპიონების გარემოცვაში ყოფნა რას ნიშნავს? როდესაც მათ მხოლოდ ტელე ეკრანებიდან უყურებ, ხოლო შემდეგ მინდორზე ესაუბრები..

ახლა ჩემი მიზანია პარმასთან ერთად ყველა შეხვედრაში გავიმარჯვო.. მსურს მაქსიმალურად გამოვიყენო ეს დრო პროგრესისთვის..”

5 2 შეფასება
შეფასება

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
Subscribe
Notify of
guest
0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.

გათიშვა

0
Would love your thoughts, please comment.x
()
x

<