დელ პიერო: ” ამერიკაში თამაშზე არასდროს მიფიქრია “
ჟურნალისტები ალესანდრო დელ პიეროს საკუთარი მომავლის შესახებ დაეკითხნენ. “იუვენტუსის” კაპიტანი შეკითხვით არც ისე კმაყოფილი დარჩა, როგორც ჩანს, იტალიელი ახლა მხოლოდ “სერია ა” -ზე ფიქრობს, თუმცა მცირე ხნის წინ თავად დასძინა, რომ გადაწყვეტილება იმის შესახებ,თუ რომელი იქნებოდა კარიერაში საბოლოო გუნდი, ჯერ არ მიეღო. გავრცელებული ხმების მიხედვით, დელ პიეროს ამერიკა იზიდავს, მაგრამ თავად ფეხბურთელი ჭორებს უარყოფს: ” ამერიკაში მხოლოდ შვებულების დროს ჩავდივარ და იქ თამაშზე არასოდროს მიფიქრია. მაგრამ ახლა ამაზე საუბრის დრო არაა, ჩემპიონატში მხოლოდ ერთი შეხვედრა ჩავატარეთ, ჯობია “იუვენტუსზე” ვკონცენტრირდეთ. გასულ სეზონში რამდენიმე შეცდომა დავუშვით. შეცდომებზე უნდა ვისწავლოთ და ეს დასკვნების გაკეთებაში დაგვეხმარება. შესაძლებლობების მაქსიმუმის ჩვენება უნდა გავაგრძელოთ, როგორც ეს კვირას გავაკეთეთ. შედეგით კმაყოფილები ვართ და უკეთეს სტარტს ალბათ ვერც ვინატრებდით, თუმცა ამაზე შეჩერება არ ღირს. წინ რთული კვირა გვაქვს და მხოლოდ მთავარ მიზანზე უნდა ვიფიქროთ, ეს კი “სიენასთან” მატჩია. ” -აცხადებს დელ პიერო.
ბრავო კაპიტანო.. მეორე ტაიმი გენიალური იყო მისი შესრულებით.. აუცილებელი ხომ არ არის გოლი, არაჩვეულებრივი საგოლე პასები არიგა.. მე მაგალითად ვთვლი რო პირლომ და ალექსამ გატეხეს თავიანთი პასებით პარმა!!!
მგონია მომავალ წელსაც დარჩება (წელს სკუდეტო რო მოვიგოთ უფრო)
და ლიგაზე ითამაშებს…
მგონია რო აღარსად წავა და კარიერას დაამთავრებს…
გრანდე

წელს წავა მგონი რაც არ იყოს, კიდევ შეუძლია თამაში და ალბათ გააგრძელებს ამერიკაში..კონტე დიდ ხანს დარჩება იუვენტუსის მწვრთნელად, არც ბუფონი და არც დელ პიერო მწვრთნელად არ მინდა, კარგი ფეხბურთელი კარგ მწვრთნელს არ ნიშნავს..
მე არ მგონია დელპომ ეგ იკადროს.. მწვრთნელზე გეთანხმები.
ბუფონმა რო მარტომ მოიგო თამაში ტრიბუნებიდან გახსოვს შარშან ? :) მელომ რო შეაგდო :) არ მახსოვს ვისთAნ იყო … ძალიან მაგარი ფსიქოლოგია ჯიჯი…
არა ბრატ ეგ თამაში არ მახსოვს.. უბრალოდ იშვიათია კარგი ფეხბურთელი კარგი მწვრთვნელიც იყოს…
კარგი ფეხბურთელი იმიტომ არის კარგი ფეხბურთელი რომ მწვრთნელი ხედავს მასში კარგ ფეხბურთელს და სწორე ათამაშებს. კარგი ფეხბურთელი ყოველთვის კარგად მიჰყვება მწვრთნელის მითითებებს და ნაკლებად სავარაუდოა თვითონ იცოდეს რა მიუთითოს ( ამ შემთხვევაში მცველს) სხვა ფეხბურთელს როგორ ითამაშოს. პაქტია რომ თვით მარადონაც კი ვერ გამოდგა მწვრთნელის პოზიციაზე და და რო დაანებებს დელ პიერო ფეხბურთს თავს მერე მაინც გაუშვით ამ ტურინიდან :)))) ცოდოა კაცი :D ამერიკაში მაგარი ნაშები ეგულება და აგულავეთ ცოტაა. არ ეკუთვნის თუ რა ))))
2 წელი დარჩება, ჩემპიონთა ლიგას მოვიგებთ და წავა… მერე გახდება დირექტორი….
ბუფონიც დაანებებს 5-6 წელიწადში ფეხბურთს თავს და მოვა მწვრთნელად …
დელ პიერო, ნედვედი, ტრეზეგე დირექტორები იქნებიან ბუფონი კიდე მწვრთნელი

ტრეზეგესი რა მოგახსენო … რა ვიცი რა ვიცი :)
ინდური კინო კი არააა ძმა ფეხბურთიაა = )))
ამერიკაზე რაულებმა და ბექჰემებმა იფიქრონ :)))
არც უნდა იფიქრო ალექს :)
სიენას კი მოვუგებთ, თან საინტერესო იქნება კონტეს ყოფილ გუნდთან დაპირისპირება
მაგას არა იზამს.