დელ პიერო: “გამარჯვებებს ველით”
“იუვენტუსის” ახალი სტადიონის გახსნითი ცერემონიის დაწყებამდე სულ მცირე დრო რჩება. ბევრი ტიფოზი მასში ახალ გამარჯვებებსა და წარმატებებს ხედავს. განახლებული “დელე ალპი” ახალ იმედებთან და მიზნებთანაა დაკავშირებული. ამავე აზრზე არის კლუბის კაპიტანი და ლეგენდა, ალესანდრო დელ პიერო. მან “sky sport”-ის ჟურნალისტებს შემდეგი ინტერვიუ მისცა:
“თქვენ 18 წლიანი კარიერის განმავლობაში 4 სტადიონი შეიცვალეთ და შეიძლება ითქვას, მხოლოდ და მხოლოდ, ამ რეკორდის მოხსნაღა გეკლოთ”…
–დიახ, ეს, ალბათ ყველაზე დაუმხობელი რეკორდია ჩემს კარიერაში. მე, შევძელი გამომეცვალა ოთხი სტადიონი. ერთი სული მაქვს, როდის გავალ ჩემს მე-4 არენაზე. ეს ფაქტი ერთდროულად მშვენიერიცაა და საოცარიც… მოვახერხე, ისეთ სტადიონებზე მეთამაშა, რომლებზეც ადრე ბევრ ლეგენდარულ ფეხბურთელს მოუწია ასპარეზობა.
-“დელე ალპი” განახლდა, მაგრამ მინდორი იმავე ადგილას დარჩა. რას იტყვით განახლებული სტადიონის შესახებ? ეს ხომ სწორედ ის არენაა, სადაც ყველაზე მეტი გოლი გაიტანეთ და ყველაზე დიდ წამრატებებს მიაღწიეთ?
–ძალიან საინტერესო კავშირია ჩემსა და “დელე ალპის” შორის. ეს სწორედ ის მოედანია, რომელზეც მეც და “იუვენტუსმაც” ბევრი გამარჯვება მოვიპოვეთ. ვიმედოვნებ, იგივე წარმატებას ჩვენ ახალ გარემოშიც მივაღწევთ…
ეს ხო დიდა წლოვანებით მაგრამ ამ კაცზე მაინც ბევრი რამ იქნება დამოკიდებული ! მიდი ალექს
ანუ გადააკეთეს დელე ალპი? თუ ეს საერთოდ სხვა ადგილას არის და სხვა სტადიონია ახალი, თუ გადაკეთებული დელე ალპია?
დელე ალპი დაანგრიეს და იმ ადგილზე ეს სტადიონი ააშენეს : )
აბა მაშინ მაგ სტადიონსაც ვერ შეავსებს გულშემატკივარი… დელე ალპი იყო თითქმის და ალპების ძირში და ზამთარში მაგარი ყინავს… სადმე აქეთ უნდა აეშენებინათ ცენტრისკენ…
სად ის ძველი სტადიონი და სად ახალი.. სპეციალურად ისეთი გარემო შექმნეს რო ძველი პრობლემები გადაჭრილიყო.. ასე რომ ეს სულ სხვა სფეროა.. და სავარაუდოდ სტადიონიც შეივსება ხოლმე : ))
უნდა შეივსოს რათქმაუნდა, თან ნაკლები ხალხი ეტევა უფრო, ვიდრე დელე ალპიზე… უნდა შეავსონ ყველა თამაშზე და შემოსავალი მაქედანაც უნდა იყოს… ერთადერთი გრანდი იყო იუვე მემგონი, ვისაც სტადიონიდან შემოსავლი არ ქონდა ბილეთებით და ა.შ.
იუვენტუსმა გზა მონახა,
მოირჩინოს ძველი “ფუა”,
ამისათვის მათ დასჭირდათ
ანტონიო კონტეს ჭკუა.
მას უყიდეს ვუჩინიჩი,
პირლო ვიდალ ელიათი,
რომ დაბრუნდეს არენაზე
ტურინული გოლიათი.
მილანი ფავორიტია
სკუდეტოს მოგებაზე,
იუვეს კი არც უფიქრია
თამაშის წაგებაზე.
მორატიმ თქვა ჩვენ გვინდა
სკუდეტო მოვიგოთო,
ანიელიმ განუცხადა
ვერ მოგავრთვით ნაღდათო.
ნაპოლის აქვს პრეტენზია
გახდეს დიდი ჩემპიონი,
მაგრამ უკვე დიდხანს ჩაქვრა
მათი ბედის ლამპიონი.
მოკლედ ბევრი გუნდი არის
ჩვენი მტერი-მეგობარი,
მაინც მილანს გამოვარჩევ
თუმც სანგრევი კიდევ არი.
ავტორი მე შემიფასეთ
sg dzmaa magari leqsia

ამ სტადიონს იუვენტუს არენა ქვია
დელე ალპი არ ქვია ამ სტადიონს როგორც მე ვიცი ))
ავტორ, სურათი უფრო ახალი რომ დაგედო უკეთესი იქნებოდა, 2004 წლის სურათია ტო :X
ზატო დელპოა თავის სტილში :)