ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

დელ პიერო ნაკრებზე, იუვეზე და რონალდუ/დიბალაზე

ალესანდრო დელ პიერო

ალესანდრო დელ პიერო Corriere della Sera-ს მოახლოებულ ევროპის ჩემპიონატზე და სხვა საინტერესო თემებზე ესაუბრა:

“მთავარი ფავორიტი საფრანგეთია.. ელემენტარულად მათ შემადგენლობას, რომ გადახედოთ იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს ოცნების გუნდს ვუყურებთ. 

შემდგომ ინგლის და ბელგიას დავაყენებდი.. იტალია? ბევრი რამ მათ ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ კონდიციებზეა დამოკიდებული.

თავად რობერტო მანჩინის საქმისადმი მიდგომა მომწონს. მთავარია რომ წამს რასაც აკეთებს და იცის, შედეგს როგორ უნდა მიაღწიოს. თუმცა, იმისათვის, რომ საუკეთესო 4-ეულში მოხვდნენ ეს საქმე ყველამ ერთად უნდა გააკეთონ. დღევანდელ ფორმაციაში არიან მოთამაშეები, რომლებსაც აქვთ ამის ძალა.

ანდრეა პირლოზე ნეგატიურ კონტექსტში საუბარს არ ვაპირებ.. არამარტო მასსზე, არამედ სხვა მწვრთნელის მიმართაც.. პრობლემა ყოველთვის უფრო სიღრმისეულია და ამ შემთხვევაშიც, ხარვეზები უფრო მეტად იუვენტუსს ქონდა და არა ანდრეას.

კრიშტიანო რონალდუ კარიერის იმ ეტაპზეა, როდესაც ვეღარ გააქვს გოლების ისეთი რაოდენობა, რაც 5-6 წლის წინ.. შესაბამისად, გადაპროგრამება ესაჭიროება და სხვა სტილში მოქმედება, რომელიც მის პოტენციალს ესადაგება.. ეს პოტენციალი კი ჯერაც არნახულად დიდია.

ამასთანავე არ უნდა დაგვავიწყდეს მაქს ალეგრის ფაქტორი და მისი ხედვა უშუალოდ რონალდუსთან მიმართებაში.

პაულო დიბალას პირადად მე თავდაჯერებულობას შევმატებდი. ვაგრძნობინებდი რომ მნიშვნელოვანი წევრია! ეს აკლია ახლა არგენტინელს და მჯერა, თუ ასეთ ატმოსფეროს შეუქმნიან ყველაფერი საუკეთესო კუთხით წარიმართება.

არასდროს მინანია გადაწყვეტილებებზე.. იუვენტუსში ყოფნა რომ მდომოდა მენეჯერად, ეს ასეც იქნებოდა, მაგრამ მომწონს ის რითაც დღეს ვარ დაკავებული და ამ მხრივ რაიმეს შეცვლას არ ვგეგმავ.

იუვენტუსისადმი ჩემი სიყვარული სამუდამოა და მსურს ხალხმა ისე დამიმახსოვროს, რა გზაც ყოველმა ჩვენთაგანმა ერთად გამოვიარეთ.”

5 3 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
Subscribe
Notify of
guest
1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
joni77
Joni77
8 days ago

ჯიგარი ხარ ალექს

| Newsphere by AF themes.
1
0
Would love your thoughts, please comment.x
()
x