ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

დემირალი იუვენტუსისთვის მნიშვნელოვანი ფიგურაა

მერიჰ დემირალი

მერიჰ დემირალი განაგრძობს სარეაბილიტაციო კურს..

სიტუაციიდან გამომდინარე თურქ ფეხბურთელს ძირითადი დროის გატარება შინ უწევს, მაგრამ მისი შრომისმოყვარულობიდან გამომდინარე, ყველამ კარგად ვიცით რამდენს ვარჯიშობს რათა მინდორზე დაბრუნება მალე  მოახერხოს.

მსოფლიოში არსებული პრობლემებიდან გამომდინარე, საფეხბურთო ჩემპიონატები შესაძლოა ზაფხულში განახლდეს და ამ მხრივ, დემირალმა შესაძლოა სრულფასოვანი დაბრუნებაც კი მოასწროს..

თავდაპირველი პროგნოზით თურქი მინდორს აპრილში ან მაისში უნდა დაბრუნებოდა, მაგრამ ახლა სიტუაციიდან გამომდინარე ამისთვის უფრო მეტი დრო აქვს..

პოზიტიურად იმოქმედა იმ ფაქტმაც, რომ ევროპის ჩემპიონატი 2021 წლისთვის გადაიდო, რაც მის ნაკრებში მოხვედრის შანსებს მკვეთრად ზრდის. 

ამასობაში ტურინში არ წყდება წინადადებები, რომელიც მის თაობაზე შედის..

არაერთი გრანდია მისი სამსახურით დაინტერესებული.. გუნდები მზადყოფნას გამოთქვამენ მინიმუმ 50 მილიონის გასაღებად..

თუმცა, იუვენტუსი არ აპირებს ახალგაზრდა მოთამაშესთან დამშვიდობებას, რადგან არცთუ შორეულ პრესპექტივაში სწორედ დემირალი – მატეის დე ლიხტის დუეტი ყავს დაცვის ცენტრალურ ზონაში წარმოდგენილი..

 

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

Leave a Reply

Your email address will not be published.

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.

გათიშვა

<