ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

დემირალში 50 მილიონი? რამდენად შეესაბამება რეალობას?

მერიჰ დემირალი

რამდენიმე იტალიურ გვერდზე გაჩნდა ცნობები მერიჰ დემირალთან დაკავშირებით.

თუმცა, აღნიშნული სიახლეების პირველი წყარო თურქული მედია საშუალებებიდან მოდის.

მათი ცნობით ფეხბურთელთან დაკავშირებით ტურინელებმა მეგა შეთავაზება მიიღეს, რომელიც 50 მილიონ ევროს გულისხმობს.

ასეთი მსუყე წინადადება ლივერპულის მხრიდან გაკეთდა. ეპიდ ვითარების ფონზე, ასეთი ციფრების დაფიქსირება უდაოდ აღსანიშნავი ფაქტია, თუმცა..

დიახ, არავისთვის არის სიახლე რომ ინგლისელებს დაცვის ხაზში საკადრო პრობლემები აქვთ, მაგრამ მეორეს მხრივ სატრანსფერო ბაზარზე მსგავსი თანხების ხარჯვას ახლა ყველა ერიდება და ფონს გასვლა ახალგაზრდა მოთამაშეებისთვის შანსის მიცემას ამჯობინებენ.

მეორეს მხრივ აღნიშნულ ცნობებში ისიც დაამატეს, რომ თითქოს იუვენტუსმა ლივერპულელები უარით გაისტუმრა, რაც სიმართლე ითქვას უფრო ირონიულია, ვიდრე ინგლისელთა შეთავაზების ალბათობა.

საქმე იმაშია, რომ ბოლო ხანებში დემირალთან დაკავშირებით ბევრი კითხვის ნიშანია. აგენტის ჩართვით, ფეხბურთელმა ხელმძღვანელობასთან სათამაშო პრაქტიკის არ ქონაზეც დაიწყო წუწუნი..

სიტუაციიდან გამომდინარე, დღეისათვის მერიჰის სათამაშო დრო დიდად გაიზარდოს, რთული წარმოსადგენია, რადგან ჯორჯო კიელინიმ ტრავმა მოიშუშა და ფორმაში შედის.. ლეონარდო ბონუჩი გამოცდილებით და სხვადასხვა ასპექტებით მწვრთნელის სიმპატიას იმსახურებს, ხოლო მატეის დე ლიხტის სტატუსი ყველასათვის ცნობილია.. რამდენიმეჯერ გამოჩნდა უკვე რადუ დრაგუსინიც, რომელთანაც კონტრაქტი მალე გახანგრძლივდება.

თუ გავითვალისწინებთ მოახლოებულ ევროპის ჩემპიონატს მაშინ ნათელი ხდება დემირალის ნერვიულობა.. მას ნაკრებში უბრალოდ ყოფნა კი არა სასტარტოში სურს ასპარეზობა.. პრაქტიკის გარეშე ეს ურთულესია, ასე რომ ლივერპულს მართლაც რომ შეეთავაზებინა, ძნელად წარმოსადგენია დღევანდელ რეალობაში იუვენტუსს 50 მილიონზე ეთქვა უარი.

5 1 შეფასება
შეფასება

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
Subscribe
Notify of
guest
7 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
maradona73
maradona73
3 months ago

დღეს დიდი დღეა, იმედია ისევ არ ჩაისვრის პირლო კონტესთან …

maradona73
maradona73
3 months ago

ისე საქმე საქმეზე რომ მიდგეს გავასუხარებდი კაი ფასში დემირალს და რომეროს დავაბრუნებდი.

ატალანტას რა გოლი გაუტანა თავით, რანაირად დაარტყა ვერ ვხვდები, დაცვაშიც ძალიან საიმედი და დემირალზე არანაკლები ჟილკიანია.

maradona73
maradona73
3 months ago
Reply to  maradona73

ნახეთ რა საგიიჟეთი გოლი გაიტანა რომერომ

https://www.youtube.com/watch?v=_jq_nq2sKeM

lasha naxucrishvili
LASHAJUVENTINO
3 months ago
Reply to  maradona73

დემირალს წელსაც ხშირი ტრავმიანობა თუ დაეწყო აუცილებლად უნდა გაყიდონ ზაფხულში.ხუმრობის გარეშე მაგას და კიელინის მოედანზე რო ვხედავ სუ იმის შიშები მაქ ტრავმა არ მიიღონ.მოუთმენლად ველი ხვალინდელ მატჩს ინტერი და კონტე უნდა გავკვანძოთ. 2-0 როგორ წავაგეთ თითქოს მოედანზე არ ვიყავით ისე ვეთამაშეთ ნუ სასტავიც გვაკლდა მარა მაინც.

maradona73
maradona73
3 months ago
Reply to  LASHAJUVENTINO

რა ცუდად დაეჯახნენ ეგ და ძანიოლო, მგონი ორივეს ჯვარედინი მყესები ჰქონდა გაწყვეტილი.

maradona73
maradona73
3 months ago

ლივერპულს კიდევ ზაფხულამდე ვანდეიკი დაუბრუნდება ))

maradona73
maradona73
3 months ago

დამტავრდა ვსიო ჭორებზე ლაპააკი, დაიხურა ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა.

| Newsphere by AF themes.

გათიშვა

7
0
Would love your thoughts, please comment.x
()
x

<