ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

დეტალური ინფორმაცია სუარესის საგაზე – საქმე აღიძრა, თუმცა..

ფაბიო პარატიჩი

საფეხბურთო კლუბმა ტურინის იუვენტუსმა პერუჯის პროკარტურისგან მიიღო ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ფაბიო პარატიჩი გამოძიების ქვეშ იმყოფება. ბიანკონერის სპორტულმა დირექტორმა სისხლის სამართლის 371 სტატია დაარღვია.

რამოდენიმე საათის წინ იტალიურ მედიაში აქტიურად გაჩნდა ცნობები, რომლის თანახმადაც ბიანკონერის მაღალჩინოსნების და პერუჯის უნივერსტიტეტის პროფესორები ეჭვმიტანილები არიან ლუის სუარესის საქმეზე.

როგორც ცნობილი ხდება ლუის სუარესმა ტესტის პასუხები გამოცდამდე მიიღო, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია.

ეს ყველაფერი განხორციელდა იმ მოტივით, რომ ურუგვაელს იტალიის მოქალაქება დაჩქარებული ტემპით მიეღო.

აპენინური მედია ხისტ განცხადებას აქვეყნებს პერუჯის უნივერსიტეტზე, რომელიც სხვა ქვეყნის მოქალაქეებისთვის ფუნქციონირებს.

“საბედნიეროდ პროკურორს ეყო გამბედაობა, რომ ამ ყველაფრისთვის ფარდა აეხადა. არაერთხელ ვიხილეთ უკვე რა ხდება ამ უნივერსიტეტში.. თითქოს შუქი ქვრება და საქმეები ისე გვარდება. ეს ხომ დაუშვებელია!”

აღნიშნულ საქმეზე მთელი რიგი საგამოძიებო პროცესები წარიმართა და არაერთი ადამიანი გამოიკითხა. ერთ-ერთი პროფესორი შემდეგ განცხადებას ავრცელებს:

“პროკურატურამ უკვე გამომკითხა და მათ შესაბამისი ინფორმაცია მივაწოდე.

მე დამიკავშირდა ერთ-ერთი ადვოკატი, რომელსაც მივაწოდე ინფორმაცია გამოცდის პროტოკოლთან დაკავშირებით. მას ჩემი ნომერი საგარეო საქმეთა მინისტრმა გადასცა.

ეს იყო ჩვეულებრივი დიალოგი, რომელიც ნებისმიერ დაინტერესებულ პირთან მიმდინარეობს. არ მქონდა არანაირი ინფორმაცია თუ ვისთვის ესაჭიროებოდათ.. შესაბამისად არ ვიცოდი, რომ საქმე ლუის სუარეს ეხებოდა”.

იტალიელი ჟურნალისტები ადვოკატ მაურისიო პანიზის დაუკავშირდნენ აღნიშნულ საკითხზე:

“მშვენივრად მომეხსენება 371 სტატიის შესახებ და მინდა დაგარწმუნოთ, რომ აქ იუვენტუსის საქმეში ჩათრევა პრაქტიკულად გამორიცხულია.

ეს არის პროკურორის მხრიდან ზეწოლა და მეტი არაფერი. მინიმალური და პრაქტიკულად გამორიცხულია იგივე სცენარის ხილვა რაც თავის დროზე კალჩოპოლის დროს განხორციელდა.

აქ უფრო მეტი კითხვები თავად პროფესორებთან არის, რომლებიც 8 თვის განმავლობაში იქნებიან უსაქმოდ.”

5 1 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
Subscribe
Notify of
guest
0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x
()
x