დეშამი: “მსურს “იუვე” მწვერვალზე ვნახო “
ტურინის “იუვენტუსის” ექს ფეხბურთელმა და ყოფილმა მწვრთნელმა, რომელმაც გუნდი სერია ბ-დან უმაღლეს დივიზიონში დააბრუნა დღეს “იუვენტუსსა” და ანტონიო კონტეზე ისაუბრა: “კლუბი აშკარად შეიცვალა, მოვიდნენ ახალი ფეხბურთელები, გუნდი განახლდა, თუმცა მოედანზე მათ ერთად ჯერ ერთი წუთიც კი არ გაუტარებიათ, ამიტომ ბევრი არაფრის თქმა არ შემიძლია. ამ ეტაპზე, გუნდი განახლების გზაზეა და მე მჯერა, ანტონიო კონტე წარმატებას მიაღწევს. ის იცნობს ტურინულ ატმოსფეროს, იცის კლუბის “სამზარეულოს” შესახებ და სამწვრთნელო გამოცდილებაც ჩინებული აქვს. ვფიქრობ, რთული იქნება, თუმცა ყველაფრის მიღწევა შეიძლება, მსურს “იუვე” კვლავინდებურად მწვერვალზე ვიხილო…” აცხადებს tuttojuve.com -თან საუბარში ფრანგი მწვრთნელი.
წყარო: tuttojuve.com
ნეტავი კონტემ იმდენი შეძლოს რო ერთი ათი წელი აღარ დავიწყოთ ახალი მწვრთნელის ძებნა
fergiusonivit turinis axali epoqa sheqmnas da egaa raa magram aq aravin acdis rogorc chans erti sezoni chavarceba da ushveben mwvrtnelebs raa :(:
ძალიან მინდა რომ ეს იყოს იუვენტუსის მომავალი ტრენერი
მერე რომ იყო რა ქნააა?:-D
უმაგრესი ადამიანი! :* კაცი ლეგენდა!!!
მერე იხილასვ კიდეც ………