დე ლაურენტისი : ” დელ პიეროსთვის ” ნაპოლის ” კარი მუდამ ღიაა “
ნეაპოლიტანურ პრესასთან საუბარში , აურელიო დე ლაურენტისმა , ღიად დააფიქსირა საკუთარი სურვილი , ალესანდრო დელ პიეროს ” ნაპოლი ” – ში ხილვის თაობაზე : “ მისი ტალანტის თაყვანისმცემელი ვარ უკვე დიდი ხანია . ადრე გამოვთქვი მოსაზრება , მის შესახებ ფილმის გადაღებაზე , სადაც ასახული იქნებოდა ცხოვრებისეული და კარიერული მიღწევები . მისთვის ადგილი ყოველთვის მოიძებნება , მაგრამ უშუალოდ ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული , გუნდში მხოლოდ ახალგაზრდებს ვათამაშებდი . თუმცა , ალე გამორჩეული საფეხბურთო კონსულტანტი იქნებოდა , მაგრამ ვფიქრობ , ” იუვენტუსიც ” ანალოგიურ აზრზეა . ბიანკონერი კი თავის მხრივ უდიდესი ტრადიციების კლუბია , რომელიც არასოდეს ნებდება . შესაბამისად კარგად უნდა გვესმოდეს ისეთი ადამიანების როგორებიც არიან დელ პიერო და კონტე . სწორედ ასეთი მიდგომაა აუცილებელი წარმატების მისაღწევად ” .
ალექსი დარჩება იუვეში და ბასტა!!

მარად და ყველგან ფორცა იუვეე!!
დელ პიერო იუვედან წავა და არა მილანიდან ან ნაპოლიდან! ჩემი სიტყვა დაიმახსოვრეთ და კიდევ მილანი კატანიაში 2 ქულას კარგავს! კატანიას არ უნდა ეხუმრო აი ნახავთ.