ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

დე ლიხტი და კულუსევსკი ანუ ერთი მედალის განსხვავებული სახეები

იუვენტუსი - სამპდორია

იუვენტუსმა ჯერ კიდევ შარშანდელ სეზონში დაიწყო გუნდის საშუალო ასაკის გაახალგაზრდავება. თუ შარშან ეს იყო 29 წელი, წელს ეს ციფრი 27-მდე ჩამოიწია.

მერიჰ დემირალთან ერთად, აღსანიშნავია მატეის დე ლიხტის დამატება, რომელშიც იუვემ კოლოსალური ინვესტიცია განახორციელა 85 მილიონის სახით.

აიაქსის წამყვანი ფიგურა დიდი პოპულარობით სარგებლობდა და ბიანკონერიმ აბსოლუტურად გამართლებული ნაბიჯი გადადგა.

თუმცა, მისი ტურინული თავგადასავალი კარგად არ დაწყებულა. იყო მთელი რიგი უიღბლობები, არადა მაურისიო სარი ჰოლანდიელის ეტაპობრივად ინტეგრირებას გეგმავდა.

თუმცა, ჩემპიოანტის სტარტზევე ჯორჯო კიელინი მძიმე ტრავმას ღებულობს, რის გამოც სარის დე ლიხტის ბრძოლაში ჩართვა მომენტალურად მოუხდა.

ცენტრალურ ზონაში მარჯვნივ და მის მარცხნივ ლეონარდო ბონუჩი ვერ ვიტყოდით, რომ კარგ დღეს უქადდა ახალგაზრდა უკანახაზელს.

ეს რომ პირიქით ყოფილიყო, ანუ პირობითად ტრავმა ბონუჩის ქონოდა, ხოლო კიელინი დე ლიხტთან დუეტში გვეხილა, შესაძლოა ასეთ შეცდომებს ფეხბურთელი აცდენოდა, მაგრამ რაც ხდება ზოგჯერ უკეთესიც არის.

გადამწყვეტი მის იტალიურ კარიერაში უდაოდ იყო რომასთან საპასუხო მატჩი, როდესაც მატეისმა ტრავმირებული დემირალი შეცვალა.

ამ წამიდან მოყოლებული იგი განაგრძობს პროგრეს და თითქმის ყოველი მატჩის შემდეგ უმაღლეს შეფასებას ღებულობს.

მოდით ახლა განვიხილოთ დეიან კულუსევსკის საკითხი.. 20 წლის შვედი რომელმაც ბრწყინვალედ წარმოაჩინა საკუთარი შესაძლებლობები პარმაში, რის გამოც იუვემ დაახლოებით 45 მილიონიანი ინვესტირება განახორცილეა.

ეს თანხა ბერგამოს ატალანტას ერგო, რომელიც შემტევზე სრულ უფლებებს ფლობდა. მოთამაშესთან კონტრაქტი 2025 წლამდე გაფორმდა და სეზონში დეიანი 2.5 მილიონს ღებულობს.

დაწყება საუცხოო იყო განსხვავებით იმავე დე ლიხტისგან. თუმცა, ეტაპობრივად კულუსევსკის ასპარეზობა სწორხაზოვანი და ნეგატიური ხდებოდა.

შესაძლოა ეს იმის ბრალიც არის, რომ საკადრო პრობლემებიდან გამომდინარე ანდრეა პირლო შემტევს სხვადასხვა პოზიციაზე იყენებდა..

დეიანს მარჯვენა და მარცხენა შემტევად მოუწია თამაში.. პაულო დიბალას და ალვარო მორატას ტრავმების ფონზე კი სულაც მეორე ფორვარდის როლში უწევს სამუშაოს შესრულება.

“იუვენტუსი სრულებით სხვა განზომილებაა და არაერთ კომპონენტში მმართებს მნიშვნელოვნად პროგრესირება”- მიდგომა სწორია. იგი ხვდება, რომ იუვენტუსი რადიკალურად განსხვაბებული სიმაღლეა და აქ შენგან გაცილებით მეტს ითხოვენ.

თუმცა, მოთამაშესთან ერთად პირლომაც ხელი უნდა შეუწყოს მის განვითარებას. აუცილებელია კონკრეტული როლის პოვნა, წინააღმდეგ შემთხვევაში მივიღებთ ფეხბურთელს რომელიც უბრალოდ სხვადასხვა ამპლუაში იქნება და ჰიბრიდულ ვერსიაზე გადავა, რომელიც ხშირად ვერ ამართლებს..

ჩვენ ვიცით მისი შესაძლებლობები და ახლა მთავარია, დეიანმა ირწმუნოს საკუთარ თავში, ხოლო პირლომ მასთან ნაყოფიერად იმუშაოს. ამით ყველა მხარე იხეირებს.. წინ მნიშვნელოვანი მონაკვეთია, სადაც თითოეული ფეხბურთელის პროდუქტიულობა გადაწყვეტს, თუ სად დაამთავრებს იუვენტუსი მიმდინარე სეზონს.

5 2 შეფასება
შეფასება

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
Subscribe
Notify of
guest
0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.

გათიშვა

0
Would love your thoughts, please comment.x
()
x

<