ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

დილემა დაცვის ხაზში – სამიდან ორი გუნდს დატოვებს

საინტერესოა რა გველის მომავალში დაცვის ცენტრალურ ხაზთან დაკავშირებით..

კერძოდ, ვინ იქნება მეოთხე? სამი მუშკეტერიდან რომელიც ახლა ამ ვაკანტური ადგილისთვის თავისებურად იბრძვის..

საქმე იმაშია, რომ ჯორჯო კიელინი კონტრაქტს უახლოეს პერიოდში გაახანგრძლივებს..

ლეონარდო ბონუჩის თავისთან გადაბირებას მანჩესტერ სიტიმ კიდევ ერთხელ ცადა.. პეპ გუარდიოლას როგორც ჩანს მასთან მუშაობის ოცნება, მხოლოდ იუვეში თუ ეღირსება, რადგან სადაც იყო ვერსად ვერ შეძლო მისი ხელში ჩაგდება.

იუვემ ამჯერადაც უარით გაისტუმრა ინგლისელები, რომლებმაც ალბათ საბოლოოდ დაკარგეს მისი შეძენის ყოველგვარი იმედი.

მატეის დე ლიხტზე ყველაფერი ნათელია. 85 მილიონად შეძენილ მცველს ტურინელები არაფრის დიდებით არ შეელევიან.. იგი გუნდის იმედი და მომავალია..

ასე რომ, 4 ადგილიდან სამი დაკავებულია, როგორც უკვე აღვნიშნე..

დარჩენილი არის ერთი პოზიცია და დიახ, სამეული იბრძვის მისთვის..

დანიელე რუგანი, მერიჰ დემირალი და კრისტიან რომერო..

არგენტინელი მცველი ჯენოადან ჯერ კიდევ შარშანდელ სეზონში შევიძინეთ და უნდა ითქვას, რომ ახალგაზრდა სამხრეთ ამერიკელი ნამდვილად კარგ ფეხბურთს აჩვენებს..

არც ის ავარდნია თავში, რომ უკვე იუვეს საკუთრებაა და გენუელთა რიგებში ძალზედ დამაჯერებელ შედეგს აჩვენებს.

მერიჰ დემირალზე ყველამ ყველაფერი ვიცით, ვნახეთ და ვგულშემატკივრობთ მის დაბრუნებას.. მძიმე ტრავმა მიიღო, მაგრამ ვიცით რა მისი უდრეკი ხასიათი მაქსიმუმს გაიღებს მალე დასაბრუნებლად.

რუგანი შესაძლოა დიდი იმედით არ სარგებლობს მწვრთნელებში, მაგრამ უნდა ვაღიაროთ ეს არის მცველი რომელიც კარგი თვისებებით არის დაჯილდოებული.. ნებისმიერ სხვა გუნდში შეძლებდა კარგი ფეხბურთის დემონსტრირებას..

ფაბიო პარატიჩის კონკრეტული არჩევანის გაკეთება მოუწევს..

ყველას კარგად ესმის, რომ ამ სამიდან ორი მომავალ სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში იუვენტუსის წევრი აღარ იქნება..

დემირალი თითქოს ყველაზე კარგ პირობებშია.. თუმცა, მასსთან დაკავშირებით ბევრი მოთხოვნაა.. ერთ-ერთ ვარიანტად მილანი განიხილება და თუ იუვემ სანაცვლოდ ხელში ჯანლუიჯი დონარუმა ჩაიგდო, მაშინ შესაძლოა თურქს წასვლის საშუალება მიცეს.

რომეროს თავისთან ხილვა ნაპოლის და ფიორენტინას უნდა.. რუგანის დამატებას რომა და ტორინო განიხილავენ..

რომელი მათგანი უნდა გახდეს მეოთხე მცველი შემდეგ სეზონში?

შედეგების ნახვა

Loading ...
 Loading ...
0 0 შეფასება
შეფასება

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
Subscribe
Notify of
guest
2 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
vakhtang karchava
Viking
1 year ago

ორი უნდა დარჩეს აქედან. კიელინი კიდევ ერთი წელი კი იქნება გუნდში, მარა ერთი ტრავმა და ჩათვალე ერთი მცველით ნაკლები გყავს გუნდში.

იუვეს ფანი
Reply to  Viking

მეც მასე ვფიქრობ. ორი უნდა დარჩეს გუნდში. თან კიელინი რამდენხანს იქნება ფეხბურთში, სადაცაა 35 წლის ხდება. ბონუჩი 33 წლისაა. ამიტომ ამათ გარდა კიდევ სამი მცველი უნდა იყოს. დემირალი კარგია და უნდა დაიტოვონ. მე რუგანის გავყიდიდდი და რომეროს იჯარით გავუშვებდი. ამ ორის ნაცვლად რომანიოლი გაასწორებდა. მეკარე დონარუმა დაიმატონ. ფლანგზე პელეგრინი დააბრუნონ სანდროს დუბლიორად. ნახევარდაცვა ტონალი და პოგბა. (გაუშვან რემზი და ხედირა) მატუიდი შავი სამუშაოს კარგი შემსრულებელია, ეგეთი საჭიროა გუნდში, ასე რომ თუ დატოვებენ არც ესაა პრობლემა. თუ პიანიჩი წავა, ყველაზე კარგი შემცვლელი ვერატია. პოგბა არაა მაგ სტილის. ბენტაკური ჯერ მაინც გამოუცდელია. თავდასხმა – კიეზა ან ფელიქსი. ( ვილიანიც არაა ცუდი იგროკი,… Read more »

| Newsphere by AF themes.

გათიშვა

2
0
Would love your thoughts, please comment.x
()
x

<