დი ლივიო: “კონტე საუკეთესო კანდიდატია”
“არის თუ არა ანტონიო კონტე ის ადამიანი, რომელიც სჭირდება ”იუვენტუსს”? ” ეს საუკეთესო არჩევანია” – აცხადებს მისი ყოფილი მეწყვილე დი ლივიო. მოსალოდნელია, რომ სეზონის დასრულების შემდეგ ”სიენას” მწვრთნელი შეცვლის ლუიჯი დელ ნერის და დი ლივიო ამის მომხრეა. “ეს საუკეთესო არჩევანია,” – განაცხადა ”იუვეს” და იტალიის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა Tuttosport – თან ინტერვიუში. “მან იცის, თუ რა გუნდია ”იუვენტუსი” და ამ გუნდის მიზნები”. კონტემ ტურინში 12 წელი გაატარა და სიამაყით ატარებდა კაპიტნის სამკლაურს. ”იუვენტუსის გაწვრთნა ყოველთვის მისი ოცნება იყო”, – გააგრძელა დი ლივიომ, რომელიც გუნდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი იყო და ”იუვენტუსთან ერთად მოიგო მრავალი ტიტული. ”მას შემდეგ რაც იგი გახდა ”არეცოს” მწვრთნელი, მას პირველივე დღიდან სურდა, ჩადგომოდა სათავეში ”იუვენტუსს”. მას სურდა დაებრუნებინა ეს ფერები, რადგან ისინი სამუდამოდ რჩება შენს შიგნით”…
ბოლო კითხვაზე, თუ რას გააკეთებდა კონტე გუნდისთვის, დი ლივიომ უპასუხა: ”ის დააბრუნებს გუნდში თავდაჯერებულობას, თავდაჯერებულობას – რომელიც ჩვენ გამარჯვებაში გვეხმარებოდა.
წყარო: Football italia
ნეტა გაქაჩოს კონტემ მაგრად მევასება
დამიჯერეთ ხალხნო თუ ფული არ დახარჯეს და მაღალი დონის ფეხბურთელები არ იყიდეს კონტე კიარა ვინც არ უნდა მოვიდეს, სულ რომ ლიპი მოვიდეს და კაპელო თანაშემწედ მოიყვანოს მაინც არ ეშველებათ :)
დაველოდოთ .ვერავინ ჩადგება ატვეჩაიში რომ ან ვანგაალი ან მილოშა პირველივე სეზონზე გაამართლებს.ვინც არ უნდა მოვიდეს ჯერ დაცვა უნდა გაძლიერდეს
ჩემი აზრით პორტუს მწვრთნელი საუკეთესო ვარიანტია იუვესთვის!
კონტემ ტურინში 12 წელი გაატარა… 1992-2004
მეტი ვინღა თქვას? იცნობენ ეს ხალხი და კონტეს პირადად და იციან მისი ხასიათიც და მიზნებიც და რას აკეთებდა მოედანზე და რა ფუნქციას ასრულებდა…
მოჯი
ანჩელოტი (დახასიათება დავწერე)
ნედვედი
ტაკინარდი
დელპიერო
დილივიო
არ უყვარს ამ ხალხს იუვე და თქვენ გიყვართ თუ მათზე მეტი იცით ფეხბურთში ან კონტეს შესახებ?
100% გარანტიას ვერცერთი მწვრთნელი ვერ მოგვცემს… და აწი რაღა მაცარიმ ისწავლოს იუვენტუსში მწვრთნელობა, კონტემ ისწავლოს :-)
მეორე სიახლე