დი მარციო : “იგუაინი ტურინს სამშაბათს ან ოთხშაბათს ეწვევა”
დღის ბოლოს ჯანლუკა დი მარციომ მის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ტურინის “იუვენტუსის” გარშემო არსებული სატრანსფერო სიტუაცია მიმოიხილა..
“მთელი დღის განმავლობაში ჯუზეპე მაროტა და ფაბიო პარატიჩი გონსალო იგუაინის ტრანსფერზე მუშაობდნენ, ტურინელებს დაწყებული საქმე ლოგიკურ დასასრულამდე მიჰყავთ, კლუბი ისტორიული ინვესტიციის გასაკეთებლად სრულ მზადყოფნაშია.არგენტინელ ფეხბურთელს იტალიის მოქმედ ჩემპიონებთან კონტრაქტის თითოეული დეტალი შეთანხმებული აქვს, პიპიტას ტურინში სამშაბათს ან ოთხშაბათს ელიან.28 წლის თავდამსხმელი ამჟამად მადრიდში იმყოფება და იტალიას მხოლოდ მაშინ ესტუმრება, რაც საბოლოო თანხმობას მიიღებს იუვეს წარმომადგენლებისგან.”
“პოგბა ? – დღეს მის თაობაზე სიახლეები არ გავრცელებულა, რაიოლა მაიამიშია და საბოლოო გადაწყვეტილებას ელის.იუვენტუსი მზადაა იგუაინი დაიმატოს ისე, რომ ფრანგს არ შეელიოს, თუმცა მანჩესტერი მაქსიმალურად სწრაფად ცდილობს ტრანსფერის დახურვას.თუ მაროტა 125 მილიონ ევროს მიიღებს, პოგბა კი შემოთავაზებას დათანხმდება, პოლი ყოფილ კლუბს დაუბრუნდება.”
“რაც შეეხება ნაპოლის, დე ლაურენტისი შოკშია, თუმცა ახლა მუშაობის დროა, იგუაინს შემცვლელი სჭირდება.გუინტოლის პირველი სამიზნე კარლოს ბაკაა, იგი მილანს ტოვებს და არაა გამორიცხული, ნეაპოლში ამოყოს თავი.მაურისიო სარის ძალიან სურდა იკარდის ტრანსფერი, თუმცა ინტერმა პირველივე შემოთავაზება დაბლოკა, გამორიცხულია ალვარო მორატას ან არკადიუშ მილიკის დაყოლიებაც.საინტერესოა, რომ ერთ-ერთ ვარიანტად ნეაპოლელთა პრეზიდენტი კარლოს ტევესს განიხილავს, რომელსაც იდეალური ურთიერთობა არ აქვს ბოკას ხელმძღვანელობასთან.სავარაუდოდ, პიპიტას გაყიდვიდან აღებულ თანხას დე ლაურენტისი ფორვარდის, ტოლისოსა და როგის შეძენას მოახმარს.”
მაროტამ კარგათ იმუშავაო მაქსიმუმუ გადაიხადა დაჟე ზედმეტატაც და კაი მუშაობა რას ნიშნავს? ერთადერთი შემთხვევა იყო იგუს გადმოყვანა თუ პოგბას გაყიდიდნენ და ეგაც მოხდება
რა შოკშია გადაობთ? 94 მილიონი მომეცით და მეც ეგეთ შოკში ჩავარდები ვინ მიცემდა მაგდენს :D
შეილება ეგ ვარიანტი ) ზიდანს ძაან არ უნდა პოგბას დაკარგვა ) ეგ თუ მანჩესტერში გადავიდა მერე ძაან გაუჭირდებათ მაგის მადრიდში გადაყვანა ) პერესსს ეხლა ისეთი ნახევარდაცვა ყავს პოგბაზე ნაკლებად ფიქრობს ზიზუს უნდა უბრალოდ ) პერესს რო უნდოდეს მანჩესტერს უშანსოდ დატოვებდა ) აი 2 წელში უკვე მოდრიჩი აღარ იქნება ის მოდრიჩი რაც ეხლაა და პოგბაზე ფიქრი შეილება ) პოლი თუ დაფიქრდა ჯობია იუვეში დარჩეს შეხედოს ეს 2 წელი და ნახავს ლიგას თუ არ მოიგებს ) მერე შეილება რეალიც აღარ მოუნდეს )
https://www.facebook.com/livetv21.net/photos/a.304123879741630.1073741827.304119379742080/689104244576923/?type=3 ამ სურათზე რას იტყვით ბიჭებო??
მესის აუვარდაო გული ესპანეთზე და… ხო არ დავურეკო მაროტას?
გული მიგრძნობს პოგბა რეალში გადავა… მომავალ წელს