ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

დროებითი ჩავარდნა, მწვრთნელის პრობლემა თუ სისტემური კრიზისი?

ანდრეა პირლო

იუვეს ქომაგთა უდიდესი ნაწილი დიდი სტაჟით გამოირჩევა. რა თქმა უნდა, მრავლად არიან ტიფოზერიას ახლად შემატებულებიც, მაგრამ უმრავლესობა შავ-თეთრი ფერებით მაინც გაცილებით ადრე მოიწამლა. თუმცა, ამ სტატიის მიზანი ქომაგთა სტაჟის მიხედვით გადარჩევა როდია. უბრალოდ იმის თქმა მსურს, რომ „იუვენტინოთათვის“ იმედგაცრუებები და რთული პერიოდები არახალია. მარტო წაგებული ფინალებისა და კალჩოპოლის გახსენება რად ღირს. ჩემი შეხსენება არ გჭირდებათ, რომ კალჩოპოლია სწორედ ის მოვლენა, რომელმაც მთელი იტალიური ფეხბურთის მრავალწლიან კრიზისს დაუდო სათავე. კრიზისს, რომლიდანაც იტალიურმა ფეხბურთმა ჯერაც ვერ დააღწია თავი. იუვე, რომელიც ყველაზე მეტად დაზარალდა, ამ მძიმე სიტუაციიდან ყველაზე დროულად გამოვიდა. დაბრუნდა. დაბრუნდა და მერე როგორ! ზედიზედ ცხრაწლიანი ჩემპიონობა! ამ ამბის მთავარი შემოქმედი, რა თქმა უნდა, ანდრეა ანიელია თავის გუნდთან ერთად და ანტონიო კონტე, მწვრთნელი, რომელმაც თითქოს შეუძლებელი შეძლო და არცთუ ძლიერი შემადგენლობით გუნდი კვლავ დიდების ზენიტზე დააბრუნა. თუმცა გარკვეულ ეტაპზე გუნდის წინაშე სხვა გამოწვევები დადგა. გამოწვევები, რომელთა დაძლევაც ანტონიო კონტეს ძალებს აღემატებოდა. ხელმძღვანელობის ნაბიჯიც სრულიად დროული აღმოჩნდა და იუვეს ზენიტზე დამბრუნებელი მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრით ჩაანაცვლა. ალეგრის მოსვლას ტიფოზერიის დიდი ნაწილი აღფრთოვანებით ნამდვილად არ შეხვედრია, თუმცა პირველივე წელს დამტკიცდა, რომ გუნდის საჭის მისთვის ჩაბარება სრულიად გამართლებული იყო. ზუსტად „შეშლილმა მაქსმა“ მოახერხა გუნდის იქ დაბრუნება და ისევ იმ ამბიციებთან შეჭიდება, რომელიც ყველასათვის სანუკვარია ‒ წარმატება ევროპაში! მართლაც, პირველ სამ წელიწადში ორჯერ ნათამაშებმა ლიგის ფინალმა დიდი იმედები დასახა და სრულიად სამართლიანად. მართალია, ორივე ფინალი დათმო გუნდმა, თუმცა ფინალები რომ იუვეს აქილევსის ქუსლია, ეს არახალია და ცალკე სტატიის თემაა.

დავუბრუნდეთ ალეგრის. ფაქტია, მისი მოღვაწეობის პირველმა სამმა წელმა გუნდის ცალსახა მიზნად ჩემპიონთა ლიგის მოგება დასახა. თუმცა, დროდადრო, თითქოს გუნდი სანუკვარ მიზანს მიახლოების ნაცვლად დასცილდა… ალეგრისადმი დიდი პატივისცემის მიუხედავად, უნდა ვაღიაროთ, რომ მისი ბოლო წლის იუვე, რბილად რომ ვთქვათ, ვერ აჩვენებდა სათანადო ფეხბურთს. (თუმცაღა აქვე აღვნიშნოთ, რომ სკუდეტო კითხვის ნიშნის ქვეშ არ დამდგარა).

ასე იყო თუ ისე, გუნდი კიდევ ერთხელ დადგა აუცილებელი ცვლილებების წინაშე. დღესავით ნათელი გახდა, რომ რაღაც უნდა შეცვლილიყო. სხვათა შორის, ამას თავად ალეგრიც კარგად ხედავდა და შემადგენლობის რადიკალურად გადახალისებას ითხოვდა. ამ ყველაფერს წინ ბორდში მომხდარი ცვლილებები უძღოდა ‒ პოსტი დაატოვებინეს ბეპე მაროტას, რომელიც მოსისხლე მტერში გადაბარგდა და მთელი სატრანსფერო პოლიტიკა, ფაქტობრივად, პარატიჩისა და ნედვედის ხელში აღმოჩნდა. როგორც ირკვევა, სწორედ ამ უკანასკნელის იდეა იყო, ჯოხი მთავარ მწვრთნელზე გადაეტეხათ.

ერთი სიტყვით, განტევების ვაცად მასიმილიანო ალეგრი იქცა, ბორდმა სტილის რადიკალური ცვლილება დააანონსა და მწვრთნელად მაურისიო სარი მოიყვანა. კაცი, რომლის იუვეს სათავეში მოსვლა თავიდანვე დიდ კითხვებს იწვევდა. სარის მთავარ მიღწევად ნაპოლის კარგი თამაში ითვლება, მიუხედავად იმისა, რომ იუვეში მოსვლამდე ცოტა ხნით ადრე ევროპული ტიტული ‒ ევროპა ლიგა მოიგო. სამწუხაროდ, სარის მოსვლისას გაჩენილი კითხვები რეალურ პრობლემებად იქცა ‒ გუნდმა საჭირო ბალანსი ვერ იპოვა. იყო მომენტები, როდესაც გუნდი ფეერულ თამაშს აჩვენებდა, მაგრამ თითქოსდა იუვემ დაკარგა მთავარი ‒ ავტორიტეტი. გაიხსენეთ, ფაქტობრივად, არ არსებობდა ანგარიში, როდესაც იუვეს ქომაგი სიმშვიდეს იგრძნობდა. მიუხედავად ამ ყველაფრისა, გუნდმა ისევ საკმაოდ თავდაჯერებულად მოიგო რიგით მეცხრე სკუდეტო, თუმცა ლიონთან ჩემპიონთა ლიგაზე წარუმატებლობა ბოლო წვეთი იყო.

შეიძლება ითქვას, რომ ანდრეა ანიელიმ ვერ გაუძლო ფსიქოლოგიურ წნეხს გულშემატკივართაგან და სარის სასწრაფოდ დაატოვებინა პოსტი. ყველანი მოუთმენლად ველოდებოდით ახალ კანდიდატს. მაინცდამაინც ბევრი მწვრთნელი არც ჩანდა თავისუფალი, თუმცა სახელდებოდა სხვადასხვა ვარიანტები, იგივე ალეგრი, პოჩეტინო ან სიმონე ინძაგი. ალბათ, რამდენი ქომაგიცაა იმდენ ვარიანტს შეეძლო ეარსება, მაგრამ მეეჭვება ყოფილიყო თუნდაც ერთი კაცი, რომელიც ანდრეა პირლოს დანიშვნას იწინასწარმეტყველებდა. მაესტროს ხომ, ელემენტარულად, საჭირლო ლიცენზიაც არ ჰქონდა ჯერ. მრჩება შთაბეჭდილება, რომ ხელმძღვანელობის გადაწყვეტილება ერთგვარად შოკური იყო, ასეთ მოკლე ვადაში ვერ მოხერხდებოდა ახალი მწვრთნელის პოვნა, რომელიც დათანხმდებოდა გაურკვეველ პროექტს; ანდრეა პირლოსადმი ტიფოზერიის სიყვარული კი ცოტა ხნით მოხსნიდა სარიზე გაბრაზებით გამოწვეულ ფსიქოლოგიურ წნეხს ხელმძღვანელობაზე.

პირლოს პირველი თამაში სამპდორიასთან იმდენად შთამბეჭდავი იყო, რომ მგონი ყველაზე დიდი სკეპტიკოსებიც იმედებით განიმსჭვალნენ. სამწუხაროდ, ეს შთაბეჭდილება ერთჯერადი აღმოჩნდა. ანდრეას რომ პრობლემები ექნებოდა, რა თქმა უნდა, ყველასათვის ცხადი იყო. პირადად ჩემთვის, ის უფრო საკვირველია, თავად როგორ აიღო ამხელა პასუხისმგებლობა და სასწორზე შეაგდო თითქმის მთელი კარიერა, რომელიც ჯერ დაწყებულიც კი არ ჰქონდა.

გუნდის წლევანდელ მდგომარეობაზე, ტაქტიკის გარჩევებსა და ტრავმებზე საუბარს არ მოვყვები. უბრალოდ საინტერესოა, რას იზამს ხელმძღვანელობა და როგორ ხედავენ არსებულ პრობლემას. ერთი მხრივ, გუნდი გამოეთიშა ჩემპიონთა ლიგას, თანაც ცალსახად იუვეზე დაბალი კალიბრის კლუბთან, მეორე მხრივ, უმცირესი შანსი რჩება სკუდეტოს მოგების. (არ დაგვავიწყდეს ისიც, რომ სკუდეტოს იუვე უთმობს მოსისხლე მტერს, რომელიც ფეხზე იუვეს ყოფილმა შემოქმედებითმა გუნდმა დააყენა, ანუ ფსიქოლოგიურად ესეც მნიშვნელოვანი მომენტია). ასეთი წარუმატებლობის ფონზე უცნაური იქნება მწვრთნელის დატოვება, მაგრამ, მეორე მხრივ, პირლოს დანიშვნა თავიდანვე აჩენდა ჰორიზონტზე მსგავს სცენარს. სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ იგივე უნდა ითქვა სარის შემთხვევაშიც.

სწორედ ამ ყველაფრის გათვალისწინებით ჩნდება კითხვა: სად არის ძაღლის თავი დამარხული? მხოლოდ დროებითია ეს ჩავარდნა, უბრალოდ მწვრთნელის პრობლემაა, თუ გუნდს სისტემური პრობლემები შეექმნა? პირადად ჩემი აზრით, იუვეს პრობლემა კომპლექსური და ღრმაა და მას სერიოზული გაანალიზება და დროული გადაჭრა სჭირდება.

რამდენად შეძლებს იუვეს მენეჯმენტი მშვიდად და ცივ გონებაზე მიუდგეს ამ საკითხს, დრო გვიჩვენებს. საკითხი რომ დროულად არის გადასაჭრელი კი, ამას ვერავინ უარყოფს. წინააღმდეგ შემთხვევაში, არ არის გამორიცხული არცთუ სასიამოვნო, მრავალწლიანი კრიზისი მივიღოთ…

 

სანდრო დგვარელი

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
Subscribe
Notify of
guest
23 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
batumski
batumski
6 months ago

არაუშავს ბრატვა,ჩაივლის როგორმე რთული პერიოდი,3 ათეული წელია ვქომაგობ კლუბს,აღმასვლაც მინახია(ერთი მეორის მიყოლებით რო ადედისმუ-ლებდა)და ჩავარდნებიც მახსოვს..მწარეა ეგ ყველაფერი,შეცდომებზე ვიმკით და შეცდომებზე უნდა ვისწავლოთ,ერთგვარი დილემის წინაშე ვდგევართ,ფაქტია კრიზისში ვიმყოფებით თუმცა გამართული მენეჯმენტით მოგვარებადია ეგ პრობლემები..არ მომწონს ბევრი რამ,მაგრამ რას ვიზავთ..იუვე დაბრუნდება,fino alla fine..

lasha naxucrishvili
LASHAJUVENTINO
6 months ago

რონალდოს ერთი რაც არ მომწონს ეგაა რო როცა საჭიროა ზამენას არ კადრულობს დალშე შეიძლება პორტოსთან მართლაც რო ვერაფერი ქნა მაგრამ ზატო სხვა ლიგის თამაშებში გოლები მაგანაც გაიტანა როგორც კიეზამ მაგრამ არ აღმოჩნდა საკმარის მხოლოდ მაგის გოლები აიაქსთან და ლიონთან. სერია ა-ს თამაშებზე არაფერს ვიტყვი. კუადრადო კიდე არაა რობერტო კარლოსი ყველაფერი რო მოასწროს ყოველთვის.როგორი კარგიც იყო თავდასხმაში ისეთივე ცუდი იყო დაცვაში. ამნაირი სასტავით თავისუფლად უნდა ვუგებდეთ სერია ა-ს გუნდებს. გასაგებია რო პირლო გამოუცდელია მაგრამ ჯოხს ყოველთვის ფეხბურთელებზე ტეხავს არ მგონია კაი საქციელი ეგ.

ვახო
ვახო
6 months ago

რა ზონაშიც ყველაზე მეტად გვიჭირს იქ არ გააკეტეს ტიპებმა არანაირი ინვესტიცია. პოგბა-ვიდალი-მარკიზიო-პირლო გვყავდა უფასოდ აწყობილი ნახევარდაცვა, რომელიც საუკეთესო გამოდგა და ნელნელა დაიშალა ხო ? ვიდალი გაიყიდა, პოგბა გაიყიდა, პირლო შეგვაბერდა, მარკიზიოც. ამ პერიოდში გუნდი გავიდა ახალ ლეველზე და უკვე თავისუფლად უნდა დაეკომპლექტებინათ სერიოზული ნახევარდაცვა შესაბამისი ინვესტიციებით (ერთხელ რომ გაგიმართლა და უფასოდ შეიკრა საუკეთესო ხაზი ეგრე ხო არ იქნება სულ). ახლა ნახეთ: რაბიო უფასო, რემზი უფასო, ბენტანკური ტევესის ხურდაში მოყოლილი კაცი და ერთი პიანიჩში გაიმეტეს პოგბასგან მიღებული ფულის მესამედი, რომელიც გაცვალეს არტურში და ეგაა ჩვენი ნახევარდაცვა (უფასოდ მოყვანილი ხედირა დარბოდა ასევე წლები და მატუიდი, ეგეც არ გამოგვრჩეს). გრანდი გქვია ბოლოსდაბოლოს და… Read more »

Ika
Ika
6 months ago
Reply to  ვახო

ნახევარდაცვა რო ფაქტობრივად არ გვყავს მაგას ყველა ხვდება იუვეს მენეჯმენტის გარდა… მარა ეგ აისახება დაცვაზეც… იუვეს დაცვა ხო სულ ლეგენდარული იყო რაც თავი მახსოვს… ახლა ყოველ თამაშში გოლს უშვებენ… იმიტო რო ნახევარდაცვა მორღვეულია და დაცვაა დაცვაც და ნახევარდაცვაც და თავისთავად ვერ ქაჩავენ… ფლანგის მცველები საშუალო დონის სანდრო და იქეთ რეალისგან გაგდებული, მერე სიტიდან გაგდებული დანილო და კვადრადოზე ლაპარაკიც არ ღირს… პირლოს წასვლის შემდეგ ერთ წესიერ რეჯისტას იხვეწებოდა ალეგრი, არ მოუყვანეს, მერე ვინ არ ცადა, ხან ბერნანდერსკი და ხან კიდე ვინ, თავისთავად ვერ გაამართლეს, მერე კიდე იხვეწებოდა და გადაყვა თავის ხვეწნას… ამათ კიდე ვინ ჰყავთ… ვაი ამათ პატრონს

Gabrazebuli
Gabrazebuli
6 months ago

სიმართლეს თვალი გავუსწოროთ ბოლო სამი წელი რონალდოს სინდისზეა. ტყუილად არ გაუშვეს რეალიდან, თვითონ კი არ წამოვიდა უთხრეს დაბერდი ბიძია წადი პრნსიაზეო და ესე იუვეში კოვიდა დავგოიმდით. ტიპი ატორმუზებს გუნდს მაგრა, აღარაფრის უნარი არ აქვს სულ შეცდომებს უშვებს, არაგუნდურად თამაშობს, როცა სხვას 100% მომენტი შეუძლია შეუქმნას ტიპი თავის 1%ს ჯერდება. ყველაფერში რაშიც ის ცდება სხვისი ბრალია და შედეგი იცით რა არის? გუნდი რომელიც შეკრული მებრძოლი კოლექტივი იყო გახდა, რონალდუს ფანკლუბი და არც მასთან ერთად არც მის გარეშე ამ იუვეს არაფერი არ შეუძლია სანამ რონალდო არ გაა…. მანამდე არაფერი არ გვეშველება.

Gabrazebuli
Gabrazebuli
6 months ago
Reply to  Gabrazebuli

პირლოს ბრალი არაფერი არაა ტყუილად ვაგინებთ იუვეს ლეგენდას. მოედანზე სულ 9 კაცით ვართ რონალდო -2 ს უდრის.

Gabrazebuli
Gabrazebuli
6 months ago
Reply to  Gabrazebuli

დამიჯერეთ მაგის გარეშე სარიც გაამართლებდა, უბრალოდ არ გამოდის იუვეს მენტალიტეტის მქონე გუნდში ესეთი ძალით შექმნილი სუპერსტარი რა რომელზეც მთელი თამაში უნდა ააწყო არ ვართ ეგ გუნდი. ესეთი ტიპები ცხოვრებაში არ მევასებიან და ეხლა იუვეში მაქომაგე.

Ika
Ika
6 months ago
Reply to  Gabrazebuli

აბსოლუტურად ყველაფერში გეთანხმები!.. რონალდოსთან დაკავშირებით ზუსტად იგივეს ვფიქრობ და აქაც ბევრჯერ დამიწერია!..

Ika
Ika
6 months ago
Reply to  Ika

ახალი თუ ძველ ფეხბურთელები, დიდი თუ პატარა, მწვრთნელი თუ ლიდერშიპი ვერავინ ვერაფერს “უბედავს” რონალდოს… გუნდში ყველაზე დიდი ბოსი და ავტორიტეტი ეგაა და ეგრე არ ხდება, მითუმეტეს იუვესნაირ გუნდებში… თუარადა ფაქტები გაიხსენეთ, თუ როგორ ჩააკითხა თავად პრეზიდენტმა საბერძნეთში რონალდოს ტრანსფერის დროს, ან რას და როგორ ამბობდნენ მწვრთნელები, ვერც ალეგრი ასვენებდა, ვერც სარი და პირლომ რო შეცვალა ცოტა ხნის წინ რაამბავი ატეხა ტიპმა, მერე ახსნა განმარტებები დაჭირდა მწვრთნელს… გუნდურად ეგ არ თამაშობს, პრესინგს თაკილობს, ვაითუ სხვამ დაარტყა კარში და მაგას არ მისცა პასი… და ა.შ. აგერ ლაციოსთან არ იყო და წელს ეგეთი კარგი იუვე პირველად ვნახე… მოკლედ ტიპს ჰგონია რომ ჩვეულებრივი მოკვდავი… Read more »

Ika
Ika
6 months ago

ხოდა ყველა სტაჟიანმა გულშემატკივარმა იცის რა სულისკვეთების და შემართების მქონე გუნდი იყო იუვე სულ, როგორი *ვერებიანი კაცები თამაშობდნენ და ან როგორ ინტერვიუებს იძლეოდნენ ან როგორ იქცეოდნენ და შემდეგ ლეგენდები ხდებოდნენ და ახლა… ვინ უნდა გახდეს იუვეს ლეგენდა??? ბენტანკური, რაბიო, ბერნანდერსკი და თუნდაც ნებისმიერი სხვა?… რომელ ამ ფეხბურთელს უყვარს იუვე ისე როგორც ადრე უყვარდათ ძველი თაობის ფეხბურთელებს? რომელია დღევანდელი იუვეს შემადგენლობიდან ნამდვილად შავთეთრი?? მოღალატე არაკაცი ბონუჩი, ვიცე კაპიტნად რო დააყენეს ამ უთავმოყვარეოებმა?… მაგათ ადგილზე გუნდშიც არ მოვასუნიებდი… მუდამ ბავშვი და ჩამოუყალიბებელი, უამბიციო დიბალა… თუ რონალდო :დდდ რომელმაც მე ვთვლი რომ საბოლოოდ დაშალა იუვეს გუნდურობა? ან რომელია კაცი თუნდაც გუნდში და თუნდაც… Read more »

juventino
juventino
6 months ago
Reply to  Ika

ვინ გაზარდეს ჩემო მეგობარო და იმობილე რომელსაც კოჭებში ეტყობოდა რა ტალნტიც იყო და მოიშორეს.ხოდა კი ვხედავთ ხან ბომბარდირი ხდება ან თუ ვერა იქვე მაინც ტრიალებს.ჩვენ კიდევ თავდამსხმელებს დავეძებთ.ანალოგიურად კინიც.ეგეც მოიშორეს და აგერ პსჟ-ს ასნავნოია ბიჭი.მიეჩვია იუვე გამართლების რეჟიმით ტრანსფერების კეთებას და რამოდენიმეჯერ რო გაუვარდათ ჩათვალეს რო სულ მასე იქნება.თავისუფალი აგენტებით პირლოსნაირების მოსვლა.რონალდოს ტრანსფერი ზუსტად მაგიტომ არ გამიხარდა.ვიცი რა ეგოისტი ფეხბურთელიცაა და იუვეს მენტალიტეტს (გუნდურობას) ვერ მოერგებოდა.კი დავინახეთ პორტუსთან ვერცერთ თამაშში ვერაფერი ქნა.კიეზასთან საგოლე პასი კი დაუწერეს მარა ისემც მაგას რა ვუთხარი,უბრალოდ ვერ გაიჩერა ბურთი და მიაწერეს ასისტი.ყველაზე მეტად რაც მაგიჟებს ეს უკან კვადრატობანაა!!!!კი მიგვარჭო პორტუმ პირველივე წამზე მაგის გამო და… Read more »

Last edited 6 months ago by juventino
maradona73
maradona73
6 months ago

პოჩეტინიო რატომ გამაზეს, ამ გარდამავალ ეტაპზე იდეალური იქნებოდა.

რაღა დავწერო გამწარებულმა აღარ ვიცი, სულ გინების ხასიათზე ვარ …

lasha naxucrishvili
LASHAJUVENTINO
6 months ago
Reply to  maradona73

მგონი პირლო შემდეგ წელსაც იუვეში იქნება რაღაც ისე ჭიკჭიკებს. პროექტი რამოდენიმე წელზეა გათვლილიო ანუ რა გამოდის 1 სეზონზე მეტ ხანს დატოვებენ მგონი. ატალანტაც მიარჭობს და ტრაკ… გაიკეთოს თასი პირლომ ნედვედმა და ანიელიმ რიგ რიგობით. 3 ნორმალური ტრანსფერი და ატალანტა ამათ და ინტერს სკუდეტოს არ ასუნინებს ისეთ დალაგებულ და ტაქტიკურ ფეხბურთს თამაშობენ.

maradona73
maradona73
6 months ago

ან ხამესი მოწიათ რეალიდან, ან ისკო. ან ვინმე შემდგარი და კლასის მქონე ფეხბურთელი მოეყვანათ ნორმალური გუნდიდან.

აუარის 40 მილიონიანი ტრანსფერიც კი ვერ გაქაჩეს ამ ჩურბანებმა, რაღაზეა საერთოდ ლაპარაკი.

maradona73
maradona73
6 months ago

რითი ამოიწი ლივერი და დაბრუნდა მწვერვალებზე, ნორმალური მწვრთნელი მოიყვანეს. მაგათი ტრანსფერებიდან კიდევ მხოლოდ ვანდეიკი იყო ტოპი ნამდვილად და ძვირიც გადაიხადეს. დანარჩენი სალაჰი არაფრით გამორჩეული ფეხბურთელი იყო რომაში, არც მანე დაფრინავდა სანამ ლივერში გადავიდოდა. არც ჰენდერსონი წარმოადგენდა რამეს და არც ვეინალდუმი. კლოპმა აათამაში გუნდი და განხსნა ფეხბურთელები. ამათ კიდევ რა ქნეს, ალეფრის კატასროფული ბოლო სეზონის მერე მოიყვანეს ბუღალტერი მწბრთნელად, მერე კიდევ მთლად უცოდინარი და ფოკუზნიკი პირლო. ძალიან არასერიოზული მიდგომაა პირველ რიგში ანიელის მხრიდან. გასაგებია რომ გუნდში ე.წ. “საფეხბურთო ფილოსოფიას” ცვლიან და უფრო შემტევ ფეხბურთზე კეთდება აცენტი, მაგრამ ვის აცვლევინებ, უცოდინარს? ასეთ პრინციპულ თამაშში რომ გუნდის შეკვრას და კონცენტრაციას ვერ ახერხრებ, დილეტანტიც… Read more »

lasha naxucrishvili
LASHAJUVENTINO
6 months ago
Reply to  maradona73

კი ეგრეა კლოპმა ლივერპული მთლიანად შეცვალა მართალია წელს საშინლად თამაშობენ მარა მაინც. კაპელოც კაი გამ…. იყო სამარცხვინო ფეხბურთს ათამაშებდა ლიგაზე. დელ პიეროს სკამზე დასმა რა უბედურებაღა იყო.მოკლედ ამ იტალიელებს მაგარი ღრმად აქვთ. დიდად ალეგრის დაბრუნება არ მხიბლავს მაგრამ ხომ არ აჯობებდა ყველაზე ცუდ შემთხვევაში ეგ დააბრუნონ. არადა გოლის გამტანი გუნდი გვყავს და ანგრაიშზე თამაშობენ. გოლის გატანა რო დაგვჭირდა 2 სახიფათო მომენტი გვქონდა აი ეგ ტეხავს რა. მაგ პორტოს ნებისმიერი გაიფენს შემდეგ ეტაპზე ყველა ერთად ვნახავთ.

maradona73
maradona73
6 months ago
Reply to  LASHAJUVENTINO

ტრ**კში გაიკეთოს ეხლა იუვეს გაბანძებული ბრენდი ანიელიმ თავისი ახალი ფილოსოფიით, რონალდოც გაირჭოს უკან.

ამას რასაც ვუყურებ არც ახლი ფილოსოფიაა და არც გუნდის შენება ქვია.

ალალბედზე გაკეთებული უაზრო ტრანსფერები, ნუ კიეზამ გაამართლა.
უამრავი საშუალო დონის იგროკი, აი ისეთი რომ ბებერი ხედირაც კი მოგვანატრეს მგონი.

იუვე დღეს არის არსენალის დონის გუნდი და კიდევ უარესი იქნება თუ პირლოს დატოვებენ.

დელიხტი და კიეზა გამოაცალე ეხლა იუვეს და ფიოერენტინას დონეზე დავა.

maradona73
maradona73
6 months ago

ბიჭო სერიალის პუჭურა გუნდებსაც აღარაფრად მივაჩნივართ, არა თუ ლიგაზე.

პოლნი პზდცია.

ესენი კიდევ რაღა სიაფანდი პროექტებით გვაბოლებენ.

ბაქარი
ბაქარი
6 months ago

problema ici aq mtavari kide ra aris gamoucdeli treniris danishna ara sakmararisi aktiuroba iuves italieli baleshikebidan chumad araian ai mtavari problema swored esaa clebi dacirdeba iuves dasabruneblad tveebi tu erti kvira amas dro achvenebs mara megobrebo ras nishnas gundis baleshikoba tu axla cvenc iuves baleshikebi gadavuvlit cvenive archeul gunds es ramdenad scoria baleshiki aseti vici me warmatebashic krizisis periodshi da yvela cudi ukve seriuzoli krizis shmetxveshac gunds bolomde unda edge rasac ver vxedav samcuxarod italieli baleshikebidan iuvesi axla am yvelafersc civi gonebit mivxedot yvelam da gansakutrebit iuves ufrosobas exeba warmateba yvelas momavlis imedit

რეალისტი
რეალისტი
6 months ago

ავტორს ვეთანხმები პრობლემა ძალიან ღრმაა, იცვლებიან მწვრთნელები იცვლებიან ფეხბურთელები და მაინც ყველა მწვრთნელი ყველა წაგებული ტამაშის მერე ერთ რამეს უსვამს ხაზს ნელ გადადგილებას და საქმისადმი გულგრილობას. გუშინ კვადრატამ ითამაშასვით ხო რაღაც მაგრამ ბოლოს ხელში რომ დაიჭირა ბურთი საჯარიმოსთან ის ჩაწოდება გოლად რომ დაჯდომოდათ მერე? ამაშია საქმე ლიგაზე ყველა დეტალი გადამწყვეტია და უნდა ითამაშო მაქსიმალურად ყურადღებით

juventino
juventino
6 months ago

მერამდენედ უნდა შემრცხვეს იუვეს გამო ვეღარც კი ვითვლი უკვე!! ლუზერ გუნდად ვიქეცით რასაც ქვია.მართალი ხარ,მარტო ამ თამაშის განხილვას აზრი არ აქვს,იმდენი პრობლემა დაგროვდა უკვე.წინაზეც დავწერე და ეხლაც გავიმეორებ,რომ ასე ჯობდა გამოვარდნა ვიდრე რომელიმე გრანდთან ბარსა-ბაიერნი გამეორებულიყო.ვთვლი რომ რონალდო უნდა წავიდეს.მაგ კაცს პირველობის მანია ჭირს რაც ყოველთვის არ არის კარგი.ასისტებში ჩანს რატომაც.პირლოს შეცვლით და ისევ არაფრისმომცემი მწვრთნელის მოყვანას რა აზრი ექნება ვერ ვხვდები.ისევ იგივე პლასტინკა დატრიალდება და ისევ ერთ წრეზე ვივლით.მაშინ უნდა მოვიდეს ტოპ მწვრთელი რომელსაც ვერ ან არ მოიყვანენ არსებული ეკონომ კრიზისის გამო.და ჩვენც ასე წლიდან წლამდე დაუსრულებელი “იმედით” ვზივართ და ველოდებით როდის გვეღირსება ლიგა.ამ დროს გვაგდებენ ისეთი გუნდები რომლებსაც… Read more »

lasha naxucrishvili
LASHAJUVENTINO
6 months ago
Reply to  juventino

100% ხარ
ვიცი რასაც გრძნობ მეც მასე ვარ. რაც ამათ მანერვიულეს აწი შევეცდები დიდად ყურადღება არ მივაქციო. განსაკუთრებით მაშინ როდესაც არ ვარ კაი ხასიათზე და ამათ დებილობებს ვუყურებ კიდევ უფრო ვნერვიულობ ხოლმე. მგონი აჯობებს ამათ გამო ნერვები არ გავიფუჭოთ.

batumski
batumski
6 months ago

იმენა 100 პროცენტიან..ეგაა ..

| Newsphere by AF themes.
23
0
Would love your thoughts, please comment.x
()
x