ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

დუგლას კოშტა:”კარიერის დასრულებაზე ხშირად დავფიქრებულვარ”

დუგლას კოშტა

დუგლას კოშტა – ეს არის ფეხბურთელი, რომელის პოტენციალი საოცრად დიდია, მაგრამ რიგი გარემოებებიდან გამომდინარე, იგი სამწუხაროდ ვერ ახდენს მის რეალიზებას..

ხშირ შემთხვევაში ამის მიზეზი ტრავმებია, რის გამოც ბრაზილიელმა კარიერის დასრულებაზეც კი გაიფიქრა:

“დიახ, ეს სიმართლეა, რადგან ყოველი მომდევნო ტრავმა მაშორებს იმ მიზანთან რომელიც დასახული მაქვს.

ალექს სანდროსთან ხშირად მიხუმრია, რომ თამაშზე მეტად დროს სამედიცინო შტაბთან ერთად ვატარებ..

ხალხი ხშირად წერს, რომ შემეძლო მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი ვყოფილიყავი, თუმცა ტრავმები გასაქანს არ მაძლევს.. ეს ფრაზა მაღიზიანებს, მაგრამ რეალობა უდაოდ სამწუხაროა..

გამოვდივარ მოედანზე და ვღებულობ ტრავმას.. ხშირად დამისვამს კითხვა თუ რა არის ამის მიზეზი? დასანანია, რომ ეს ფეხბურთელის განუყოფელი ნაწილია, რადგან ჩვენ მთელი ცხოვრება ხომ ვერ შევძლებთ ასეთ სიმაღლეზე ყოფნას?

საქმე არც ფულშია არც სხვა რაიმეში.. ტრავმის შემდეგ ჩემს თავს ვეკითხები, ნუთუ კიდევ დაგრჩა ძალა? შეძლებ დაბრუნებას? ხომ არ შევეშევათ? 

მაგრამ ტელევიზორში ფეხბურთის ხილვისას, მოტივაცია თავისთავად მოდის.. გინდა ადგე და ირბინო.. 

მე არ დავნებდები და იმედი მაქვს, შევძლებ სრულყოფილი სიამოვნების მიღებასაც და გუნდისთვის სარგებლის მოტანას.”

1
უნდა დარჩეს თუ არა კოშტა იუვენტუსში?x

5 1 შეფასება
შეფასება

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
Subscribe
Notify of
guest
2 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.

გათიშვა

2
0
Would love your thoughts, please comment.x
()
x

<