დღევანდელი ვარჯიშის მიმოხილვა
უიკ ენდი ბრანდონეკიოში საკმაოდ აქტიურად დაიწყო . წინასასეზონო მზადების პირველი შაბათი , გულშემატკივრების დახმარებით , რომლებიც ვალე დი სუზეს ტრიბუნებზე მივიდნენ , თბილ ატმოსფეროში ჩაიარა . წვრთნას ასევე დაესწრნენ ფაბიო პარატიჩი და ჯუზეპე მაროტა , რომლებიც ტურინიდან დღეს დილით ჩავიდნენ ბრანდონეკიოში . გუნდმა კი დღეს ინტესიური სამუშაოები ჩაატარა ანტონიო კონტეს და მისი სამწვრთნელო შტაბის ხელმძღვანელობით . ფეხბურთელები ორ ჯგუფად დაიყვნენ და მონაცვლეობით ვარჯიშობდნენ , ხან სპორტ დარბაზში , ხან მოედანზე . პირველ ჯგუფში იმყოფებოდნენ : სორენსენი , ბარძალი , დე ჩელიე , მოტა , ფელიპე მელო , პაციენცა , დე სილვესტრო , მარონე , კრასიჩი , კუალიარელა , იაკინტა და მატრი . მეორე ჯგუფში კი : კიელინი , ბონუჩი , ციგლერი , ლიხშტაინერი , მარტინესი , გრიგერა , პირლო , პეპე , დელ პიერო , ტონი და ამაური . მეკარეები : ბუფონი , კირევი , სტორარი და მანინგერი , კლაუდიო პილიპის მეთვალყურეობით ვარჯიშობდნენ . სრულიადში თქვენ შეგიძლიათ იხილოთ , ვარჯიშის ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალა …
მაგრა მაინტერესებს პირველ ამხანაგურ თამაშს როგორ ჩაატარებენ
Juve FC შენი სურათის ლინკი მომწერე რა
მელოს რო უშვებენ მაგაზე უკეთესის ყიდვის თავი აქვთ?
ბონუჩი რა კაცია
მოტას ბუცებზე ვკაიფობ 
კიელინი რა ჯანზეა! :)
პირლოს პირიქით ეშველებიან :)
მელო როსიში იცვლება… სიტიმ როგორც (უკვე) ყოველთვის მემგონი აგერო აგვახია 42 მილიონად… მაგრა მიტყდება ტრანსფერებში სიტის ნაირი ფულით გაბერილი გუნდები, რომ გვახევენ ფეხბურთელებს… ფუუ ჩვენ ამ მაროტას ხელში 120 კიარა 200 მილიონიც არ გვიშველის :@.... .... :@.... ....
არადა მეგონი ჭორია და ტყუილა ვიშლი ნერვებს :)
პეპეს კრასიჩის სიჩქარე ქონდეს იმენა მხეცია და კრასიცსს კიდე პეპეს ჭკუა
და დარტყმა
პეპეს მონდომება, ტიპი “თავ-სახეს იხევს” ყველა თამაშში
ტრენაჟორების დარბაზიდან გამოსვლისას პეპეს აღმოაჩნდა კუნთების მკვეთრი ზრდა
დავაი პეპე უნდა დაბრუნდე სასტავშიც და ნაკრებშიც. პპპპპპპპპპპპპეეეეეეეეეეეეპპპპპპპპპპპპპპეეეეეეეეეეეე
