ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

დღეს, ერთმანეთს პირლო და კლუბის ხელმძღვანელობა შეხვდებიან

ანდრეა პირლო

გუშინ, ბიანკონერის სათავო ოფისში ერთმანეთს კლუბის ხელმძღვანელობა და ანდრეა პირლო შეხვდნენ.

ბუნებრივია საუბრის თემა შემადგენლობის გაძლიერება იყო, მითუმეტეს ეს საკითხი ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნის შემდეგ უფრო აქტუალური გახდა.

დღეს, რიგით მეორე შეხვედრა არის დაგეგმილი, სადაც მხარეები აქტიურად განიხილავენ შემადგენლობის განახლების და გაახალგაზრდავების საკითხს. ბუნებრივია ეს ყველაფერი ფინანსური ასპექტების გათვალისწინებით.

პირველ რიგში გადასაჭრელი არის გონსალო იგუაინის და სამი ხედირას საკითხი. მათი ფინანსური მხარე კლუბის სახელფასო ბიუჯეტზე ნეგატიურად მოქმედებს.

დუგლას კოშტა და ფედერიკო ბერნარდესკი შესაძლოა გარკვეულ ბარტერებში იყვნენ ჩართულნი.

მატია დე შილიო, აარონ რემზი, ბლეზ მატუიდი და დანიელე რუგანი გუნდს დატოვებენ.

პირველ რიგში გაყიდვები, რის შემდეგაც კლუბი კონკრეტული ფეხბურთელების დამატებას დაიწყებს.

პირლოს მიაჩნია, რომ შემადგენლობა პაულო დიბალას, კრიშტიანო რონალდუს, მატეის დე ლიხტის და მერიჰ დემირალის გარშემო უნდა გაკეთდეს.

იტალიელის მოსაზრებით გუნდში დიდი სიცარიელე არსებობს, რომელიც შევსებას საჭიროებს. ევროთასებზე ეს ყოველივე განსაკუთრებულად ჩანდა, როდესაც წარმატების მისაღწევად კრიშტიანო რონალდუს გარდა სხვა დიდ ვერაფერს აკეთებდა.

დამატებებს რაც შეეხება, განიხილებიან ისეთი ფეხბურთელები როგორებიც არიან ფედერიკო კიეზა, დუვენ ზაპატა, არკადიუშ მილიკი, მანუელ ლოკატელი, ისკო და ასე შემდეგ..

5 1 შეფასება
შეფასება

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
Subscribe
Notify of
guest
0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.

გათიშვა

0
Would love your thoughts, please comment.x
()
x

<