ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

დღეს, სატრანსფერო ფანჯარა იხურება

დღეს, მილანში სასტუმრო შერატონში ხალხმრავლობა იქნება:

სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე რამდენიმე საათია დარჩენილი და იუვენტუსის სპორტული დირექტორი ჯერჯერობით სასტუმრო შერატონში არ იმყოფება.

ჩინო ვენერატოს ცნობით იუვენტუსი არ გეგმავს ჟერომ ბოატენგის გაფორმებას. ფაბიო პარატიჩიმ აღნიშნული ვარიანტი დაბლოკა, რადგან გუნდს ბოლომდე წამს დანიელე რუგანის და მერიჰ დემირელის..

იტალიური მედიის მტკიცებით ანდრეა ბარძალი ტურინში ბრუნდება.. არა როგორც ფეხბურთელი, არამედ როგორც მწვრთნელი. დიდი ალბათობით იგი მაურისიო სარის სამწვრთნელო შტაბში შევა და მის პასუხისმგებლობაში უკანახაზელების საიმედო ასპარეზობა იქნება.

სხვა სატრანსფერო სიახლეებს უმოკლეს პერიოდში მოგაწვდით, ამიტომ საიტი რაც შეიძლება ხშირად “დაარეფრეშეთ“..

იუვემ უარყო პსჟ-ს წინადადება მატია დე შილიოზე. ფრანგები კონკრეტულ თანხასაც იხდიდნენ, მაგრამ იტალიელებმა დაბლოკეს მაცველის გაშვება.

მედჰი ბენატიას გაფორმება პარატიჩის ძალიან სურდა, მაგრამ ალ დუჰაილმა უარი განაცხადა მაროკოელის გასხვისებაზე.

არსენალმა დანიელე რუგანის სანაცვლოდ ტურინს მუსტაფი შეთავაზა, მაგრამ ბიანკონერიმ უარი განაცხადა. რუგანის აგენტს ახლა პარატიჩი ხვდება და მის მომავალზე ესაუბრება.

ფედერიკო ბერნარდესკი ტურინში რჩება. მიდიოდა საუბარი თითქოს ივან რაკიტიჩში გაცვლიდნენ, მაგრამ რომეო არგესტის მტკიცებით მხარეებმა შეთანხმება ვერ მოახერხეს.

0 0 შეფასება
შეფასება

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
Subscribe
Notify of
guest
1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ფიცხელა
ფიცხელა
10 months ago

კაია ბარძო დაცვის პროფესორია

| Newsphere by AF themes.

გათიშვა

1
0
Would love your thoughts, please comment.x
()
x

<