ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

დღის მთავარი სატრანსფერო სიახლეები

დადგა დრო მთავარი სიახლეები გაგაცნოთ, რომელიც უკანასკნელ 24 საათში იუვენტუსის გარშემო დაფიქსირდა:

პირველ რიგში პაულო დიბალა – ანდრეა ანიელიმ მაქს ალეგრის თხოვნით არგენტინელ ფეხბურთელს განახლებული წინადადებით მიმართა.

იუვე მზადყოფნას გამოთქვამს საკუთარ 10-იანს სეზონში 10 მილიონი და დამატებით ბონუსები გადაუხადოს. კონტრაქტი 2022 წელს მთავრდება და მოლაპარაკებები საკმაოდ რთულად ვითარდებოდა.

ასე რომ ეს ბიანკონერის მხრიდან ბოლო წინადადებაა, რადგან ტურინი აღარ აპირებს 10 მილიონზე ზემოთ წასვლას.

მემფის დეპაი და ბარსელონა დიდი ხნის მანძილზე განიხილებოდნენ ერთ ჭრილში, მაგრამ მას შემდეგ რაც კატალონიელებს სერხიო აგუერო შეუერთდა, ჰოლანდიელი სხვა ვარიანტებზე დაფიქრდა.

ასეთ ვარიანტად დიდი ხანია იუვე სახელდება, მაგრამ პრობლემა სხვა რამეშია.. როგორც ჩანს ალეგრი ფსონს ალვარო მორატაზე აკეთებს და შესაბამისად მემფის სათადარიგოთა შორის ყოფნა დიდად არ ხიბლავს. საბოლოო ჯამში დეპაი შეიძლება კალჩოში მაინც აღმოჩნდეს, ოღონდ რომას რიგებში.

კარლო ანჩელოტის რეალში მისვლამ გარკვეული ხმები დაძრა.. მაგალითად კრიშტიანო რონალდუს მიმართებაშიც..

იტალიელს პორტუგალიელთან ფანტასტიკური ურთიერთობა აქვს და არაა წინაღმდეგ ეს თანამშრომლობა აღდგინოს.

უბრალოდ ფლორენტინო პერეს სხვა გეგმა აქვს და მისი სახელი კილიან მბაპეა. ფრანგი ფორვარდი მადრიდელთა უმთავრესი სატრანსფერო სამიზნეა, რაც რონალდუს ტურინიდან წასვლას მნიშვნელოვნად შეაყოვნებს.

უსმან დემბელეს კონტრაქტი კატალონიელებთან 2022 წელს იწურება.. ფეხბურთელი ტურინელთა ჰორიზონტზე დაახლოებით 2 წელია იმყოფება.

თავად დემბელე ხვდება სიტუაციას, მაგრამ აჩქარებას არ აპირებს:

“ჯერ კიდევ მაქვს დრო ხელმძღვანელობას გავესაუბრო. მთავარია ჩვენ ერთმანეთის გვესმოდეს, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში კარის დახურვა მოგვიწევს.

ევროპის ჩემპიონატის შემდეგ უფრო მეტი ინფორმაცია მექნება.. სეზონი გრძელი და დამღლელი იყო, ასე რომ..”

მანუელ ლოკატელის შავ-თეთრები დიდი ხანია ხიბლავენ მიმზიდველი წინადადებით და თვად შუახაზელიც სიამოვნებით გააგრძელებს კარიერას მათ რიგებში.

მაგრამ მისი ასპარეზობით მარტო იუვე არ ინტერესდება.. პსჟ, მანჩესტერ სიტი და ახლა უკვე რეალი.. დიახ, კარლო ანჩელოტის სატრანსფერო სიაში ახალგაზრდა აპენინელი ფეხბურთელიც შევიდა, რადგან პაპა კარლოს მოსაზრებით სამეფო კლუბს სწორედ შუახაზში მართებს გადახალისება და ერთ-ერთ შესაფერის ვარიანტად სასუოლოს ლიდერს მიიჩნევს.

ჯენოადან ტურინში 4 ფეხბურთელი ბრუნდება – მატია პერინი, მარკო პიაცა, ნიკოლო როველა და ლუკა პელეგრინი.

აქედან პერინს იმედი აქვს, რომ საბოლოო ჯამში გენუელთა რიგებში გააგრძელებს ასპარეზობას. როველას შემთხვევაში გადაწყვეტილებას ალეგრი მიიღებს.. შესაძლოა ერთი სეზონით პრაქტიკის თვალსაზრისით ისევ ჯენოაში ითამაშოს.

მარკოს მძიმე ისტორია ალბათ ამით დასრულდება კიდევაც და იუვე საბოლოო ჯამში შეელევა მის სატრანსფერო უფლებებს, რადგან პიაცა არ შედის შავ-თეთრთა გეგმებში.

გაურკვეველი რჩება ახალგაზრდა მარცხენა მცველის მომავალი.. პელეგრინით რამდენიმე იტალიური კლუბი ინტერესდება და შესაძლოა არენდით რომელიმე მათგანში ვიხილოთ.

ამ ეტაპზე ეს იყო დღის მთავარი სატრანსფერო სიახლეები.


იმისათვის, რომ ჩვენმა საიტმა მუშაობა განაგრძოს, თქვენი მხარდაჭერა მნიშვნელოვანია ✊

ანგარიშის ნომრები:👇

BOG: GE75BG0000000101336912

TBC: GE46TB7405945063600014

Paypal: paypal.me/davitjishkariani1

5 2 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
Subscribe
Notify of
guest
0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x
()
x