ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ევროპული მედია:”ემრე ჯანი ტურინს იანვარშივე დაემშვიდობება”

ემრე ჯანი

იტალიური და ფრანგული მედია ინდეტურ ინფორმაციას აქვეყნებენ ემრე ჯანის მომავალზე.

გერმანელ შუახაზელთან დაკავშირებით პსჟ-მ მოლაპარაკებები დაიწყო.. ფრანგები სერიოზულად ინტერესდებიან ლივერპულის ექს შუახაზელით, რომელიც ტურინში მაურისიო სარის მოსვლის შემდეგ პრაქტიკულად უსაქმოდ დარჩა.

ლეონარდოს და კომპანიას იმდენად სურთ ემრეს გაფორმება, რომ მზად არიან გარიგება იანვარშივე დახურონ.. 

ჯერჯერობით კონკრეტული თანხა არ სახელდება, რასაც პარიზელები ტურინელებს თავაზობენ, თუმცა თავად იტალიის მოქმედ ჩემპიონებს 40 მილიონის მიღება სურთ.

ერთ-ერთ ალტერნატიულ ვარიანტად, გარიგებაში ლეანდრო პარედესის ჩართვაც განიხილება, რომელიც უკვე დიდი ხანია ბიანკონერის ჰორიზონტზეა მოხვედრილი..

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

Leave a Reply

Your email address will not be published.

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.

გათიშვა

<