ელია: ” “არსენალი” ცდილობდა ჩემს გაფორმებას”
ჰოლანდიელი ვინგერი, ელჯერო ელია აცხადებს, რომ ლონდონის “არსენალი” იყო დაინტერესებული მისი ტრანსფერით, სანამ ის “იუვენტუსის” ფეხბურთელი გახდებოდა. ” ჩემს აგენტს ჰქონდა კონტაქტი “არსენალთან” და ეს საკმაოდ დიდ ხანს გრძელდებოდა, თუმცა პირადად მე არსენ ვენგერთან არანაირი კავშირი არ მქონია. ასევე იყო კონკრეტული წინადადებები “ფულემისგან”, “უიგანისგან”, “ევერტონისგან” და ნიუკასლისგან”. ” – განუცხადა ელიამ სააგენტო “onsoranje”-ს. “გალათასარაის” დაინტერესების შესახებ მან დაამატა: “ფინანსური თვალსაზრისით ეს საკმაოდ კარგი წინადადება იყო, თუმცა მე ამის შესახებ ეროვნული ნაკრების მწვრთნელს ვკითხე რჩევა, რომელმაც არ მირჩია თურქეთში წასვლა და მისი სიტყვა ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს, რადგან ეროვნული ნაკრები ჩემთვის ძალიან ძვირფასია. შესაბამისად თურქები უარით გავისტუმრე. ნაკრების ინტერესებიდან გამომდინარე მას სურდა, რომ მე მაღალი დონის ჩემპიონატში მეთამაშა და ამისათვის ყველაზე კარგ ვარიანტად ინგლისი დამისახელა, თუმცა იტალიაშიც საკმაოდ მაღალი დონეა და სწორედ ამიტომ ვარჩიე “იუვე”. “ახლად გამომცხვარი იუვენტინო” აცხადებს, რომ ის გაჰყვება იმ ფეხბურთელების ნაბიჯებს, რომლებიც მის ბავშვობაში “იუვეს” გმირები იყვნენ: “მე ვატარებდი დელ პიეროს მაისურს, როცა პატარა ვიყავი, ასევე ვიყავი დიდი გულშემატკივარი ფაბრიციო რავანელისა. დიდებულია ითამაშო ისეთი ლეგენდის გვერდით, როგორიც დელ პიეროა.”
წყარო:mirrorfootball
რატომღაც არ მჯერა ამ კაცის მოუწევს სკამის ხეხვა ამას
ფაბრიციო რავანელი უეჭველი დაგუგლა ან მისმა აგენტმა უთხრა..
ახლა ვინმეს გჯერათ რომ ეს ბავშვობაში დელ პიეროს მაისურს ატარებდა ?
მარა კაი.. არაუშავს აფერისტობას, ეპატიება, ახალმოსული ბიჭია, თავი ხო უნდა მოგვაწონოს ბალეშიკებს და ხელმძღვანელობას..

სანამ გადმოვიდოდა ვიცოდი უკვე რომ დელ პიეროზე იქნებოდა შეყვარებული

იმედები არ გაუცრუებია
რაღაც ისე უვერენად ლაპარაკობს რომ გეგონება მართლა იცის ვინაა რავანელი
ვნახოტ როგორ გამოგვადგება,არაუშავს კაი ფეხბურტელია
ეს ბევრს ხო არ ლაპარაკობს ?
ჰმ… უიგანის ფულემის და იუვენტუსის არჩევანი ქონია.. და სამთვიანი ფიქრის შემდეგ იუვენტუსი აირჩია, ცირკია რა
SPREWELL !
გადი და შემოდი თავიდან, ალბათ უნდა დაარეფრეშოს..
5ჯერ გავედიდ ა შემოვედი არ ქნა მაინც
ჩოხოსნებს აყენებს თავისით … ფოტო წავშალე სხვა დავაყენე და ისევ ჩოხოსნები დაყენდა ..
ის სიტყვები გოალ.ქომის გამუქებულია დარწმუნებული ვარ
Darja
სურათი შევცვალე ჩემს პროფილში და რატო არ ცვლის აქ ? ძველს მიჩვენებს აქ ისევ
არამარტო goal.com-ი, ყველა ჯურნალისტი ერთნაირია, რაც მეტ მითქმამოთქმას გამოიწვევს სტატია მაგათი პლიუსია და ხლართავენ ინტრიგებს
ეხა არ აგინო ამას

აბა რო გამოგვლანძღა ეგ რაიყო ?
მაშინ სადაც თამაშობდა ის გუნდი იყო ამისთვის უძლიერესი, რას ერჩით
ბაზარი არარის მარა რო თქვა ეგეთის ღირსი ნამდვილად არ იყო იუვე მართლა ამის სიტყვები თუა ის ….

იმედია კარგად ათამაშდება არარის ცუდი ტიპი პროსტა იმ სიტყვების გამო ვიწუნებ თორე კაი როჟაა