ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ემერსონი :”იუვე, მოდი ვაჩვენოთ, რომ შეგვიძლია თასის მოგება”

ბევრია ისეთი მოთამაშე, რომელსაც კარიერის სხვადასხვა პერიოდში იუვეშიც უასპარეზია და მადრიდის რეალშიც. ერთ-ერთი ასეთი კი ბრაზილიელი ემერსონია, რომელმაც გუნდი კალჩიოპოლის გამო დატოვა და კარიერა ესპანეთში სამეფო კლუბის რიგებში განაგრძოს. ჟურნალისტებთან საუბარში სამხრეთ ამერიკელი მოახლოებულ დაპირისპირებაზე საუბრობს:“ესპანურ პრესაში კასილასის და ანჩელოტის მორიგ წაკამათებაზე საუბრობენ, თუმცა მერწმუნეთ მათთვის აზრთა სხვადასხვაობა ახალი არ არის. რეალში ასეთი რამ ხშირია. ამასთან ერთად ანჩელოტი ქარიზმატული პიროვნებაა და ფეხბურთელებს მის მიმართ დიდი პატივისცემა გააჩნიათ. ფეხბურთელები, მხოლოდ იმიტომ მოდიოდნენ სხვადასხვა ადგილებიდან, რომ მასთან ემუშავათ. ტურინელებს მძიმე მატჩი ელით, მაგრამ წარმოიდგენდა ვინმე რომ ისინი ამ ეტაპამდე მივიდოდნენ? ამიტომ გასახელში რომ შემეძლოს მათთან შესვლა ვეტყოდი, რომ “თუ აქამდე არავის სწამდა ჩვენი, მოდით და მოვიპოვოთ ეს თასი!”.

“ბერნაბეუზე თამაში არის ჯოჯოხეთი და მითუმეტეს მაშინ, როცა რეალს ის მატჩი აუცილებლად აქვს მოსაგები. მაგრამ, ვფიქრობ სწორედ ბიანკონერი გავა მომდევნო ეტაპზე. რატომ? პირველ მატჩში მათ საოცარი შთაბეჭდილება დატოვეს. ორგანიზებული, ცივ სისხლიანი და ჭკვიანი გუნდი, რომელიც უმატებდა მაშინ როცა ამას სიტუაცია კარნახობდა. მათი დაცვის ხაზი და ზოგადად ტაქტიკური განსწავლულობა ქების ღირსია. რაც შეეხება სამომავლო ტაქტიკასთან კითხვას, ამით ალეგრის უნდა მიმართოთ. მთავარია პირველი ეტაპის სწორად წარმართვა, რადგან ვეჭვობ რეალი საწყის წუთებშივე მოაწყობს მასირებულ იერიშებს”.

“რითი განსხვავდება 06/07 წლების რეალი და დღევანდელი? ძალიან ბევრი ასპექტით. კაპელო აქცენტს ფიზიკურ კონდიციებზე და კონკრეტულ შედეგზე ახდენდა. მაშინ როდესაც ანჩელოტი უპირატესობას ფეხბურთს და ტექნიკას ანიჭებდა. ორი რადიკალურად განსხვავებული მწვრთნელი, მაგრამ უნიკალური! ისინი საუკეთესონი არიან”.

წყარო: Tuttosport

0 0 შეფასება
შეფასება

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
Subscribe
Notify of
guest
1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
simoni chigladze
5 years ago

a kaci chem gulshi ijda memgoni

| Newsphere by AF themes.

გათიშვა

1
0
Would love your thoughts, please comment.x
()
x

<