ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ერთი ტურინელის ისტორია – ნაწილი 1

სრულიადში…

დილით ადრე გამეღვიძა, საათს რომ შევხედე, 06:00 ხდებოდა, გაღვიძების მიზეზი მართალი გითხრათ ვერ მივხვდი რა იყო, მაგრამ პირი ისე უჩანდა, ვერც ძილის შებრუნებას შევძლებდი.ადგომა დავაპირე, სახლში გამეფებულმა სიჩუმემ ეს აზრიც გამიქარწყლა, საწოლზე წამოვჯექი, ძლივსძლიობით სათვალე მოვირგე და ჩავფიქრდი.

ჯერ სკოლაზე დავიწყე ფიქრი, შემდეგ მეგობარ გოგონაზე, მაგრამ ბოლოს დავტვინე, რომ ნებისმიერი აზრი ჩემს საყვარელ კლუბთან, იუვენტუსთან მიდიოდა.მოპირედაპირე კედელზე ჩამოკიდებულ პოსტერს გავხედე, შავ-თეთრ ფორმაში გამოწყობილი მეათე ნომერი კვლავ დაუნდობლად მიიწევდა ბურთისკენ, ერთი კი ჩამეცინა, მაგრამ ბოლოს ისევ ჩემს ფიქრებს დავუბრუნდი.არც კი მახსოვს, როგორ ჩამეძინა, მაგრამ რომ გავიღვიძე საათი 08:30 – ს აჩვენებდა, მართალი გითხრათ მეწყინა, წუთი წუთზე ველოდი დედაჩემის ხმას, რომელიც სკოლის მოახლოვებას მაცნობებდა, მაგრამ კალენდარს გავხედე თუ არა, მივხვდი რომ შაბათი თენდებოდა.ლოგინიდან წამოდგომას ვაპირებდი, ცალთვალა მზემ ჩემს ფანჯარას პირველი სხივი რომ სტყორცნა – აი რას ნიშნავდა ჩემთვის ნამდვილი გაზაფხული.მიყვარდა მთელი დღე უსაქმურად ხეტიალი, სუფთა ჰაერზე მუსიკის სმენა.

ქვევით რომ ჩამოვედი, სახლში უკვე აღარავინ იყო, მხოლოდ მშიერი ძაღლის ყეფა მოისმოდა საიდანღაც.ბენი ( ძაღლის სახელი ) ჩემი დიდი მეგობარი იყო, არ მსიამოვნებდა მისი შიმშილი, სწრაფად გავუმზადე საუზმე და მივართვი, გახარებულმაც ერთი – ორჯერ თითქოსდა ჩამიცინა და უკან რომ გამოვბრუნდი ყეფით გამომაცილა, ეწყინე ალბათ – მეთქი, გულში გავიფიქრე.

ნელი, აუჩქარებელი ნაბიჯებით სახლში დავბრუნდი, საჭმელი გავიმზადე და ტელევიზორი ჩავრთე, მაინტერესებდა ამჯერად რა ნიუსებს იტყოდნენ ჟურნალისტები იუვენტუსზე.დიდი ლოდინის შემდეგ, ეკრანზე იტალიის ერთ-ერთი ყველაზე სიმპათიური მამაკაცი, ალესანდრო ჩერავიოლო გამოჩნდა, რომელიც ფეხბურთელების ვარჯიშის შესახებ გვიყვებოდა და ამავდროულად ტრეინინგის კადრებს გვაჩვენებდა.”ფეხბურთელები აქტიურად ემზადებიან მილანთან მატჩისთვის, რომელიც შესაძლოა სეზონის გადამწყვეტი დაპირისპირებაც იყოს” – სადღაც მიიკარგა ჩერავიოლოს ხმა, მეც ხმას ჩავუწიე და სამზარეულოში გავედი, რაიმე რომ მეჭამა.

ჭამის პროცესი რამდენიმეჯერ შემაწყვეტინეს, ჯერ ტელეფონმა დარეკა, შემდეგ წყლის  მაკონტროლებელი გვეწვია და სიხარულით შემაგება ჩემთვის უცხო წარწერებიანი ცნობა.მალევე გავისტუმრე და როგორც იქნა ჭამას მოვრჩი.ფანჯრიდან გავიხედე, “წყლის კაცის”  უაზრო მოძრაობაზე ამჯერად ყურადღება არ გამიმახვილებია, უფრო იმაზე ვფიქრობდი, როგორ დავკავშირებოდი ძმაკაცებს, რომ მატჩის ბილეთები აგვეღო და ხვალინდელ მატჩს დავსწრებოდით.

ბოლოს ყველაფერს ფრედთან წასვლა ვამჯობინე, ქუდი დავიხურე, ქურთუკი მოვიცვი და კარებისკენ წავედი.გარეთ გასვლისთანავე თბილი ჰაერი შემეგება, ქუჩა ჩვეულებრივ ხალხით გადატვირთული და ხმაურიანი იყო.როგორღაც თავი დავაღწიე ხალხის ბრბოს და ფრედის სახლისკენ გავემართე.

ფრედ მონტესკიე – ჩემი ახლო მეგობარი და კლასელი იყო, შეიძლება არა ჩემზე მეტი, მაგრამ არანაკლები ფანი იუვენტუსისა.მისი მშობლები სიცილიაზე მუშაობდნენ და მარტო ცხოვრობდა, ბებიასთან ერთად, ამიტომ ძმაკაცების შეკრების ძირითადი ადგილი სწორედ ფრედის სახლი იყო.უღიმღამოდ დავრეკე ზარი – კარი მალე გაიღო, კარს უკან კი ფრედის ბებია, მისის სოფია შევნიშნე.რაზე და როგორ ვილაპარაკე მასთან მართალი გითხრათ აღარ მახსოვს, გონს როცა “მოვედი”, წინ ფრედი მედგა და ხვალინდელ შევხედრაზე მელაპარაკებოდა.

– ჰო ფრედ, ბილეთები უნდა ვიყიდოთ, ხვალინდელ შევხედრას ვერ გამოვტოვებთ !  – თხოვნითა და რჩევით მივმართე მეგობარს

– კლაუდიო დამპირდა ყიდვას, იმედია ყველაფერს მოაგვარებს – მიპასუხა ფრედმა და ამავდროულად ბებიამისის ძახილს დაუგდო ყური, რომელიც საუზმეზე გვეპატიჟებოდა.

მე არ მშიოდა, ფრედმა საუზმე მალე მოამთავრა და ქუჩისკენ გამიძღვა.მე ზრდილობიანად დავემშვიდობე მისის სოფიას და ფრედს გავყევი, რომლის მთავარი სასაუბრო თემა კვლავ მილანი იყო.

– არა მოვიგებთ, უეჭველად მოვიგებთ – დაუნდობლად ამტკიცებდა ფრედი : ტრეზე შეაგდებს, ტრეზე

ჰო იმედია, იმედია – იგივე ტონით, თუმცა ნაკლებად დამაჯერებლობით ავყევი მას, რის შემდეგაც ჩემს თავს ვკითხე, მილანის მიმართ ასეთი “სიყვარული” რატომ გამოვავლინე მეთქი, სიტყვა “იმედია” ჩემგან ნაკლებად მოსალოდნელი იყო.

ქუჩაში კლაუდიოს წავაწყდით, რომელიც უბედნიერესი სახით მოაფრიალებდა იუვენტუსი – მილანის ბილეთებს.გახარებულმა ჩემი წილი გამოვართი და წარწერებს დავხედე, რომელზეც ჩემთვის უცნობი არაფერი ეწერა.

დილიდან საღამომდე განსაკუთრებული და საინტერესო დიდი არაფერი მომხდარა, სახლში გვიან საღამოს შევედი, მანამდე კი იქვე, ბაღში ვიჯექით და დაუსრულებლად ვლაპარაკობდით.საინტერესო ფეხბურთი ან გადაცემა დღეს პროგრამაში არ იყო, ამიტომ ყურსასმენები მოვიმარჯვე და ოთახში ავედი.შეიძლება ითქვას, რომ დაწოლა და დაძინება ერთი იყო, გემრიელად გამოვიძინე, ხვალ ხომ დიდი მატჩი მელოდა.
წინა დღისგან განსხვავებით, დღეს გვიან გამეღვიძა.სამი ხდებოდა, სახლიდან რომ გავედი.ბიჭები ვნახე, საღამოს შეხვედრაზე შევუთანხმდი და მასწავლებელთან გავეშურე.

ამის შემდეგ გვიანამდე მნიშვნელოვანი არაფერი მომხდარა, მათემატიკიდან სახლში დავბრუნდი და მატჩზე ჩასაცმელი ტანსაცმელი გავამზადე.9 – ის წუთებზე ოჯახთან ერთად სახლიდან გამოვედი, მამაჩემი დიდი სიყვარულითა და საბრძოლო ხასიათით მოელოდა ამ დღეს, მანქანაში ჩავჯექი და ტურინისთვის ცნობილ, “დელე ალპისკენ ” ავიღეთ გეზი, სადაც ათასობით ხალხს მოეყარა თავი.მამაჩემი იქ ცნობილ პიროვნებად ითვლებოდა, ტრიბუნისკენ გზის გაკვლევა არ გაგვიჭირდა, მალე მივაგენით საკუთარ ადგილებსაც.რამოდენიმე წუთში ტრიბუნები მთლიანად გადაშავთეთრდა, აქა – იქ შეიმჩნეოდა შავ-წითელი ფერები.

სულ მალე მსაჯები ფეხბურთელებს მოედნისაკენ გამოუძღვნენ.წინ დელ პიერო იდგა, მეათე ნომრიანი, მუდმივად თავმდაბალი გამომეტყველებით, მას მოყვებოდნენ ბუფონი, ნედვედი, ტრეზეგე, კამორანეზი და ბევრი ისეთი ფეხბურთელი, რომელიც ჩემი ოჯახის გულითად “წევრებად” ითვლებოდნენ.

ერთი სიამოვნებაა აქ თამაშის ყურება, მითუმეტეს ასეთი შეხვედრისა.ყვირილსა და ქომაგობას არავინ იშურებდა, ტრიბუნები ხმაურით ხვდებოდნენ ნებისმიერ სახიფათო შეტევასა და ლამაზ კომბინაციას.ჩვენთვის ყველაზე სასურველი ფაქტი 57-ე წუთზე მოხდა, როცა დელ პიეროს საოცარი თამაშით ფრანგმა ტრეზეგემ გოლი გაიტანა.ამასვე მოჰყვა პაველ ნედვედის  თავური, მილანელებმა კი პრესტიჟის გოლი მხოლოდ მატჩის მიწურულს, 87 წუთზე მოახერხეს.

სიხარული, აღელვება, ბედნიერება გულშემატკივართა გულებში ერთმანეთს ეცილებოდა.დიდი სიყვარულით ვეხუტებოდი და ვესიყვარულებოდი ყველას, ვისაც ახლომახლო იუვეს ფორმაში ვხედავდი.საოცრად გახარებულები, ტრიბუნებზე დიდხანს დავრჩით, უფრო სწორად მანამ, სანამ ფეხბურთელებმა საბოლოოდ არ მიაშურეს გასახდელს.

სახლში ფეხით, ბიჭებთან ერთად დავბრუნდი, გზაში მოვდიოდი და ვფიქრობდი, რა სიხარული შეუძლია მოუტანოს ერთმა გამარჯვებამ მთელ ქალაქს, ის ტურინი ჩვეულ ტურინს არ ჰგავდა, ყველგან გამარჯვებული ხმები ისმოდა, გიჟი, ფეხბურთზე თავგადაკლული იტალიელები…




0 0 შეფასება
შეფასება

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
Subscribe
Notify of
guest
34 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
Vaxooo
მოდერატორი
9 years ago

ძაან მაგარია გიო და თუ რამე იდეები დამებადა აუცილებლად მოგწერ :))))))

საბა შიოშვილი

თAმაშიიი რომელზეაA??

zura
9 years ago

მადლობა დარჯა ..

9 years ago

კაია

tsotne tsertsvadze
9 years ago

Darja ფოთში გიორგი ბერაიას ან გია გვასალიას იცნობ?

shako_47
9 years ago

მთავარ ადმის რა ქვიააა?

shako_47
9 years ago
Reply to  shako_47

პერსონალ მესიჯი გააქვთ?

shako_47
9 years ago

სტატიები სადიან დავწეროოო? ვარ მივხვდი თუ სტატუსია საწიროო?

MAFIOZ
9 years ago
Reply to  shako_47

ხო სტატუსის გარეშე ვერ დაწერ

shako_47
9 years ago

დაგევასათ სტატიები?

Vaxooo
მოდერატორი
9 years ago
Reply to  shako_47

კაია

shako_47
9 years ago
Reply to  Vaxooo

და აი ვერ გავიგეე სტატია საიდან დავწეროო?

shako_47
9 years ago

მაფიოზ არ გინდა საიტზე სტატიბი დაგიწეროო?:mrgreen::mrgreen:

MAFIOZ
9 years ago

რამე სტატია დაწერე იუვეზე და გაუგზავნე დარჯას

giorgi sidiani
9 years ago

MegobaroO mgoni eg tamashia,eg wageba skudetos fasad daujdat,cota xanshi finali kondat liverpultan da egac waages gushindel idgesavit maxsovs eg makratelit gaketebuli pasi

MegobaroO
9 years ago
Reply to  al.delpiero

ეგ მომენტი ამობეჩდილი მქონდა და რამოდნეიმე ეგზემპლიარად გავაკეთე..გიჟს ვგავდი იმ დგეს

MegobaroO
9 years ago
Reply to  MegobaroO


ამ მომენტზე ვამბობდი გიოო

MegobaroO
9 years ago
Reply to  MegobaroO
MegobaroO
9 years ago

გიო ეგ ის თამაშია ალეკომ ტრეზეს მაკრატელით,რო მისცა პასი და ტრეზე თაურით რო გაუტანა დიდას?

MegobaroO
9 years ago

ის თამაში გამახსენდა უეცრაად..

ლაშა ცხვარაძე

მალადეც ძმაო მაგარი ხარ სერიოზული იყო საღოლ… ისე სადაური ხარ დარჯა?

tsotne tsertsvadze
9 years ago

დაწყება ძალიან საინტერესოა, გაგრძელებაც მაინტერესებს.

giorgi sidiani
9 years ago

bravo bravo bravo darjas.martla dzaan magari statia,5 jer mainc damiara jruantelma:)

MAFIOZ
9 years ago

მომე შენი სკაიპი

shako_47
9 years ago
Reply to  MAFIOZ

ზდაროვა ყველას განსაკუთრებით მაფიოზს!:mrgreen::mrgreen::mrgreen:

MAFIOZ
9 years ago
Reply to  shako_47

ეე შაკო აქ ბავარია და ეგეთები არ დაიწყო :D

shako_47
9 years ago
Reply to  MAFIOZ

აქ იუვე და მისი დელპიეროოო ეგ ბებერი ვოლკი::mrgreen::-o

| Newsphere by AF themes.

გათიშვა

34
0
Would love your thoughts, please comment.x
()
x

<